Refund policy

 

strong {font-weight:700}

ნივთის დაბრუნება და გადაცვლა

შემიძლია თუ არა მიღებული პროდუქტის უკან დაბრუნება ?

პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია ამანათის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, შემდეგ შემთხვევებში:

  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს;
  • პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
  • პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა, განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
  • შეცდომით მოგივიდათ სხვა პროდუქტი.

სხვა მიზეზების შემთხვევაში შეკვეთა არ ექვემდებარება დაბრუნებას. 

დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამოაგზავნოს შეძენილი ნივთი.

როგორ დავაბრუნო პროდუქტი?

 

  • შეძენილი პროდუქტი შეფუთეთ საწყის შეფუთვაში და მოათავსეთ გამოგზავნილ ყუთში.
  • დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტი გამოაგზავნეთ ან პირადად მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: შპს ბლექ ფეშენი კოტე აფხაზის 36
  • მაშინვე, როცა უკან დაბრუნებული პროდუქტი მოვა ჩვენს მისამართამდე, ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით ან SMS შეტყობინებით მითითებულ მობილურის ნომერზე.

რამდენ ხანში დამიბრუნდება თანხა ?

თუ თქვენს მიერ დაბრუნებული შეკვეთა შეესაბამება ჩვენს ჩამონათვალში მოცემულ მიზეზებს, თანხა დაგიბრუნდებათ განაცხადის დაკმაყოფილებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში იმავე საბანკო ანგარიშზე (ბარათზე), რომლითაც განახორციელეთ გადახდა.

როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში თუკი პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების დროს?

იმ შემთხვევაში,თუ თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანდა მიტანის (ტრანპორტირების) დროს,ნივთი არ ჩაიბაროთ კურიერისგან და დაუყოვნებლივ მიმართეთ საიტის ადმინისტრაციას ან გაყიდვების მენეჯერს.