90-იანების მოდური ტრენდები, რომლებიც წელს გაცოცხლდა

90-იანების მოდური ტრენდები, რომლებიც წელს გაცოცხლდა

90-იანების ბავშვებს, წელს 30 შეუსრულდებათ. ხოლო 90-იანების ახალგაზრდებს 60! სწორედ ამიტომ, ეს პერიოდი ძალიან ნოსტალგიურია, თუმცა პოპულარობა მხოლოდ ამიტომ, როდი მოიპოვა?! ეს მოდის ინდუსტრიაში გარდამტეხი პერიოდია, როდესაც ლეგენდარული ტრენდები იბადება და ჩაცმის ესთეტიკა უმაღლეს მწვერვალებს აღწევს.

ჩვენ 30 წლის შემდეგაც შეგვიძლია ვისწავლოთ - მოდური ხრიკები ამ პერიოდის ჩვენებებიდან, რადგან ახლა ყველაფერი იმ დროინდელი, ახალ სიცოცხლეს იძენს.

ბლოგში აღმოაჩენ ტრენდებს, რომლებიც მასიურად განმეორდა და მომავალშიც, ხშირად ვიხილავთ გარშემო:

1. ორეული ( მინი ქვედაბოლოს+პიჯაკი)

ეს ტენდენცია რამოდენიმე წლის წინ დაიბადა ხელმეორედ, წლები დასჭირდა, რომ გაზრდილიყო, გაძლიერებულიყო და წელს, უკვე ძლევამოსილი, შთამაგონებელი და ყველაზე პოპულარულია.

90-იანებში:

ახლა:

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

2. ბურგუნდისფერი

შესაძლოა, არც კი იცოდი, ან გახსოვდა, რომ ეს მშვენიერი ტონალობა, წელს პირველად სულც არაა პოპულარობის ზენიტში. 

90-იანებში:

 

ახლა:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

3.ყავისფერი

ყავისფერი ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს მოდის ინდუსტრიაში, თავისი ნეიტრალური და ზედმეტად ბუნებრივი ტონალობის გამო, თუმცა წელს მასზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, მარადიულ შავს გაუტოლდა.

90-იანებში:

ახლა:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

4. წელში მორგებული ან ქამრით დაფიქსირებული პიჯაკი

ეს მშვენიერი დეტალია სამოსში, რომელიც პიჯაკის მასკულინურ და მკაცრ ვიზუალს ფემინურს, მოხდენილსა და სექსუალურს ხდის.

90-იანებში:

ახლა:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

5. ბეწვის ქუდი

კომფორტისა და სითბოს კვალდაკვალ! რატომაც არა? - ეს ტენდენცია ხომ ასეთი მსვენიერი, სოლიდური და ვიზუალურად მდიდრულია.

90-იანებში:

ახლა:

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

7. ლეოპარდის პრინტი

ალბათ, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ლეოპარდის პრინტი ასეთი მძლავრი და ძლევამოსილი მოცემულ სეზონზე, ის არა მარტო მშვენიერი ფაქტურა, არამედ ნოსტალგიური მოდური მომენტია.

90-იანებში:

ახლა:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

8. ქურქი

ამ ჩამონათვალში, აუცილებლად, უნდა ყოფილიყო ქურქები, იმიტომ რომ მოდის ინდუსტრია შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის აქტიურად გვთავაზობდა ბეწვის ნაწარმს. თუმცა რამდენად ტრენდული იყო, საკითხავია, რადგანაც სწორედ ამ მომენტში იწყება ბუნებრივი ბეწვის საწინააღმდეგო აქტივიზმის ხანა. თუმცა ახლა უკეთესი ალტერნატივა გვაქვს - ხელოვნური ბეწვი.

90-იანებში:

ახლა:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

Back to blog