ვერძი
დავიწყოთ რიგით პირველი ასტროლოგიური ნიშნით. თუკი შენი საჩუქრის ადრესატს პლანეტა მარსი მართავს და მისი სტიქია ცეცხლია, საქმე უნიკალურ, თავდაჯერებულ და ვნებიან ვერძთან გვაქვს. ალბათ არც გაგიკვირდება, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, სხვებისგან განსხვავებით, გამორჩეული გემოვნება აქვთ, ისინი გართობის მოყვარულები არიან და ყველას, მათ გარშემო, თავს ბედნიერად და კომფორტულად აგრძნობინებენ.
ვერძი ქალი გულღია პიროვნებაა, ის დააფასებს ნებისმიერ საჩუქარს, რომელსაც მისთვის გულწრფელად გაიმეტებთ და მონდომებით შეარჩევთ, თუმცა თუ მისი გულის მოგება განსაკუთრებულად გსურთ, მაშინ საჩუქარი მის თვისებებსა და ხასიათს უნდა აძლიერებდეს და მხარს უჭერდეს.
თუკი ვერძი ქალი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, სიტყვასა და საქმეს შორის, ის აუცილებლად აირჩევს მამაკაცს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს, დაპირებების გარეშე. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი მოქმედება 8 მარტისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდეს.
წითელი კაბა
პირველ რიგში, შევარჩიოთ საჩუქრის ფერი - 21 მარტიდან 19 აპრილამდე დაბადებულთათვის ასოცირებული ფერი წითელია, ბოლო-ბოლო მათი სტიქია ხომ ცეცხლია. ვერძის პიროვნება სექსუალურია, მგზნებარეა , საუკეთესო იდეა იქნება ვერძ ქალს აჩუქთ წითელი კაბა, რომელიც გამოავლენს მის თვისებებს და მის ცეცხლოვანებას ხაზს გაუსვამს.
კურო
კურო მიწის ნიშანია, მას ვენერა მართავს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა. ამ ნიშნით დაბადებული შესანიშნავი ქალბატონები ერთგულები, ამბიციურები და მომთმენები არიან.
კურო ქალი ცნობილია თავისი ელეგანტური და სამეფო სტილით, რაც ამ ნიშნის ქალბატონებისათვის საჩუქრის შერჩევის პროცესს ართულებს.
კუროსთვის ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა, ამიტომ ის საჩუქარი, რომელსაც მისთვის გაიმეტებთ, ერთადერთი და განუმეორებელი უნდა იყოს, რომელსაც მთელი გულითა და მონდომებით შეარჩევთ.
გახსოვდეს, კუროს თუ გულს დაანახებ, ის შენთვის სულსაც კი არ დაიშურებს.
ესთეტიკური სამკაული
ჩვენ გირჩევთ, ხარს, რომელსაც სილამაზის პლანეტა მართავს, განსაკუთრებულად ესთეტიკური ნივთი აჩუქოთ, რომელიც გამორჩეულად მოდური და თვალშისაცემი იქნება.
ტყუპები
ტყუპები ჰაერის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან, რომელთაც პლანეტა მერკური მფარველობს. ტყუპი ქალი ენერგიითაა სავსე, მრავალფეროვანი ინტერესებითაა გატაცებული, ადაპტირებულია სიახლეებთან და ცალიან ცნობისმოყვარეა.
21 მაისიდან 20 ივნისამდე დაბადებული ქალბატონები რისკიანები და მგზნებარეებიც აღმოჩნდნენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი კომფორტისა და პრაქტიკულობის მოყვარულნი.
თუკი ახლა საჩუქარს ტყუპისთვის ეძებ, გიხაროდეს, შენ ყველაზე მხიარული და სიახლეების მოყვარული მეგობარი გყლია - ის შენს ცხოვრებასაც ასეთად აქცევს!
ნარინჯისფერი ჰუდი
მხიარული ტყუპის საფირმო ფერები ყვითელი და ნარინჯისფერია, გასაკვირი არცაა, ეს ტონალობები ხომ ფიზიკურ აქტივობებთან და გართობასთან ასოცირდება. ჩვენ გირჩევთ პრაქტიკულობის მოყვარულ ამ შესანიშნავ ნიშანს ჰუდი აჩუქოთ, რომელიც შესანიშნავად და მოდურად გამოიყურება და ამავდროულად კომფორტლია:
კირჩხიბი
წყლის ნიშან კირჩხიბსაც მოვადექით, რომელსაც მთვარე მართავს და სწორედ მისი ფაზების მიხედვით კიბო ქალის ემოციები ძლიერდება ან პირიქით. ამ ნიშნით დაბადებულნი მგრძნობიარენი, ემოციურები, მზრუნველები და საოცრად ინტუიციურები არიან.
თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, თუკი თქვენი ოჯახის წევრი ან/და მეგობარი კირჩხიბია, ის მთელი თავისი ძალებით ეცდება იზრუნოს თქვენს უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ განწყობაზე.
კირჩხიბი ისაა, ვის გვერდით ყოფნასაც ყოველთვის მოისურვებდით - მასზე კარგი მეგობარი არ არსებობს.
ვარდისფერი ჩანთა
რაც შეეხება საჩუქარს, მთავარია კირჩხიბმა იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავთ და ფიქრობთ. თუმცა თუკი, მაინც გსურთ ისეთი ნივთი აჩუქოთ, რომელსაც გამოიყენებს და გამოადგება, მაშინ არჩევანი ჩანთაზე შეაჩერეთ. და გახსოვდეთ, რომ კირჩხიბებს ვარდისფერი და იისფერი ტონალობები განსაკუთრებულად იზიდავთ.
ლომი
ახლა კი, თქვენს წინაშეა ლომი, რომელსაც ყველაზე ძლიერი - მზე მართავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თბილები, მოსიყვარულეები, ერთგულები და უაღრესად შემოქმედებითები არიან. მათზე, ასევე შეიძლება ვთქვათ, თუ როგორი მხირულები, მიზანდასახულები და საოცრად პასუხისმგებლიანები არიან.
ლომს მართავს გული! - ისინი მთელ გულს დებენ იმაში, რასაც ხელს მოკიდებენ. ამიტომ ყურადღების ცენტრში ყოფნაც უყვართ, საკუთარი შრომის დაფასებას ასე მოითხოვენ.
" ყველას უყვარს თავი განსაკუთრებულად იგრძნოს" - მით უმეტეს ლომს. ამიტომ მისთვის განკუთვნილი საჩუქარიც, რუდუნებით უნდა შეარჩიოთ.
მდიდრული აქსესუარი
მოციმციმე ლომებისათვის, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ საჩუქრები, საუკეთესო არჩევანი იქნება მდიდრული აქსესუარი, თუმცა გაითვალისწინეთ, ტრადიციულ და კლასიკურ ნივთებს ნუ შეარჩევთ. მზის შვილებს გამორჩეულად იზიდავთ ბზინვარება და გლამურულობა. შეხედეთ ამ ქამარს BLACK-ის კოლექციიდან, მას აუცილებლად შეიყვარებს ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი:
ქალწული
ქალწული, რომელის სტიქიაც მიწაა და მმართველი პლანეტა მერკური, მიჩნეულია ყველაზე შრომისმოყვარე ნიშნად. ისინი დიდსულოვანი მეგობრები არიან, ფიქრობენ ბევრს და ნერვიულობენ კიდევაც, თუმცა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საუკეთესო მიიღონ.
თუ გვერდით მეგობარი გყავს, რომელიც შენი პრობლემის გადაჭრას, ისე ცდილობს, როგორც საკუთარისას, მაშინ ის, ალბათ ქალწულია.
ქალწულები ყველაფერთან ერთად, პერფექციონისტებიც არიან, სწორედ ამ ჭრილში უნდა ვეძებოთ საჩუქარი მათთვის, რადგან მათ უყვართ, როდესაც სახლიდან მოწესრიგებულები გადიან და თავს კომფორტულად გრძობენ.
კომფორტული აქსესუარი
ქალწულისათვის შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა ქამარი - ჩანთა, რომელიც მის სტილს განაახლებდა და ამავდროულად კომფორტის მომტანი იქნებოდა. მშვენიერია, როდესაც ქამარი შენი ნივთების სათავსოა, სათვალის საკიდი და ამავდროულად, დიდ როლს თამაშობს შენს სტილში:
სასწორი
ისევ და ისევ, სილამაზის პლანეტის, ვენერის მმართველობის ქვეშ მყოფი ნიშანი, რომლის სტიქიაც ჰაერია. ის კოსმიურად მომართულია იმისკენ, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს.
ამ ნიშანს სწყურია ჰარმონია, სიმეტრია და წონასწორობა თავისი ცხოვრების ყველა ასპექტში. სასწორებმა იციან, როგორ დატკბნენ ესთეტიკური და ლამაზი ნივთებით. მათთვის საჩუქარიც სწორედ ამ ჭრილში უნდა შეარჩიოთ.
ჰაერის ამ ნიშანს გაახარებთ, თუ მის გარეგნობაზე იზრუნებთ.
მომდგარი კაბა
თუ გავითავლისწინებთ იმას, რომ მომდგარი კაბები ყველაზე სასიამოვნო, ესთეტიკურ და სექსუალურ ვიზუალს ქმნიან, მაშინ სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აჩუქოთ სასწორ ქალბატონს. რაც შეეხება ფერს, სასწორი გიჟდება ზღვისა და ბუნების ტონალობებზე, მისთვის საუკეთესო, ლურჯი ან მწვანე კაბა იქნება:
მორიელი
პლუტონის მიერ მართული ეს ნიშანი, რომლის სტიქიაც წყალია, საოცრად ვნებიანი და მალულად ემოციურია. თავდაპირველად, ის შეიძლება უხეში იყოს, თუმცა როგორც კი ახლობლად ჩაგთვლით, გახდება საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი სული, რომელიც თქვენი ყველაზე ერთგული მეგობარი იქნება.
იცით კიდევ რა ხდის ამ ნიშანს განსაკუთრებულს? - ის მაცდურად მისტიკურია, მგზნებარეა, მოსწონს ყველაფერი რაც სექსუალურია.
სექსუალური ბოდე
აჩუქეთ მორიელს მშვენიერი საცვლების ნაკრები, თავის მოვლის საშუალებები ან სექსუალური სამოსი, რომელიც მას თავისი ცეცხლოვანი პიროვნების ვიზუალურად წარმოჩენაში დაეხმარება:
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ყველაზე იღბლიანი პლანეტა, იუპიტერი მართავთ, მათი სტიქია კი ცეცხლია. ისინი ყველაზე ოპტიმისტები არიან , ყოველთვის სწავლობენ გამოცდილებით და კიდევ უფრო მეტს იკვლვევენ მომავლისთვის. მათ უყვართ ყველაფერი, რაც მათ ჩვეულ რუტინას ცვლის და სიახლეს აღვიძებს.
ამ ნიშნის ადამიანებთ სძულთ მოწყენილობა, ვერ იტანენ მიჯაჭვულობის გრძნობას და სპონტანურობას ანიჭებენ უპირატესობას.
ტრენდული ქურთუკი
ვინაიდან მშვილდი სულითა და გონებით მოგზაურია და შესაბამისად, სულ მოძრაობაშია სასურველია მას კომფორტული სამოსი აჩუქოთ, რომელიც ამავდროულად საოცრად გემოვნებიანი და ტრენდული იქნება. ამინდის მოულოდნელი ცვლილებისაგან, თქვენს მოუსვენარ მეგობარს ჯინსის ქურთუკით დაიცავთ:
თხის რქა
ბოლო მიწის სტიქიას მოვადექით. თხის რქას სატურნი მართავს, რომელიც ცნობილია, როგორც სტრუქტურებისა და საზღვრების პლანეტა. რა შეგვიძლია ვთქვათ შესანიშნავ ქალბატონებზე, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ?- ისინი ამბიციურები და შრომისმოყვარეები არიან, მათ სურთ დაიპყრონ სამყარო, ყველაფერში მოიგონ და კარიერის კიბეებზე უსწრაფესად აირბინონ.
თხის რქებს სტილის კლასიკური განცდა აქვთ, ისინი აფასებენ კარგად გააზრებულ საჩუქრებს, რომლებიც მათთვის საგულდაგულოდ აარჩიეთ.
კლასიკური კაბა
მოდით, თხის რქებისთვის ვეძიოთ კლასიკური სამოსი, მათი გულის მოგებას მშვენიერი კაბით, აუცილებლად, შეძლებ, რომელიც ყველაფერთან ერთად კომფორტულიც იქნება. არ დაგავიწყდეს, თხის რქა საკმაოდ პრაქტიკული ნიშანია.
მერწყული
ამჯერად, ჰაერის ბოლო ნიშანთან გვაქვს საქმე, რომელსაც ინოვაციების პლანეტა, ურანი მმფარველობს. მერწყულს ნიჭი აქვს, იპოვოს სიხარული თითქმის ყველაფერში, ამიტომ მისთვის საჩუქრის არჩევა არც ისე რთულია.
თუ თქვენ ახლო წრეში გყავთ მერწყული ქალბატონი, ალბათ შენიშნავდით, რომ ის "სოციალური პეპელაა" - მას თან დაჰყვება სიმსუბუქე და ჰაეროვნება.
ტრენდული მაისური
რაც შეეხება, საუკეთესო საჩუქრის იდეას მერწყულისათვის, ის იმდენად უპრეტენზიოა, ნებისმიერ ნივთში ჰპოვებს სიხარულსა და ბედნიერებას. თუმცა არ დავივიწყოთ, ჰაერის ეს შესანიშნავი ნიშანი საკმაოდ მოდური და ტრენდულია, ამიტომ მისთვის გთავაზობთ ასეთივე მაისურს:
თევზები
ახლა კი დროა, ვისაუბროთ ბოლო, მე-12 ნიშანზე, რომელზეც ამბობენ, რომ ცხოვრების ყველა გაკვეთილი აითვისა წინა, 11 ზოდიაქოს ნიშნის გამოცდილებეის წყალობით. თევზებს პლანეტა ნეპტუნი მფარველობს, ხოლო მისი სტიქია, რა თქმა უნდა, წყალია.
თუ თევზებისთვის საჩუქრის პოვნას ცდილობთ, კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის. ის ყველაზე კეთილგანწყობილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ საჩუქრის არჩევაში ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერ შეცდებით. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს გულწრფელი მისალოცი ტექსტითაც კი აატირებთ.
საუცხოო აქსესუარი
თუმცა, თქვენ, რა თქმა უნდა, მაინც გსურთ, თევზებს სამახსოვრო საჩუქარი გაუკეთოთ, რომელიც მის სახეზე ღიმილს მოიტანს, ამიტომ ჩვენ საუცხოო აქსესუარს გთავაზობთ, რომელიც უთუოდ დაამშვენებს ნეპტუნის მფარველობის ქვეშ დაბადებულ მშვენიერ ქალს: