პრინცესა დიანა - სტილის ხატება

პრინცესა დიანა - სტილის ხატება

  •  პრინცესა დიანა - მოდის ხატი

ლედი დიანას გარდაცვალებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, უელსის პრინცესა შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე გემოვნებიანი ქალი და შეუერთდა მოდის ლეგენდების, ოდრი ჰეპბერნისა და ჯეკ კენედის რიგებს.

შეიძლება არც კი იცოდეთ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დღევანდელი "ინსტა" გოგონების სტილის ინსპირაცია, სწორედ ლედი დიანაა. ისინი, ვინც სტილს შთაგვაგონებენ თავად ინსპირაციას პრინცესას სამოსში პოულობენ. სამეფო ოჯახის წევრი, დახვეწილი და გამორჩეული სტილის შეგრძნებით, რომელიც თავდაჯერებულად დააბიჯებდა, მალევე ყველასთვის მისაბაძ პერსონად გადაიქცა.

  • პრინცესა, როგორც სტილის ინსპირაცია

მოთხოვნიდან გამომდინარე, ბრენდები დიანას სტილის ინსპირაციით ქმნიან სამოსაა თუ ლუქებს და ამრიგად, კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და დახვეწილს ხდიან საკუთარ კოლექციებს.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ BLACK-ის სამოსს, რომელთა გამოყენებითაც თქვენ შეგეძლებათ ბიუჯეტურად შექმნათ ლედი დის დასამახსოვრებელი ლუქებიდან მსგავსნი.

1. დავიწყოთ პიჯაკებით, რომლებიც დიანას სტილში უხვად გვხვდება, თანაც არა მარტო კლასიკურ სამოსთან შეფერებით, არამედ ქუჩის სტილთან. პირველი ოვერსაიზ პიჯაკი იქნება, რომელიც პრინცესამ იდეალურად შეუფერა შარვალს, მაისურსა და კეპს.

ფოტოზე წარმოდგენილია პრინცესა და მისი სტილით შთაგონებული ჰეილი ბიბერი.
დიანას ფოტოზე წარმოდგენილია ოვერსაიზ პიჯაკი, სტანდარტული საყელოთი, გრძელი მკლავებითა და მხრის ბალიშებით. მოცემული ლუქის ასაწყობად ყველასთვის ხელმისაწვდომი პრინტიანი მაისური, ჯინსის შარვალი და კეპი დაგჭირდებათ.
მსგავსი პიჯაკი BLACK-ის კოლექციიდან:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
მორგებული დგომის, ე.წ. ჭკვიანი პიჯაკიც განვიხილოთ, რომელიც ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება:
მოცემული მოდელი წარმოდგენილია გამოყვანილი წელით, გამოხატული მხრებითა და ღილის ორმაგი დახურვით წინა მხარეს, ჩვენ წარმოგიდგენთ ასეთივე პიჯაკს ჩვენი კოლექციიდან, რომელიც მსგავსი ლუქის აწყობაში დაგეხმარებათ: 
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
დიანას ლუქის შესაქმნელად მხოლოდ რძისფერი სვიტერი, შარვალი და მუქი ფერის ქამარიღა დაგჭირდებათ.
2. Ვისაუბროთ ორეულებზე, რომლებიც მეტად სოლიდურია.
მოცემული კომპლექტი წარმოდგენილია თავისუფალი სტილითა და დაბალანსებული ფერით, მსგავს კომბინაციას წარმოგიდგენთ ჩვენი კოლექციიდანაც:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
თუკი მსგავსი ლუქის შექმნა გსურთ, თეთრი მაისური, ქამარი და ყავისფერი ჩანთა დაგჭირდებათ. ნურც მზის სათვალეს დაივიწყებთ, რომელიც, თავის მხრივ, ახალ შტრიხებს სძენს ლუქს.
განვიხილოთ ორეული ქვედაბოლოსა და პიჯაკის კომბინაციითაც:
მოცემული ორეული წარმოდგენილია პიჯაკის ორმაგი ღილის დახურვითა და სადა ქვედაბოლოს გაერთიანებით.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ამ შემთხვევაში, ლუქის შესაქმნელად მხოლოდ ნეიტრალური ფერებისაგან შექმნილი აქსესუარები დაგჭირდებათ.
3. ლედი დის განსაკუთრებულად უყვარდა პლისებიანი ქვედები, რომლებიც მისი სხეულის ფორმებს იდეალურად ერგებოდა.
ამ ლუქში წარმოდგენილია ფერები, რომლებიც გამორჩეულად ერწყმის ერთმანეთს. ნახეთ, როგორ უხდება სადა დიზაინის ქვედა ფერად პრინტსა და მისი ძირითადი ფერისგან შექმნილ აქსესუარს, ამ შემთხვევაში ჩანთას.
მიდი სიგრძის პლისებიანი ქვედაბოლო ჩვენი კოლექციიდან: 
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
4. ჩვენი შემდეგი სასაუბრო თემა, ე.წ. "კოლეჯის" ან გნებავთ "ბეისბოლის" ქურთუკი იქნება, რომელიც დიანას ფავორიტი იყო, როდესაც საქმე ქუჩის სტილს ეხებოდა.
BLACK-ი მსგავს ქურთუკს იმავე ფერების კომბინაციით გვთავაზობს და არა მხოლოდ.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
5. ბოლოს კი განვიხილავთ ოვერსაიზ სვიტერებსა და ჰუდებს, მოკლე ქვედებთან და ელასტიკებთან კომბინაციაში. ამ ორი პროდუქტის შეფერება, საზოგადოდ, სწორედ დიანას სახელს უკაშირდება.
ჩვენი კოლექცია მდიდარია ოვერსაიზ სვიტერებით, ჰუდებითა და ჟაკეტებით, ყველა მოდელი შეგიძლიათ შესაბამის კატალოგებში დაათვალიეროთ, აქ კი თავლსაჩინოდ ერთ-ერთს წარმოგიდგენთ:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
  • ხალხის პრინცესა და გულების დედოფალი

დიანას სტილი არ ყოფილა მხოლოდ მოდა და გემოვნება, ეს იყო სიკეთე და სიყვარული, რომელსაც პრინცესა ყველა გზის გამოყენებით გამოხატავდა. ტექსტილშიც კი მან იპოვა თანაგრძნობის გამოხატვის შესაძლებლობა.

  • მიუხედავად სამეფო პროტოკოლისა, დიანა ირგებდა მხიარულ, ფერად სამოსს, რათა ვიზუალური ენით გადაეცა საზოგადოებისათვის სითბო და მეგობროული დამოკიდებულება მათდამი.
  • ლედი უარს ამბობდა ხელთათმანებზე, რადგან შეძლებოდა შეხებოდა ადამიანთა შიშველ ხელებს.
  • ატარებდა დიდ და გრძელ სამკაულებს, რათა ბავშვებს ეთამაშათ მათით.
  • ბავშვთა საავადმყოფოებში ვიზიტისას, არცერთხელ მოურგია ქუდი, რადგან თვლიდა, რომ ის ხელს შეუშლიდა თავისუფლად ჩახუტებოდა მათ.
  • უსინათლოთა მონახულებისას ლედი ირგებდა ხავერდის სამოსს, რათა შეხებისას მასპინძლებს უკეთ შეეგრძნოთ და წარმოედგინათ მისი ვიზუალი.
  • სხვა ქვეყნებში ვიზიტისასა, პატვისცემის გამოსახატავად, პრინცესა  ითვალისწინებდა მათ ტრადიციულ სამოსს.
Back to blog