ონლაინ შოპინგისას ხშირია იმედგაცრუება, რადგან ნივთი რომელიც ფოტოზე ნახე და აღფრთოვანდი, თავად სულაც არ გერგება იდეალურად, ან შენს სხეულზე ნაკლებად მოგწონს.
ეს ფენომენი შეგვიძლია სხეულის ფორმებს "დავაბრალოთ". მაშ ასე, სულ 5 ძირითადი ტიპის სხეულის ფორმა არსებობს და თუკი შენ ზუსტად იცი, თავად რომელს ფლობ, მაშინ უფრო მარტივადაც მიხვდები, სამოსის მოსინჯვის გარეშე, რა შეიძლება მოგერგოს იდეალურად.
________________________________
1. მსხლის / სამკუთხედის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:
- შენი წელი უფრო ფართოა ან ტოლია ბიუსტისა
- თვლი, რომ სავსე თეძოები გაქვს
- თეძოებთან შედარებით, უფრო ვიწრო მხრები გაქვს
კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:
გამოიყენე კაბის ქვედა ნაწილის ტრაპეცია დაშვება, რათა თეძოები, მხრებთან მიმართებაში, დააბალანსო:
________________________________
2. ქვიშის საათის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:
- გაქვს კარგად გამოკვეთილი წელი
- შენი მკერდისა და თეძოს, ბარძაყის ზომები დაახლოებით თანაბარია
- მხრები პროპორციულია თეძოებთან მიმართებაში
კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:
გამოიყენე სწორი და სხეილზე მორგებული კაბები ფორმების წარმოსაჩენად და არა მარტო, მოცემული სხეულის ფორმას კაბების უმეტესი ნაწილი იდეალურად ერგება:
კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს
________________________________
3. ვაშლის ფორმის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:
- გაქვს უფრო ფართო მხრები, ვიდრე თეძოები
- ფლობ ფართო წელის ზოლს. (ის არ არის კარგად განსაზღვრული)
- გაქვს თეძოზე და მკერდზე ფართო წელის ზოლი
კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:
გამოიყენე კაბის ტრაპეცია დაშვება მკერდიდან ან პირდაპი მხრებიდან, რათა აქცენტი ფეხებზე გააკეთო, ხოლო წელის ზოლი დაბააბალანსო თეძოებთან მიმართებაში:

________________________________
4. მართკუთხედის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:
- თანაბარი გარშემოწერილობის მხრები და თეძოები გაქვს
- ფლობ წელის ზოლს, რომელიც კარგად არაა გამოკვეთლი
- წონა საკმაოდ თანაბრად ნაწილდება მთელს სხეულზე
კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:
თუკი მოცემულ მშვენიერ ფორმას ფლობ, ისღა დაგრჩენია, წელის ზოლის მეტად გამოკვეთას ეცადო და იდეალურ ვიზუალს მიიღებ.
გამოიყენე წელის ქამარი, კაბის ტრაპეცია დაშვება ან თეძოს დამატებითი დიზაინი წელის ზოლის დასაბალანსებლად:
კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს
________________________________
5. ამობრუნებული სამკუთხედის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:
- გაქვს ფართო მხრები ბიუსტთან და თეძოსთან მიმართებაში
- გაქვს თხელი თეძოები, რომლებიც ტოლია ან ნაკლებია წელის გარშემოწერილობისა
- ფლოფ სპორტული აღნაგობას
კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:
გამოიყენე თეძოების დასაბალანსებლად ტრაპეცია დგომა და ქვედა ნაწილის დამატებითი დიზაინი. შენი მშვენიერი ფეხების წარმოსაჩენად კი მოირგე მინი სიგრძე:
კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს






