ბლოგში ნახავ:
- ვარდისფერის ისტორია
- ვინ ჩაიცვა პირველად ვარდისფერი?
- პომპადური ვარდისფერი
- ვარდისფერის ასოციაცია
- ბარბი ვარდისფერი
- როგორ გახდა ვარდისფერი ახალი შავი?
- რატომ ვარდისფერი?
ვარდისფერის ისტორია
ვარდისფერს ატარებდნენ ძველ ინდოეთსა და იმპერიულ ჩინეთში, ასევე მას ვხვდებით მე-18 საუკუნის ევროპაშიც, თუმცა მხოლოდ მაღალ ეშელონებში, სადაც ის სოციალური სტატუსს გამოხატავდა, რადგან ტანსაცმლის შესაღებად გამოყენებული მასალები საკმაოდ ძვირი და ხელმიუწვდომელი სიამოვნება იყო.
ვინ ჩაიცვა პირველად ვარდისფერი?
ევროპაში პირველი ქალბატონი, რომელმაც ვარდისფერი მოირგო და შემდეგ სისტემატურად ეწეოდა მის პოპულარიზაციას, მადამ დე პომპადურია, ლუი XV-ის საყვარელი ქალი. ის ხშრად იცვამდა ვარდისფერს იმ მიზნით, რომ საკუთარი სიმდიდრე, სტატუსი და შესაძლებლობები დაემტკიცებინა.
სწორედ ამიტომ ვარდისფერის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ელფერს Rose Pompadour/ პომპადური ვარდისფერი ეწოდა.
პომპადური ვარდისფერი
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
________________________________________________________________
ვარდისფერის ასოციაცია
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ ბარბი თოჯინას, მაღალი მოდის სათამაშოს, არ ჰქონდა ვარდისფერი მარკეტინგი, თინეიჯერთათვის შექმნილ მოდელში, ეს ტონალობა მასიურად გამოიყენეს Mattel-ის შემქმნელებმა და ბარბი 70-იან წლებში, ვარდისფერი გახადეს. ამ ერთი ჩვეულებრივი შემთხვევის წყალობით შეიქმნა ასოციაცია, რომ ვარდისფერი ბარბისთან ასოცირდება და პირიქით.
თუმცა ვარდისფერის ყველა ელფერი როდია Barbie Pink. ამ ფერს ვიცნობთ, როგორც Magenta/მაჯენტა, ის მშვეინიერი ტონალობაა, რომელიც ტრადიციულ ვარდისფერსა და იისფერს შორის არის წარმოდგენილი.
ბარბი ვარდისფერი
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
________________________________________________________________
როგორ გახდა ვარდიფერი ახალი შავი?
ბოლო რამდენიმე სეზონია პოპულარულია ფრაზა: "ვარდისფერი ახალი შავია", რადგან მოცემული ტონალობა ასეთი მოთხოვნადი, ასე მასიურად არასდროს ყოფილა.
ვარდისფერის მოდაში დამკვიდრება სკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. თუკი ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელფერია მრავალფეროვან სპექტრს შორის, ეს საკმაოდ ბევრმა მოდურმა და ისტოლრიულმა მომენტმა გამოიწვია:
- 1950-იან წლებში აშშ-ის პირველმა ლედიმ, მეიმი ეიზენჰაუერმა ინაუგურაციისას ვარდისფერი კაბა მოირგო:
- (1953) მერლინ მონროს საკულტო ვარდიფერი კაბა ფილმიდან "Gentlemen Prefer Blondes":
- (1978) ვარდისფერი ქურთუკები ფილმიდან Grease:
- (1999) ოსკერების ცერემონიაა, გვინეტ პელტროუ "საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაში. კაბა: Ralph Lauren:
- (2015) რიანა გრემის დაჯილდოვებაზე Giambattista Vall-ის მოცულობითი კაბით:
- (2019) Met Gala; ლედი გაგამ ქალის ემანსიპაციის დაუოკებელი გრძნობა აჩვენა ვარდისფერი კაბით:
________________________________________________________________
რატომ ვარდისფერი?
- ვარდისფერი, განსაკუთრებით კი პასტელური, დამამშვიდებელი ტონალობაა. ის ასოცირდება სიკეთესთან, სიყვარულთან და ქალურობასთან.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
- ხელოვნებაში ის ახალგაზრდობასა და რომანტიკას განასახიერებდა. უახლოეს ისტორიაში თეთრეულის ბრენდი Victoria's Secret ქმნიდა ვარდისფერის პერსონალორ ხაზს.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
- ფილმებმა, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდეთ შეგვიქმნა ასოციაცია, რომ, კოლეჯის ყველა პოპულარულ და გავლენიან გოგონას აცვია ვარდისფერი.
- ვარდისფერი - შესაძლებლობა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. მოცემული ტონალობის ჯადოქრობის წყალობით თქვენ მისი მორგების თანავე გაკლდებათ რამდენიმე წელი.