Old Money Aesthetic

Old Money Aesthetic

გატარებული შაბათ-კვირა საფრანგეთის რივიერაზე ნაოსნობაში; ზაფხულის ღამეები და შამპანურის მირთმევა ბაჰამის კუნძულებზე; საშობაო არდადეგებისას, თხილამურებით სრიალი შვეიცარიის ალპებში; დიდი სასახლეები გარეუბანში, რა თქმა უნდა, ჯიშიანი ცხენებით სავსე თავლით.  გარდერობები დაკომპლექტებული თეთრეულით, პოლოს ნაქსოვი  მაისურებით, პულოვერებით, მოდური ჩანთებით, ფეხსაცმელებითა და მზის სათვალეებით. - ეს არის ძველებური სიმდიდრის გზა.

"Old Money" ჟარგონია და თუ კემბრიჯის ლექსიკონს დავუჯერებთ, გამოიყენება მდიდარი ადამინების დასახასიათებლად, რომლებიც თაობების მანძილზე იყვნენ და არიან მდიდრები.

ტერმინი Old Money და მასთან დაკავშირებული ცხოვრების წესი  ათწლეულების განმავლობაში მომხიბვლელი იყო. მდიდრების საიდუმლო ცხოვრება და გამოუთქმელი კოდები უამრავი ფილმისა და სატელევიზიო შოუს ფონად იქცა. ბევრი რომანის შთაგონებაც გახდა რადგან, არსებითად, ეს იყო ოქროს სტანდარტი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება კაპიტალიზმში. ახლა კი Old Money სტილი, როგორც იდეალი ახალგაზრდების თვალში, სოციალური მედიის წყალობით მოხვდა.

ბლოგის წერის მომენტში, #OldMoney-ს ტიპ-ტოკზე 4.2 მილიარდი ნახვა აქვს.

დღეს ვისაუბრებთ მოდელებზე, რომელიც BLACK FASHION - ის კოლექციაში ითვალისწინებს Old Money-ს ესთეტიკას და შემოგთავაზებთ სამოსს, რომლითაც შეძლებთ მსგავსი ვიზუალის გამეორებას.

_______________________________________________________________________

პლისებიანი ქვედაბოლო

 

 პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ზემოხსენებული ტერმინი და მისი ვიზუალური მხარე სამოსში. სწორედ ამ მომენტიდან არ წყდებოდა მოთხოვნა პლისებიან ქვედაბოლოებზე:

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

ნაქსოვი სვიტერი 

ნაქსოვები ძველი ესთეტიკის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ დღეს ბევრჯერ მოგვიწევს მასზე საუბარი. ყელიანი როლინგები და სვიტერები Old Money-ის განუყოფელი ნაწილია:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

ნაქსოვი ტოპი

 

ნაქსოვი ტოპი საყელოთი, შესანიშნავი პროდუქტია სოლიდური ლუქის შესაქმენლად:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

პულოვერი

ნაქსოვი პულოვერების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია განვიხილოთ "ძველი სიმდიდრის" ესთეტიკა:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

პერანგი

მოცემული სტილი წარმოუდგენელია პერანგების გარეშე, როგორც კლასიკური დიზაინით, ასევე ფართო და განსაკუთრებული დიზაინის მკლავებით:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ტვიდის ორეული

შეუძლებელია სიმდიდრეზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ტვიდის ქსოვილი და მისგან შექმნილი სოლიდური სამოსი:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

ოვერსაიზ პიჯაკი

თავისუფალი სტილის პიჯაკები ახლაც პოპულარობით სარგებლობს, გასაკვირი არცაა, ის საოცრად ესთეტიკურ ვიზუალს ქმნის:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

ოვერსაიზ ორეული

 

BLACK-ის კოლექციაში არც მოცემული ოვერსაიზ ორეულის მსგავსი პროდუქტის ნახვა გაგვჭირვებია:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
_______________________________________________________________________

პლისებიანი შარვალი

"Old Money" ესთეტიკისა და სტილის ამსახველ უმეტეს ფოტოსა და ვიდეოში პლისებიან შარვლებს შეხვდებით, რომელსაც ჩვენი კოლექციიდანაც გთავაზობთ:
_______________________________________________________________________

შარვალი ქამრით

კვლავ პლისეებიანი შარვალი, ოღონდ ამჯერად სწორი დგომითა და საკუთარი ქამრით, რომელიც წელის დაფიქსირებით განსაკუთრებულ სტილს ქმნის:
_______________________________________________________________________
 შემდეგი "New Money Aesthetic" ხომ არ იყოს? - რადგან BLACK-ის კოლექციაში უამრავი ნივთია, რომელიც შენთვის საყვარელი სტილის შქმნაში დაგეხმარება!

 

 


 

Back to blog