შთამაგონებელია თუ როგორ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ბარბის ვარდისფერი და თავად ბარბის სტილი.
რას უკავშირდება ბარბის სტილის ამ მასშტაბის პოპულარობა ბოლო პერიოდში? - ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ვალენტინომ მხოლოდ ვარდისფერის თბილი ტონებისაგან შექმნილი კოლექცია გამოაქვეყნა, სახელად "Barbiecore", ლეგენდარული თოჯინის პატივისცემის ნიშნად. ეს იყო შესანიშნავი კოლექცია, დატვირთული ბევრი ქალურობითა და ვარდისფერით.
მოცემული ელფერით აივსო წითელი ხალიჩები და ქუჩები, იდება ბარბის სტილთან დაკავშირებული აურაცხელი პოსტები სოციალურ ქსელებში. ეს მოდის ტენდენციაა, რომელიც შენიშნეს ისეთ სელებრითებზე, როგორიცაა ლიზო, ფლორენს პუგი და, რა თქმა უნდა, ბარბის როლის შემსრულებელი, მარგო რობი.
Barbiecore
Barbiecore ტენდენცია იზრდება და სულ უფრო პოპულარული ხდება მრავალი მომენტის წყალობით. დღე-დღეზე გრეტა გერვიგის ნანატრი ფილმი "Barbie" გამოვა კინოთეატრებში, რომელშიც საკულტო თოჯინის როლს მარგო რობი შეასრულებს. Lyst-ის 2022 წლის მიხედვით "Fashion-ის" მოხსენებაში Barbiecore იყო წლის მთავარი ტრენდი, რომელმაც პიკს მიაღწია 2022 წლის ივნისში, როდესაც გმოქვეყნდა სრულიად ვარდისფერში შემოსილი რობის, როგორც ბარბის სურათები.
მარგო რობის სახე გახდა ვირუსული და გასაოცარია, თუმცა ნამდვილად, გამოიწვია 416% ზრდა, ვარდისფრი ტანსაცმლის ძიებაში.
დარნელ ჯამალ ლისბი, მოდის ისტორიკოსი ამბობს, რომ Barbiecore გახდა 21-ე საუკუნის მოდის მთავარი ელემენტი, რომელიც ადრეული პერიოდიდან რამდნიმე წელიწადში ერთხელ მეორდება. "2000-იანი წლების დასაწყისში იგივე რომ არ გვენახა, მას უბრალოდ ტრენდს დავარქმევდით, მაგრამ ვარდისფერი ნამდვილად ბრუნავს ყოველ რამდნიმე წელიწადში, სხვადასხვა გზით." - ამბობს ლისბი. ახლა ვარდისფერის დაბრუნების გზა Barbie-სა და Barbiecore-ს უკავშირდება.