BLACK-ის რჩეული ფერი- სამეფო ლურჯი

BLACK-ის რჩეული ფერი - სამეფო ლურჯი

  • რატომ ლურჯი?

ის, რაც BLACK-ის ერთგულ მომხმარებლებსა და გულშემატკივრებს შეუმჩნეველი ვერ დაგრჩებოდათ, თითოეულ კოლექციაში ლურჯი ფერის დომინირებაა. თუკი ცივი და მკვეთრი ტონალობები არ გიზიდავთ, შესაძლოა გიკვირთ, თუ რატომ მეორდება ამ სიხშირით ეს ძირთადი ფერი, რომელიც დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება.

საზოგადოდ, მოდის სფეროში ლურჯი სიმდიდრესთან და სოლიდურობასთან ასოცირდება, ამ მოსაზრებას, რა სკივირველია, ძლიერი ისტორიული ფონი ამყარებს დღემდე. სინამდვილეში, იმ ლურჯის ტონალობა, რომელსაც BLACK-ის კოლექციის შემქმნელები გვთავაზობენ, მჭიდრო კავშირშია ზემოაღნიშნულ ასოციაციასთან, რადგანაც ყოველ ჯერზე, თქვენ წინაშეა, სამეფო ლურჯისაგან შექმნილი სამოსი.

Royal Blue წვეულებისთვის:

1.     2.     3. 

4.      5.     6. 

7.      8.     9. 

შემიშვნა: პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირეთ შესაბამის ციფრს.
  • როგორია სამეფო ლურჯი?

სამეფო ლურჯი არის ღრმა და ამავდროულად ნათელი ტონალობა. ერთ-ერთი მოსაზრების თნახმად, სამეფო ლურჯი და მუქი ლურჯი ურთიერთშემცვლელი ტერმინებია, რეალურად ის ტონალობა როელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბევრად უფრო გაჯერებული და თვალშისაცემია.

  • ისტორია

სამეფო ლურჯის წარმოშობა შესაძლოა დათარიღდეს მე-17 და მე-18 საუკუნეებით, როდესაც ჯორჯ III-მ (1760-1820) ჩაატრა კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა შექმნილიყო დიდებული ტონალობა, რომელიც შესაფერისი იქნებოდა სამეფო ტიტულოსანისთვის.

ქარხანამ სახელად Scutts Bridge in Rode, რომელშიც იმპერიული ტანსაცმლისათვის ქსოვილი მზადდებოდა, გამარჯვება მოიპოვა და მეფეს შესთავაზა უაღრესად მდიდარი ლურჯი, რომელიც ცხნობილი გახდა, როგორც "სამეფო". ტრიუმფალური ტონალობა შეირჩა დედოფალ შარლოტას სამოსისათვის.

ავტორის შენიშვნა: გასაკვრი არაა, რომ კონკურსში ლურჯმა გაიმარჯვა, რადგან აწ უკვე წოდებული, როგორც სამეფო ლურჯი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. თავად ტონალობა, რა თქმა უნდა, მისაღები იყო, რადგან ეს უკანასკნელი სანდოობასთან ასოცირდება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო სამეფო საგვარეულოსათვის. ამასთან, შერჩეული ფერი განსაკუთრებულად ნათელი აღმოჩნდა და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან სამეფო ოჯახში გვირგვინის მემკვიდრეები, ყოველთვის თვალშისაცემად უნდა გამიყურებდნენ ( უახლესი ისტორიიდან, გაიხსენეთ დედოფალ ელიზაბეტ II-ის სამოსი, რომელიც ყოველთვის, ყველაზე მკვეთრ და ნათელ ფერში იყო გადაწყვეტილი).

ფერი, რომელზეც ვსაუბრობთ, ბრიტანეთის ისტორიასთან მჭიდროდ ასოცირების შესაბამისად,  გაერთიანებული სამეფოს დროშაზეც გვხვდება, რომელიც ცნობილია, როგორც "Union Jack".

Royal Blue ქუჩის სტილისთვის:

1.     2.     3. 

4.     5.     6. 

7.     8.     9. 

შემიშვნა: პროდუქტის დაწვრილებით სანახავად დააჭირეთ შესაბამის ციფრს.

  • რატომ არის პოპულარული Royal Blue?

მოცემული ფერის პოპულარობისათვის მადლობა დედოფალ შარლოტას უნდა გადავუხადოთ. თურმე, მას იმდენად უყვარდა ლურჯის ეს ტონალობა, რომ მისი გარდერობის დიდი ნაწილი ამ ფერში ყოფილა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამო საზოგადოებაში სამეფო ლურჯის პოპულარობა და მიმზიდველობა გაიზარდა, როგორც არასდროს, რადგან ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო საყვარელი დედოფლის გატაცება, რომლის გამოც, დღეს ამ ფერს აქვს სამეფო ასოციაცია, შესაბამისად გამოხატავს სიმდიდრესა და სოლიდურობას.

  • რომელი ფერები უხდება Royal Blue-ს?

სამეფო ლურჯი არის თვალისმომჭრელი, მრავალმხრივი ფერი. მისი ნათელი შეფერილობის გამო, მას შეუძლია შექმნას ძალიან დიდი ინტენსივობა გარკვეულ ფერებთან შეხამებისას:

1. ნაცრისფერი - ასოცირდება ცუდ ამინდთან, შესაბამისად ცუდ განწყობასთან, ერთი ვერსიის მიხედვით სიბრძნესთან, რადგანაც მოხუცი ადამიანის თმა სწორედ ამ ტონალობაში იფერება. ის არ შეიცავს ვნებას და ემოციურობას. როგორ შეგვიძლია გავაცოცხლოთ "მკვდარი" ელფერი? - რა თქმა უნდა, ნათელი ლურჯი საუკეთესო გამოსავალია:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

2. ნარინჯისფერი - ორი ერთმანეთის საპირისპირო ტონალობებია ფორთოხლისფერი და ლურჯი, ერთი სიცხესთან ასოცირდება, მეორე სიცივესთან, ალბათ ამიტომაც უხდება ისინი ასე ძალიან - ერთმანეთს ავსებენ:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

3. თეთრი ან სპილოს ძვლისფერი - იცოდით, რომ ლურჯისა და თეთრის შეფერება ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ კომბინაციას ქმნის. თუ გსურთ სოლიდურად გამოიყურებოდეთ, ეს ორი ტონალობა ერთად უნდა მოირგოთ:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

4. ვარდისფერი - ესეც კონტრასტული კომბინაცია, რომელიც ფერადი ლუქების მოყვარულებს განსაკუთრებულად მოგეწონებათ. თანაც, იმდენად იდეალურად ერწყმის ვარდისფერს ლურჯი, რომ თვალისთვის სასიამოვნო ვიზუალი იქმნება:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

5. ცისფერი - ნახეთ, როგორ უხდება ორი ცივი ტონალობა ერთმანეთს:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

 

 

ბლოგზე დაბრუნება