2024 წლის მოდის ლანდშაფტი უნდა იყოს თამამი და გაბედული ტენდენციების მიმზიდველი ნაზავი, რომელიც გადალახავს თვითგამოხატვის საზღვარს. ის ეხება ინდივიდუალურობას, სენსუალობას და ინოვაციურობას.
2024 წლეს დომინირებს მეტალის ფერები, მოციმციმე ვერცხლიდან დაწყებული, მბზინავი ოქროთი დამთავრებული. მეტალიკები სამოსს გლამურულ ელფერს და ფუტურისტულ მიმზიდველობას ჰმატებს. ეს ტენდენცია შესანიშნავია მათთვის, ვინც ცდილობს თამამი და თვალწარმტაცი მოდური განცხადების გაკეთებას
ასევე, ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენციაა კორსეტის აღორძინება. სამოსი, რომელიც აერთიანებს სექსუალურ და ძლიერ სტრუქტურას. დიზაინერები წარმოადგენენ მას, როგორც მრავალმხრივ სამოსს და აერთიანებენ კაბებში, ტოპებში და გარე ( მოსაცმელ) ტანსაცმელშიც კი. კორსეტი მეტალის ტონებით კი, უკვე ორმაგი ტენდენციაა:
2023 წლამდე მეტალიკებს მხოლოდ სადღესასწაულო კოლექციებში ვნახულობდით, მაგრამ ახლა ის ქუჩის მოდაშიც დამკვიდრდა, როგორც ცხელი ტენდენცია. სწორედ ასე შეიქმნა მეტალის ტონებს + ჯინსი:
მეტალიკების მოდაში დამკვიდრებას ხელი შეუწყო ბიონსესა და ტეილორ სვიფტის მსოფლიო ტურნეს განმავლობაში შრჩეულმა მბზინვარე ლუქებმა.
იცი როდის შეიქმნა პირველად მეტალიკი სამოსი?
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეტალიკი სამოსი 1930-იან წლებში პირველად იხილა სამყარომ. სწორედ ამ დროს იქმნება მეტალის ძაფები და ქსოვილები.
მეტალიკის აღმავლობა მოდაში
მეტალიკი განსაკუთრებით პოპულარული ხდება 1970-იან წლებში, როდესაც ღამის ცხოვრებას დისკო განაგებს, რადგან ისდაც ყველაზე მბზინვარე ქსოვილი, კიდევ უფრო თვალისმომჭრელი ხდებოდა საცეკვაო განათების ქვეშ. მეტალის ქსოვილებიც დისკოსთან ერთად გარდაიცვალა 1979 წელს.
ძლიერი დაბრუნება მოდაში
და აი, დადგა ის დროც, როცა მეტალიკები მკვდრეთით აღდგნენ 1979 წლის შემდეგ და მთელი თავისი ძალით ბრუნდებიან მოდაში, არა მხოლოდ სასცენო და სადღესასწაულო სამოსის სახით, არამედ ქეჟუალ და ყოველდღიური ლუქების ვიზუალით.