2024 წლის საბანკეტო კაბების ტენდენციები

2024 წლის საბანკეტო კაბების ტენდენციები

2024 წლის ბანკეტები ახლოვდება, დროა დაიწყო შენი სასკოლო მოგზაურობის ყველაზე ეპიკური საღამოს დაგეგმვა. გაინტერესებს რომელი ტენდენციებია ახლა მოთხოვნდი 2024 წლის გამოსაშვებისთვის? 

ჩვენ წარმოგიდგენთ უახლეს და უდიდეს ტრენდებს, რომლებიც საღამოს ვარსკვლავად გაქცევს!

ყელზე მოხვეული კაბის ქსოვილი

კაბები საკუთარი შარფითა და ჩოკერებით სიახლე სულაც არაა, რადგან 1990-2000-იან წლებში მათ ხშირად ვხვდებოდით წითელ ხალიჩებსა და მოდურ ჩვენებებზე. ჰაეროვანი ქსოვილი, რომელიც კაბასა და ყელს ნაზად მოჰყვებოდა, ფემინურ ენერგიას ასხივებდა და დიდ მოწონებას იმსახურებდა. სწორედ ამიტომ, 20 წლის შემდეგ, ამ სილამაზეს ახალი ენერგიით შეეგება მოდის სამყარო:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
 
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

დაკიდული დეკოლტე

 ეს ყველაზე საინტერესო და მშვენიერი დეტალია წარსულიდან, რომელიც 2024 წლის ტენდენციებმა გააღვიძა.1920-იან წლებში ანტიკური სამოსით შთაგონებულმა მადლენ ვიონემ შექმნა დაკიდული დეკოლტე. ამ ჭრის ტექნიკამ განსაკუთრებულ პოპულარობას 1930-იან წლებში მიაღწია.

1930-იანი წლების შემდეგ კი, მოცემული მშვენიერი დეკოლტის ჭრა ლეგენდარულმა ჯონ გალიანომ გააცოცხლა 1990-იანებში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეს უკანასკნელი არც ისე შორეული წარსულის გადმონაშთია, თუმცა უკვე რეტრო და თანაც, ძალიან ნოსტალგიური და სასურველი.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

ნათელი წითელი

2024 წლისთვის მკვეთრი და ნათელი ტონები არის თამამი განაცხადი, შეგიძლია გამოიყენო ფერები, რათა გამოხატო შენი უნიკალური პიროვნება. რაც შეეხება კონკრეტულად ნათელ წითელს, ეს ტონალობა განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მოექცა Beyonce-სა და T. Swift-ის მუსიკალური ტურნეების შემდეგ, როდესაც პლანეტის ორმა ყველაზე პოპულარულმა ქალმა შემსრულებელმა ბევრჯერ შეაჩერეა არჩევანი მოცემულ ელფერზე (სამოსი, ტუჩის ფერი).

თუმცა ამ ყველაფრის გარეშეც, წითელი ყოველთვის არის მარადიული ელეგანტურობის გასაღები. 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

ბრჭყვიალები და გლიტერები

არა მხოლოდ სახეზეა, მაკიაჟის დროს, ეფექტური ჰაილაითერი. wow ფაქტორისთვის ბევრი გლიტერები გჭირდება, რომელსაც კამერა ყველაზე უკეთ აღიქვამს. 2024 წელს ბრჭყვიალები ტრენდების სათავეშია, სწორედ ამიტომ, ბანკეტებზე ამ ტენდენციისგან შექმნილ კაბებს მრავლად ვიხილავთ. შენ კი, თუკი მზის სხივების მოპარვა და კაშკაში გსურს, უკვე იცი რაც უნდა მოიმოქმედო.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

 გამჭვირვალე ბადე დეტალები

 ისევე, როგორც 2023 წლის გამოსაშვებების სეზონზე, წელსაც განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს ბადე ჩანართები კაბებზე და გამჭვირვალე ხელთათმანები, რომლებიც სტანდარტულ სადა კაბებს, იდუმალებასა და ახალ სიცოცხლეს ანიჭებს:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

ყვავილები

ყვავილების ნიმუშები ათწლეულების განმავლობაში იყო მოდაში, დიზაინერები მათ იყენებდნენ თავიანთ ნამუშევრებში ქალურობისა და ელეგანტურობის შესატანად. ბოლო რამდენიმე სეზონზე ბრენდებმა არა მხოლოდ პრინტები, არამედ თავად დეკორატიული ყვავილების გამოყენება დაიწყეს სმოსის განსაკუთრებული ვიზუალის შესაქმნელად.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
ბლოგზე დაბრუნება