უკვე დიდი ხანია ჯინსის შარვალი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია... და რადგან ის ამხელა ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, დღევანდელ ბლოგში საკულტო ჯინსის შარვლების ისტორიულ მომენტებსა და პერიოდებზე ვისაუბრებთ.
მიუხედავად ხელმისაწვდომი, ინოვაციური მასალების სპექტრისა, ჯინსი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ, გამძლე და მოთხოვნად ქსოვილად ბაზარზე. მას არ აქვს ასაკი, სქესი და კლასი - ადამიანების უმეტესობას გარდერობში უფრო მეტი წყვილი ჯინსის შარვალი აქვს, ვიდრე კვირაში დღეებია. მათი მიმზიდველობა ყოველთვის იქნება მარადიული, თანაც დიზაინი და ქსოვილის ტექნოლოგია მუდმივად განვითარებადია. მაშ ასე, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ განსხვავებული სამყარო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ მომავალს ჯინსის გარეშე.
Serge de nimes
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსები ჯერ კიდევ კამათობენ ჯინსის დაბადების ადგილის შესახებ, ფართოდ გარცელებული შეხედულებაა, რომ მისი წარმომავლობა საფრანგეთის ქალაქ ნიმსს უკავშირდება. სწორედ მკვიდრმა მქსოველებმა შექმნეს უნიკალური და გამძლე ფაქტურა, რომელიც აქამდე არსებულს არაფერს ჰგავდა.
ეს ქსოვილი დამზადებულ იქნა ძაფბის ქსოვითა და მათი გადაჯვარედინებული მდგომარეობით. მქსოველები იყენებდნენ ინდიგოს საღებავებს ლურჯი ფერისთვის, თუმცა ძაფების გარკვეულ რაოდენობას არ ღებავდნენ და ბუნებრივ თეთრ ფერს უნარჩუნებდნენ. სწორედ ასე შეიქმნა უნიკალური ჯინსის ფერი. მათ ამ ქსოვლს "Serge de nimes" უწოდეს.
ინდიგოს შესახებ
ინდიგოს უნდა ვუმადლოდეთ ჯინსის ულამაზეს ფერს, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი უძველესი საღებავია, რომელიც ტექსტილის შესაღებად გამოიყენება და პასუხისმგებელია ცისფერ ელფერზე.
დამზადებულია ორგანული საღებავისგან, გამორჩეული ლურჯი ჩრდილით; ინდიგო თავდაპირველად წარმოებული და ექსპორტირებული იყო ინდოეთიდან. 1865 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ადოლფ ფონ ბაიერმა მუშაობა დაიწყო ბუნებრივი ინდიგოს სინთეზზე. საბოლოო შედეგი მან 1883 წელს მიიღო და გზა გაუხსნა სინთეზურ საღებავს, ინდუსტრიული მასობრივი წარმოებისკენ.
ჯინსის ტრადიციული ცისფერი/ლურჯი შეფერილობის გარდა, მუქმა ელფერმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა.
Strauss & Co
გერმანლი ემიგრანტი ლევი სტრაუსი გადავიდა სან-ფრანცისკოში 1853 წლის კალიფორნიის "ოქროს ციებ-ცხელების" დროს, რათა განევითარებინა თავისი ოჯახის ბიზნესი. ლევი ბევრ პროდუქტს ყიდდა, ერთ-ერთი მათგანი იყო მტკიცე იმპორტირებული ბამბის ქსოვილი, ჯინსი.
მისი მომხმარებელი გახლდათ მკერავი, ჯეიკობ დევისი, წარმოშობით რენოდან. მან იყიდა ლევის ჯინსის ქსოვილი თავისი ბიზნესისათვის, რადგან ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ მას დაავალა შეექმნა შარვალი, რომლიც მძიმე სამუშაოს გაუძლებდა დიდი ხნის განმავლობაში.
ლევისთვის ქსოვილი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ჯეიკობს თანამშრომლობა შესთავაზა. მათი კოლაბორაციით 1873 წლის 20 მაისს პარტნიორებმა მიიღეს უნიკალური ჯინსის შარვალი.
მხოლოდ მე-19 საუკუნის შემდეგ ჯინსის ბაზარზე კონკურენტები გამოჩდნენ; კერძოდ Wrangler (1905) და Lee (1911).
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯინსი მიღებულ იქნა, როგორც სამუშაო ტანსაცმლის სასურველი ქსოვილი დასავლელი კოვბოებისთვის, მაღაროელებისთვისა და ფერმერებისთვის. ჯინსის გამძლეობამ სხვა ქსოვილებს პოპულარობა დაუკარგა.
სწორედ ამ ისტორიული ფონის გამო, დღეს ჩვენთვის კოვბოის სტილით შთაგონებული აქსესუარები, ესთეტიკურად გამოიყურება ჯინსის სამოსთან კომბინაციაში.
1940-იანი წლები - ჯინსი ომის დროს
ამერიკული დასავლეთის კლასიკური სიმბოლო ახლა ჩვენი გარდერობების მთავრი ელემენტია. თანომედროვე ჯინსების გაყიდვა დაიწყო 1920-იან წლებში, თუმცა მოთხოვნა მოცემულ შარვლებზე მხოლოდ შტატების მშრომელ ხალხს ჰქონდა.
რადგანაც მოცემულ პერიოდში ჯინსს მხოლოდ ფიზიკური დატვირთით მომუშავე პირები ატარებდნენ, მეტი კომფორტისათვის, სასურველი იყო მას დიდი ჯიბეები ჰქონოდა.
მსაგვსი ჯიბეების რეინკარნაციას BLACK-ის კოლექციაში შეხვდებით:
მეორე მსოფლიო ომის დროს კი, როდესაც ცისფერი ჯინსი გამოცხადდა "საჭირო" პროდუქტად, იყიდებოდა მხოლოდ სამხედრო საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვს.
ჯინსის წარმოება ომის შემდეგ მკვეთრად შემცირდა, საჭირო ნედლეულის დეფიციტის გამო. ასევე, შეიცვალა ხალხის წარმოსახვა და ცნობიერება ამ ქსოვილის მიმართ - ის აღარ ასოცირდებოდა სამუშაო ფორმასთან, არამედ მოსასვენებელ და კომფორტულ ტანსაცმელთან.
1950-1960 წწ. - ჯინსის აღზევება და ჰიპების რევოლუცია
კინოს ხატმა, მერლინ მონრომ სულ სხვანიარად წარმოაჩინა ჯინსი, როგორც ძლიერი და ზომიერად სექსუალური. ასე გახდა ერთ დროს სამუშაო ფორმა სექსუალურობასთან ასოცირებული:
ჯეიმს დინმა და მარლონ ბრანდომ კი ხელახლა განსაზღვრეს ჯინსის როლი. მათ ეს უკანასკნელი მოირგეს ისეთ საკულტო ფილმებში, როგორებიცაა: "The Wild One" და "Rebel without a Cause". ბუნებრივია, ყველას სურდა ამ კერპების მიბაძვა. კულტურულად, ჯინსი ახალგაზრდების აჯანყების სიმბოლოდ იქცა.
1950-იანი წლების ბოლოდან, ჯინსი უკვე ასოცირდებოდა მეამბოხეობასთან, ინდივიდუალურობასთანა და თვითგამოხატვასთან. ჯინსი გახდა ფორმა, ყველანაირ სოციალურ აქტივობაზე, როგორიცაა: მიტინგი, აქცია და დისკოთეკა.
ქალებმა კი ჯინსის თამამი სტილით, დაიწყეს საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც ძლიერი და ამავდროულად, სექსუალური, რადგანაც მოცემულ პერიოდში ჯინსის წელისა და თეძოს ზოლი განსაკუთრებულად მომდგარი იყო და შესაბამისად კარგად უსვამდა ხაზს მათ ფორმებს.
მსგავსი დგომით წარმოდგენილ შარვლებს BLACK-ის კოლექციაშიც აღმოაჩენთ:
1970-იანი წლები - Jean Americana
70-იანებში ჯინსების ტენდენცია უკვე ევროპასაც მოედო. მოცემული შარვლები ახალგაზრდებისათვის ყველაზე აქტუალური გახდა ცხოვრების ყველა სფეროშ. მოთხოვნა გაიზარდა შარვლის გაშლილ და ზარის ტიპის ტოტებზე:
ასევე, პოპულარული გახდა მორთული და გაფორმებული ჯინსები, ვისაც სურდა მოქარგულ შარვალს იცვამდა, ზოგი შეღებილს, ზოგიც მძივებით გაწყობილს. ჯინსი ინდივიდუალობისაკენ მიმავალი მარშრუტი გახდა:
1980-იანი წლები - ჯინსი ყველგან
80-იან წლებში ჯინსმა მოახერხა შეპარულიყო სხვა სუბკულტურებში, როგორებიცაა პანკი, გრანჟი, და როკი. სწორედ ამ დროს ჩნდება ეს უკანასკნელი დახეული და გახეხილი დეტალებით:
1980-იანები გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა ჯინსისთვის, რადგან მოცემული ქსოვილის გამოყენებმა დაიწყეს ისეთი მაღალი მოდის ბრენდებმა, როგორიცაა Calvin Klein და Armani.
ადრიანო გოლდშმიდმა, პრემიუმ კლასის ჯინსების მამამ, ხელი შეუწყო 80-იანებში ამ ქსოვილის ახალი მორგების პოპულარიზაციას - "გამხდარი მორგება".
1990 - ჰიპ-ჰოპის ჯინსი
90-იანებმა ჯინსის კულტურისა და სტილის სხვა ეპოქა წამოიწყო და ტრენდული გახადა ფართო ჯინსები. პოპ ჯგუფები, როგორიცაა TLC, Spice Girls და Destiny's Child, დაეხმარნენ მოცმულ სტილს კიდევ უფრო პოპულარული გამხდარიყო: