მას შემდეგ, რაც ყველამ გავიაზრეთ, თუ როგორ და რამდენად ცუდად აისახება ჩვენი ქმედებები პლანეტაზე, ვეგანურმა ტყავმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.
როგორც შეგნებულმა მომხმარებელმა, იცით, რომ თქვენმა არჩევანმა შეიძლება მოგიტანოთ კარგი კარმა და დადებითად იმოქმედოთ პლანეტაზე მომავალ წლებში. ალბათ, გსმენიათ ცხოველური ტყავის წარმოება რამდენად ზემოქმედებს გარემოზე და გსურთ იპოვოთ მდგრადი ალტერნატივა.
თქვენ გაქვთ უამრავი კითხვა ალტერნატივაზე - ვეგანურ ტყავზე.
კონკრეტულად: რა არის ვეგანური ტყავი? მართლა უფრო მდგრადია ვიდრე ცხოველის ტყავი? როგორია მისი გამძლეობა? როგორ უნდა მოვუაროთ მას?
მაშ, რა არის ვეგანური ტყავი?
ტერმინი ვეგანური ტყავი მოდის სამყაროში 2010 წელს გაჩნდა, როდესაც ცნობილმა დიზაინერმა, სტელა მაკარტნიმ დაიწყო მაღალი ხარისხის ტანსაცმლისა და აქსესუარების შექმნა ცხოველის ტყავის გარეშე. იმის გამო, რომ მოდის გავლენიანმა პირებმა მიიღეს ეთიკური, ვეგანური ცხოვრების წესი, ხელოვნური ტყავი ბუნებრივად ცნობილი გახდა, სახელწოდებით - "ვეგანური".
ზოგადად მიღებულია, რომ ვეგანური ტყავი შეგვიძლია ვუწოდოთ ნებისმიერ მასალას , რომელიც შექმნილია ცხოველის ტყავის ვიზუალითა და ხარისხით, ცხოველური პროდუქტების გამოყენების გარეშე.
როგორ მზადდება ვეგანური ტყავი?
ვეგანური ტყავის დამზადების ყველაზე გავრცელებული პროცესი ძირითადად ასე გამოიყურება:
1. ირჩევა საბაზისო მასალა - ეს ჩვეულებრივ ბამბის ან პოლიესტერის ქსოვილია.
2. პლასტმასი გამოიყენება, როგორც საბაზისო მასალის შემკვრელი - როგორც წესი, ეს პოლივინილის ქლორდია (PVC) ან პოლიურეთანი (PU).
3. PVC-სა ან/და PU-ს გადნობის შედეგად, ვიღებთ ქსოვილისა და პლასტმასის ნაერთს, რომელსაც ვუწოდებთ ვეგანურ ტყავს.
4. იჭრება ქსოვილი, რომელიც გამოიყენება სამომხმარებლო პროდუქტის დასამზადებლად.
ვეგანური ტყავი თავდაპირველად ერთი მიზეზის გამო შეიქმნა - მწარმოებლებისთვისა და მომხმარებლებისთვის პლასტმასის გამოყენება უფრო იაფი ჯდებოდა.
თუმცა, დღეს უკვე მომხმარებელთა ინტრესებში მხოლოდ ხელმისაწვდომი ფასი არ შედის, არამედ სურთ შეამცირეონ გარემოზე ზემოქმედება და თავიდან აიცილონ ცხოველების ექსპლუატაცია.
არის ვეგანური ტყავი მდგრადი?
ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, რა არის ვეგანური ტყავი და როგორ მზადდება, მოდი გავარკვიოთ, არის თუ არა ის ნამდვილად ეკოლოგიურად სუფთა.
ცხოველური ტყავი ბიოდეგრადირებადია თუმცა, პირუტყვის მოშენებისა და ტყავის წარმოების გარემოსდაცვითი ხარჯები ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ვეგანური ტყავის წარმოება.
2017 წლის მოდის ინდუსტრიის მოხსენებამ პირდაპირ შეადარა ცხოველის ტყავის გარემოზე ზემოქმედება სხვადასხვა პოპულარულ ქსოვილებს.
შედეგები ნათელია: ცხოველის ტყავი გარემოსთვის უარესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მასალა, მათ შორის ვეგანური ტყავი.
არის თუ არა ვეგანური ტყავი გამძლე?
იმის გამო, რომ ვეგანური ტყავი მზადდება საბაზისო მასალის ფენების შეკუმშვითა და შემდეგ წყალგამძლე ფენით იფარება, ეს პროდუქტი საკმაოდ გამძლეა, მით უმეტეს, თუ მას კარგად უვლით.
რამდენიმე რჩევა ხელოვნური ტყავის მოსავლელად:
1. მოერიდეთ ვეგანური ტყავის გაშრობას ზედმეტ სიცხესა და მცხუნვარე მზეში, რადგან ზოგიერთი ტიპი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების გამო, შესაძლოა, დაიბზაროს.
2. მის დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ქსოვილი, რომლის დახმარებთაც შეძლებთ ქსოვილს, ძალიან მცირე რაოდენობით, შეაზილოთ ბავშვის ზეთი ან კომერციული ტყავის კონდიციონერი. გააკეთეთ ეს ყოველ 6 თვეში ერთხელ. უფრო ხშირად კი იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ხელოვნური ტყავი ზედმეტად გამომშრალია.
გაფრთხილება: ჯერ სცადეთ პატარა, შეუმჩნეველ ადგილას, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სამოსის ტყავის ტიპზე მოცემული რჩევა კარგად იმუშავებს და ფერს არ შეუცვლის.
3. ფრთხილად იყავით გარეცხვისას, რადგან ზოგიერთი საღებავი გადადის სხვა მასალაზე. მაგალითად, მუქ ჯინსს შეუძლია გააუფერულოს ღია ფერის ვეგანური ტყავის სამოსი.
4.ვეგანური ტყავის გასაწმენდად გამოიყენეთ საპნის წვეთთან გაზავებული ნელთბილი წყალი. შემდეგ, ნაზად შეაზილეთ დასვრილ ადგილს რბილი თეთრი ქსოვილით. ბოლოს კი საპნისა და წყლის ნარევი მოწმინდეეთ ნესტიანი ქსოვილით.
გაფრთხილება: არასოდეს გაწმინდოთ ხელოვნური ტყავი შეფერილი ქსოვილით, ის აუცილებლად უნდა იყოს თეთრი, რადგან არ გადავიდეს თქვენს სამოსზე სხვა ფერი. ასევე, ტყავის ფაქტურა საკმაოდ მგრძნობიარეა, თუკი მის გაწმენდას გადაწყვეტთ, ეცადეთ რბილი ქსოვილი შეარჩიოთ მის გასასუფთავებლად.
5. არ გამოიყენოთ ფეხსაცმლის გასაპრიალებელი ტყავის ტანსაცმელზე, თუნდაც ის განკუთვნილი იყოს ტყავის ფეხსაცმლისთვის.
6. დამტვერილი ტყავი სასურველია გაწმინდოთ ფუნჯით ან ნესტიანი, რბილი ქსოვილით.
7. შეინახეთ დაბალ განათებაზე. ოპტიმალურია 50% ტენიანობა.
8. არ დაუშვათ, რომ ტყავის ქსოვილს მეტალი ეხებოდეს დიდი ხნით.
9. თუკი შეფუთვას დააპირებთ, გამოიყენეთ ქაღალდი და არა პლასტმასის მასალისგან დამზადებული სათავოსო.
10. მოერიდეთ ტყავის სამოსის დაკეცვას, ყოველთვის ეცადეთ საკიდზე განათავსოთ და არა გარდერობის თაროზე.
რა არის ვეგანური ტყავის მომავალი?
ამ დროსთვის, ნათელია, რომ ვეგანური ტყავის მომავალი სრულიად მდგრადი და მეგობრულია დედამიწისთვის. ის ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც შექმნილია დიდი პერიოდის განმავლაბოში მოხმარებისთვის. მოცემული ფაქტი კი, კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ხელოვნური ტყავის წარმოება წლებთან ერთად, სულ უფრო და უფრო იხვეწევა.
თუ გსურთ იხილოთ ჩვენი ვეგანური ტყავის კოლექცია, რომელთა დიდი ნაწილი შექმნილია პოლივინილის ქლორიდისა და საბაზისო ქსოვილისაგან. მაშინ ეწვიეთ ჩვენს ტყავის კატალოგს. ტყავის კატალოგი.