ყვავილების ძალა

ყვავილების ძალა

 

გაზაფხული/ზაფხულისათვის გასაკვირი არაა, რომ ჩვენ ვხედავთ 60-იანი და 70-იანი წლებისგან შთაგონებულ ყვავილის პრინტებს სამოსზე. ეს რეტრო-ინსპირაციული პრინტია, რომელიც ახალისებს და ამრავალფეროვნებს სამოსს და ჩვენ დღეს შორს გავემგზავრებით, ღრმა წარსულში, საიდანაც ყველაზე ლამაზი პრინტის მოდაში დამკვიდრება დაიწყო.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ამ სამყაროში ცოტა ქალია, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ყვავილების ხიბლს, რადგან ის ყოველთვის იყო სილამაზის სიმბოლო. შენ მარტო არ ხარ, თუკი ყვავილების ყურებისას ბედნიერდები. ეს მშვენიერება დიდი რაოდენობით ენდორფინის გამოყოფას განაპირობებს. 

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

გამოგვყევი, დროში ვიმოგზაუროთ...

თავდაპირველად

ითვლება, რომ ყვავილების პრინტები წარმოიშვა აღმოსავლეთში. პირველმა მოვაჭრეებმა აზიიდან ჩამოიტანეს ულამაზესი აბრეშუმის ქსოვილები, რომლებიც ეგზოტიკური ყვავილებით იყო გაწყობილი. ეს მორთულ-მოკაზმული აბრეშუმი ძალიან ძვირად ფასობდა, შესაბამისად მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მათი შეძენა. თუმცა მალევე დასავლეთშიც დაიწყეს პრინტების დაკოპირება და ბევრად იაფი ვერსიების შექმნა. აბრეშუმზე ერთ-ერთი ყველაზე პირველი და პოპულარული პრინტი იყო პიონებისა, რომელიც ჩინეთის უნიკალური ყვავილია. აქ მას ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევენ და სჯერათ მისი მაგიური თვისებების.

მე-16 საუკუნე

მე-16 საუკუნეში განსაკუთრებულად პოპულარული ხდება მაქმანები ყვავილის ფორმით, რომლებიც ქსოვილის კიდეების დახვეწის მიზნით შეიქმნა. ხალხს სურდა სამოსში სიახლე და მათ მიიღეს ვენეციური მაქმანები, რომელბიც შეუყვარდათ არა ,ხოლოდ ქალბატონებს, არამედ ბატონებსაც: "ვენეცია ეგოისტურად იცავდა მეთოდის საიდუმლოებას, მხოლოდ მრავალი წლის მერე გაიგო დანარჩენმა სამყარომ, როგორ შეექმნა დახვეწილი ყვავილებისგან მაქმანები. ამგვარად, იტალიამ შეძლო დაედო ხარკი მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის. მისი სალარო სულ უფრო მდიდრდებოდა აღმოსავლეთ, ცენტალურ და ჩრდილოეთ ევროპაში მაქმანების გაყიდვის შედეგად."

 Real Point de Venice 

მაქმანური ჩანართი BLACK-ის კოლექციიდან:

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

მე-17 საუკუნე

მე-17 საუკუკნის სპარსეთში გამოჩნდა ტიტისა და ბროწეულის კომბინაციით შექმნილი პრინტები, რომლებიც იტალიაში ოსმალეთის იმპერიიის ვაჭრებმა ჩამოიტანეს.

Ottoman Textiles from The V&A Islamic Collection

მე-18 საუკუნე

ევროპული ყვავილები, როგორიცაა გვირილა, მიხაკი, ვარდი,  გამოიყენებოდა მოდური აბრეშუმის შესაქმნელად მე-18 საუკუნეში. 1780-იან წლებში ცენტრალურ ევროპაში მოდაში შემოდის პატარა ყლორტებისა და წვრილი ყვავილებისაგან შექმნილი ქსოვილები.

18th century French silk brocade

ატლასისა და ყვავლების გაერთიენაბა BLACK-ის კოლექციიდან:

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

მე-19 საუკუნე

ვიქტორიანული პერიოდის დასრულების შემდეგ, ფავორიტი ყვავილი, რომლეიც ყველგან გამოჩნდა, მათ შორის მოდაშიც, იყო მზესუმზირა.

Sunflower - William Morris (1879)

დღეს

მთელი მე-20 საუკუნე ყვავილებს აქტუალობა არ დაუკარგავს, განსაკუთრებულად პოპულარული კი 60-იან და 70-იან წლებში იყო. შეუძლებლად ჟღერს, თუმცა ყვავილებმა შეძლო, გადაელახა ამდენი ათასწლეული და დღესაც მოდური ყოფილიყო.

Versace Fall 2023 Ready-to-Wear Fashion Show

სამი სხვადასხვა ზომის ყვავილების პრინტი BLACK-ის კოლექციიდან:

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

 

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ბლოგზე დაბრუნება