ქუჩის სტილი ზამთრისთვის

ქუჩის სტილი ზამთრისთვის

ნამდვილი თავსატეხია ზამთრის სუსხიან დღეებში თქვენი ქუჩის სტილი მოხდენილი და მოდური იყოს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თვალი გვედევნებინა 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულებისათვის და  მოგვეწოდებინა რამდენიმე იდეა და საუკეთესო ქუჩის სტილი ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის გამარჯვებული ლუქებიდან. 

თუკი ფიქრობთ, რომ ზამთარში, სიცივის გამო, გემოვნებიანად ვერ იმოსებით, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა, რომელშიც იხილავთ ტრენდულ და ყველასთვის სასურველ პროდუქციას. ჩვენ დაგეხმარებით შეინარჩუნოთ სხეულის ტემპერატურა და ამავდროულოდ, სარკეში ჩახედვისას მოგწონდეს თქვენი სტილი.

დღევანდელ ბლოგში ჩვენ შემოგთავაზებთ ზამთრის ქურთუკებს, ლაბადებსა და პალტოებს, რომლებმაც საუკეთესო ლუქი შექმნეს მოდის კვირეულებზე.

  • სპილოსძვლისფერი ლაბადა

თვალსაჩინოა, მოდის ოთხივე ქალაქში ვიხილეთ ლაბადები, რომლებიც უმეტესად ბეჟი ფერით გახლდათ წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტონალობისგან შექმნილი მოსასხამი განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს შემდეგი რამოდენიმე თვის განმავლობაში.

                              

                               

წლის ყველაზე აქტუალური მოსასხამი BLACK-ის კოლექციაშიც შეგხვდებათ, რომელიც წარმოდგენილია, როგორც დამახასიათებელი გრძელი მკლავით, ასევე მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაზე მოთხოვნადი ბეჟი ფერით და არა მარტო.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
  • ტყავის ქურთუკი

მოდის კვირეულობის ქუჩის სტილზე ასევე გამოჩნდა ტყავის ქურთუკები სხვადსხვა ვარიაციით, მათ შორის 90-იანების ესთეტიკით შექმნილი ერთეულებიც.

მსგავს პროდუქტს ჩვენი კოლექციიდანაც გთავაზობთ. მოცემული ქურთუკი დაგეხმარებათ თქვენი ზამთრის ქუჩის სტილი განსაკუთრებული, სახასიათო და ამავდროულად ნოსტალგიური იყოს.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
  • ტყავის პიჯაკი

უყურადღებოდ არც ტყავის პიჯაკები დარჩენილა, რომლისგან შექმნილი ლუქებიც საუკეთესოდ დასახელდა.

მსგავსი პროდუქტი BLACK-ის კოლექციიდან:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
  • დუტის ლაბდა
დუტის გრძელი ლაბადა განსაკუთრებულად კომფორტულია სუსხიან დღეებში. სწორედ ამ პროდუქტმა შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ქუჩის სტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთდროულად ყველაზე მოსახერხებელი და ტრენდული სამოსია.
თბილ და ელგანტურ დუტის ლაბადას ჩვენი კოლექციიდანაც შემოგთავაზებთ, რომელიც მოცემული მოდელის მსგავსად, წარმოდგენილია წელის რეგულირებადი ქამრით, სწორედ ამიტომ ის კიდევ უფრო დახვეწილი და მოხდენილია.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
  • რელიეფური პალტო

რელიეფური ფაქტურის გრძელი პალტოები წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ისინი უყურადღებოდ არც მოდის კვირეულებზე დარჩენილან და საუკეთესო ლუქებშიც საპატიო ადგილი დაიკავეს.

                          

ტრენდულობით გამორჩეულ მსგავს მოდელს, ბიუჯეტურ ფასად ჩვენს კოლექციაშიც შეხვდებით. მოცემული მოდელი დაგეხმარებათ თავი დახვეწილად და მოდურად იგრძნოთ.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
  • თავისუფალი სტილის პალტო
თქვენი დაუვიწყარი ლუქის შექმნაში გრძელი, ოვერსაიზ პალტო დაგეხმარებათ, რომელიც უპრეტენზიო, კომფორტული და ამავდროულად, ზამთრის ელეგანტური სტილის საწყისია.
მსგავს დახვეწილ მოდელს ჩვენს კოლექციაშიც შეხვდებით:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
  • კოლეჯის ქურთუკი
ბომბერები კვლავ ტრენდული იქნება შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, მისგან შექმნილი სტილის ინსპირაციას კი მოდის კვირეულების გამარჯვებული ლუქებიდან გთავაზობთ.
                        
ჩვენს კოლექციაში წარმოდგენლი მსგავსი ქურთუკები სხეულის ტემპერატურას კარგად ინარჩუნებს და შესანიშნავია ნალექიან და სუსხიან დღეებში მოსარგებად:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
Back to blog