ქვიზი: აირჩიე ფოტო და გაიგე რომელი სტილის მიმდევარი ხარ

ქვიზი: აირჩიე ფოტო და გაიგე რომელი სტილის მიმდევარი ხარ

იცოდი, რომ სულ 5 ძირითდი სტილი არსებობს და ჩვენ, ქალები სწორედ მათგან ვირჩევთ ერთ-ერთს. რათა საკუთარი სტილი, გემოვნება და პიროვნულობა ერთი შეხედვით გამოვხატოთ.

შესაძლოა, არც კი იცოდე რა ჰქვია სტილს, რომელიც შენი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის მეგზურია, ამის აღმოსაჩენად, ამოირჩიე შენს ჩაცმულობასთან მიახლოებული ერთი ციფრი (ფოტოთა დაჯგუფება) და წაიკითხე სრული ინფორმაცია შენი სტილის შესახებ ქვემოთ.

ქვიზის წყალობით, გაგიმარტივდება არჩევანის გაკეთება საყიდლებისას, გაიგებ თუ რას გამოიყენებ ყველაზე აქტიურად. იპოვნი ერთ მარტივ გზას და აღმოაჩენ რა გჭირდება გარდერობში ბედნიერებისათვის.

_________________________________________________________________

თუკი შენი გარდერობი დაკომპლექტებულია: 

  • პასტელური ტონებით
  • პერანგებით
  • კლაისკური ქვედებით
  • სვიტერებითა და პოლო მაისურებით
  • პულოვერებით

     1      

                        

დაწვრილებით სნახავად დააკლიკე ფოტოს

_________________________________________________________________

თუკი შენი გარდერობი დაკომპლექტებულია: 

  • მკვეთრი ტონალობებით
  • განსაკუთრებული პრინტებით
  • ჯინსის სამოსით
  • გამორჩეული აქსესუარებით
  • არასტანდარტული დიზაინით

     2     

                        

დაწვრილებით სნახავად დააკლიკე ფოტოს

_________________________________________________________________

თუკი შენი გარდერობი დაკომპლექტებულია: 

  • უმეტესად შავი ტონალობით
  • ბადე მაისურებითა და გამჭვირვალე სამოსით
  • კარგო და დახეული ჯინსებით
  • ბადე და შავი კოლგოტებით
  • ბათინკებითა და  ჩექმებით 

    3      

                        

დაწვრილებით სნახავად დააკლიკე ფოტოს

_________________________________________________________________

თუკი შენი გარდერობი დაკომპლექტებულია:

  • 90-იანების ტენდენციებით
  • პოპულარული ტვიდის სამოსით
  • ძველებური პერანგებითა და პიჯაკებით
  • კუბოკრული პრინტით
  • ვინტაჟური აქსესუარებით

    4     

                       
დაწვრილებით სნახავად დააკლიკე ფოტოს
_________________________________________________________________
თუკი შენი გარდერობი დაკომპლექტებულია:
  • ოვერსაიზ მაისურებით
  • თავისუფალი სტილის შარვლებით
  • კოლეჯის ქურთუკებით
  • სპორტული, კომფორტული ფეხსაცმელებით
  • შესაბამისი აქსესუარებით

    5     

                      
 დაწვრილებით სნახავად დააკლიკე ფოტოს
_________________________________________________________________

 

1. PREPPY STYLE / პრეპი 

ეს განსაკუთრებულად მოწესრიგებული სტილია, ის ეყრდნობა უმაღლესი სკოლისა თუ უნივერსიტეტის მდიდარი მოსწავლეების ჩაცმის ესთეტიკასა და სტილის შეგრძნებას. 1920-იან წლებში ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან დადიოდნენ საუკეთესო კერძო სკოლებში, რომლებიც შთაგონებული იყო ტრადიციული ინგლისური ჩაცმულობის კოდებით ( სწორედ ამიტომ, პრეპი სტილი აერთიენებს Old Money და ტენისქორის ესთეტიკასა და არა მარტო).

1950-იან წლებში პრეპი სტილმა განსაზღვრა ამერიკული ცხოვრების სტილი და გახდა წარმატების სინონიმი. ამ ტენდენციამ შექმნა ისეთი ბრენდები, როგორიცაა Brooks Brothers, Ralph Lauren da Tommy Hilfiger.

შენ ამ დახვეწილი სტილის ნაწილი ხარ, თუკი ისე გიყვარს ჩაცმა, როგორც მოსწავლესა ან/და კურსდამთავრებულს. ირგებ ნაქსოვ ტანსაცმელს პასტელურ ფერებში, ჩოგბურთისა და პოლო გოლფის ესთეტიკით შექმნილ სამოსს. მნიშვნელოვანი აქსესუარი კი შენთვის სათვალე და თავსაბურავია.

მოწესრიგებული სტილი აერთიანებს ახალგაზრდულ მაგრამ კლასიკურ დეტალებს, რაც მიანიშნებს მფლობელის კლასსა და კონსერვატიულობაზე.

_________________________________________________________________

2. ARTSY STYLE / არტსი 

მოცემული სტილის მთავარი ნიშა მკვეთრი ფერების სიმრავლე და ჯინსის მასიურად გამოყენებაა. ეს უნიკალური მოდის მიმდინარეობაა, რომელიც მე-20 საუკუნეში გაჩნდა და იძლევა ნამუშევრების ტარების საშუალებას, ანუ ბევრი ფერის შერწყმა მკვეთრი ორნამენტები ან ნაქარგები, უკვე არის ხელოვნება.

ჯინსის მნიშვნელობა მოცემულ სტილში განუსაზღვრელია, რადგან ის ასოცირდება თავისუფლებასთან.

არტსი სტილი გაურბის ჩვეულებრივს და ირჩევს რაღაც უნიკალურს, როგორც სამოსს, ასევე აქსესუარებს, რომლებიც გამორჩეუულია, ფორმით, ზომით, ფერითა თუ პრინტით.

_________________________________________________________________

3. GRUNGE STYLE / გრანჟი

 ეს სუბკულტურა გაჩნდა 1980-იან წლებში და ფართო პოპულარობა მოიპოვა 1990-იანე წლების შუა ხანებში. სტილს მასიურად იყენებდნენ მუსიკაულრ ჯგუფებში: NIRVANA, SOUNDGARDEN, PEARL.

სტილი განსაკურებულად პოპულარულია ანიმეების ფანების, გეიმერებისა და როკ მუსიკის მოყვარეულებისათვის.

თუკი შენს გარდერობში მრავლადაა შავი ბადეები, კოლგოლტები, ჯინსები, ვერცხლის სამკაულები და აქსესუარები, ფეხსაცმელებიდან კი ბოტები, ჩექმები, ბათინკები - მაშინ ნამდვილად გრანჟის ნაწილი ხარ.

_________________________________________________________________

 4. VINTAGE STYLE / ვინტაჟი

ვინტაჟური მოდა ეხება ტანსაცმელს, რომელიც შეიქმნა წინა ეპოქაში, როგორც წესი, მინიმუმ 20 წლის წინ. ეს არის სამოსი, რომელიც ადრე უყვარდათ, დღეს კი ძალიან დაფასებულია მისი უნიკალურბისა და სიძველის გამო.

მართალია, ჩვენს მიერ ილუსტრირებული სამოსი სრულებით არაა სიძველით გამორჩეული, პირიქით, თუმცა მათი დიზაინი ნამდვილადაა შთაგონებული წინა ეპოქის, ამ შემთხვევაში 90-იანების მოდიდან.

_________________________________________________________________

5. TOMBOY STYLE / ტომბოი

ტომბოი - სტილი, რომელიც შთაგონებულია მამაკაცის სამოსისაგან, ის პრიორიტეტს ანიჭებს კომფორტსა და პრაქტიკულობას. ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში, ჯაზის ეპოქაში.

მოცემული სტილით კოკო შანელმა განათავისუფლა ევროპელი ქალები კორსეტებისგანა და უკიდურესად მომდგარი ქვედებისგან. სწორედ მოცემული მიმდინარეობის კოსტიუმები მართავს ქუჩის სტილის სამყაროს.

_________________________________________________________________

 

ბლოგზე დაბრუნება