ეს საინტერესოა
- სახელწოდება მწვანე დაკავშირებულია ძველ ინგლისურ სიტყვასთან "grene".
- ვინაიდან, მწვანე აღძრავს სიმშვიდის გრძნობას, არქიტექტორები და დიზაინერები ხშირად იყენებენ მას საავადმყოფოების ინტერიერისათვის.
- ელიზაბეთის ეპოქაში დაბალი და საშუალო კლასის პატარძლებს საკუთარ ქორწილში მწვანე კაბები ეცვათ.
- მწვანე ასოცირდება ბუნებასთან, რადგან ის ქლოროფილის, მცენარეების პიგმენტის ფერია.
- ძველ ექვიპტეში მწვანე აღორძინების სიმბოლო იყო.
- მწვანე მოდაში პოპულარული ხდება 1800-იან წლებში, გამოიყენებოდა ხელთათმანებისა და კაბების დასამზადებლად.
- შუა საუკუნის ხელოვნება და ლიტერატურა ეშმაკს მწვანე ფერში ასახავდა, თუმცა, ეს იმიტომ, რომ მწვანე სასიამოვნო ფერია და იზიდავს ადამიანებსა და ცხოველებს.
მწვანე ფერის ფსიქოლოგა
როგორც ყვითელის ოპტიმიზმისა და ლურჯის სიმშვისის კომბინაცია, მწვანე დადებითი ფერია. მოცემული ტონალობა აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიახლე, სიცოცხლისუნარიანობა და სიმშვიდე - ბუნებასთან კავშირის გამო. ის ხელს უწყობს რელაქსაციას, რადგან მწვანე ელემენტების მქონე გარემო არის საუკეთესო ადგილი მოსასვენებლად. ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, ეს ტონალობა აუმჯობესებს კონცენტრაციას.
BLACK-ის მწვანე
BLACK-ის ფავორიტი მწვანე ორნაირია, ერთი შედარებით მუქ ტონალობაშია წარმოდგენილი და მას ტყის მწვანეს უწოდებენ (Forest Green), ხოლო მეორე უფრო ღია და ნათელ ელფერშია გადაწყვეტილი და ცნობილია, როგორც ლაიმის მწვანე (Lime Green).
განაახლე სტილი
ბუნებისაგან შთაგონებული მრავალმხრივი და მრავალფეროვანი მწვანე, იქმნება ღია და მუქი ჩრდილების სპექტრით, ნეონის ყვითელიდან დაწყებული, დამამშვიდებელი ლურჯით დამთავრებული.
გაზაფხულდა, ამინდმა, გარემომ და ჩვენმა ხასიათმა ფერი იცვალა, ახლა შესანიშნავი დროა სტილის ფერთა სქემაშიც სიახლე შეიტანო და რა მოუხდება უფრო მეტად ბუნების გაცოცხლებისა და აყვავების მომენტს, თუ არა მწვანე?
რომელი ფერები უხდება მწვანეს?
ყველაზე პოპულარული ფერი გარემოს გამოსახატავად მწვანეა. ის ცოცხლდება მრავალფეროვან ტონალობებთან კომბინაციისას. მნიშვნელობა არ აქვს მწვანის რომელ ელფერს ანიჭებ უპირატესობას, ის ყველა შემთხვევაში სუფთა, ცოცხლი და მოდურია. ის, ასევე იდეალურად ერწყმის ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა ყავისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ შავი და თეთრი.
____________________________________________________________
1. მწვანე + თეთრი
დავიწყოთ ყველაზე ნათელი და სუფთა ფერით. ნებისმიერი ფერადი ტანსაცმლის თეთრთან გაერთიანება სასურველ კომბინაციას იძლევა. რა ღირებულებისაც არ უნდა იყოს შენი სამოსი, გახსოვდეს, რომ თეთრი ფერის დამატება, ნებისმიერ მათგანს სოლიდურობასა და მდიდრულ იერს შესძენს.
1. 2.
3. 4.
პროდუქტის დაწვრილებით სანახავადა დააჭირე შესაბამის ციფრს
____________________________________________________________
2. მწვანე + კრემისფერი
მწვანე და კრემისფერი ტონები ბუნებრივად კარგად ერწყმის ერთმანეთს, რადგან კრემისფერი ყავისფერის ღია ტონალობაა.
ყავისფერისა და მწვანის ტანდემი თვალისთვის ყველაზე ხშირად აღქმული კომბინაციაა, რადგან მას ხშირად ვხედავთ ბუნებაში. სწორედ, ამიტომ ამ ორ ტონალობას ერთად, ბუნებრივად აღვიქვამთ, როგორც მოხდენილსა და დახვეწილს.
1. 2.
3. 4.
პროდუქტის დაწვრილებით სანახავადა დააჭირე შესაბამის ციფრს
____________________________________________________________
3. მწვანე + ფორთოხლისფერი
ზურმუხტისფერი იდეალურად ერწყმის ნარინჯისფერს, მწვანე ხომ თავად ფერადი, ნათელი და ამავდროულად, მკვეთრი ფერია, თუმცა ფორთოხლისფერთან ერთად სულ სხვანიარად სახალისოდ გამოიყურება.
1. 2.
3. 4.
პროდუქტის დაწვრილებით სანახავადა დააჭირე შესაბამის ციფრს
________________________________________________________________
4. მწვანე + ჯინსის ლურჯი
ჩვენ 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ფერს აქვს ელფერი, რომელიც ჯინსთან მშვენიერ კომბინაციას ქმნის. მაგალითად, BLACK-ის მწვანე იდეალურად ეხამება ჯინსის ლურჯ ელფერს:
1. 2.
3. 4.
პროდუქტის დაწვრილებით სანახავადა დააჭირე შესაბამის ციფრს
________________________________________________________________
5. მწვანე + შავი
ეს კომბინაცია თქვენთვის უცხო სულაც არ იქნება. ყველამ იცის, რომ შავს ყველა ფერი მშვენივრად ეხამება, ის ხომ ასეთი უორეტენზიო და ელეგანტურია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ BLACK-ის ნათელი მწვანე სულ სხვანირად აცოცხლებს მას:
1. 2.
3. 4.
პროდუქტის დაწვრილებით სანახავადა დააჭირე შესაბამის ციფრს