ზოგიერთ სამოსს იმაზე დიდებული წარსული და ისტორია აქვს, ვიდრე ამას წარმოიდგენ, მაშ ასე...
სამხედრო წარმოშობა
პირველი მსოფლიო ომის დროს ტყავის ქურთუკები გერამნელ მფრინავებს ემსახურებოდა, რადგან ტყავის ფაქტურა უნივერსალური იყო, იმ შემთხვევისათვის თუ კაბინაში ტემპერატურის უეცარი ცვლილება აღინიშნებოდა. მეორე მსოფლიო ომში ფუნქციური ტყავის ქურთუკები უკვე ეცვათ ამერიკელ და ბრიტანელ მფრინავებსაც.
"Perfecto" ქურთუკი
1928 წელს ირვინ შოტმა შექმნა პირველი მოტოციკლეტის ქურთუკის დიზაინი. სახელწოდებით "The perfecto jacket", რომელსაც შოტის საყვარელი სიგარების კომპანიის სახელი უწოდეს. ის თითქმის 100 წლის შემდეგ გახდა საწყისი წერტილი მრავალი დიზაინერისთვის, რომლებიც ეძებდნენ ქურთუკის დიზაინის ინოვაციურ ინტერპრეტაციას.
საკულტო დიზაინი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, გადაკეცილი, პიჯაკის სტანდარტული საყელოთი და ელვა შესაკრავებით. ეს უკანასკნელი დღემდე ტრენდების სათავეშია და მას BLACK-ის კოლექციაში შეხვდებით:
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს.
ჩვენთან ასევე აღმოაჩენ საკულტო დიზაინით შექმნილ ქურთუკს, ოღონს ამჯერად ჯინსის ფაქტურისაგან შექმნილს:
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს.
ჰოლივუდი
ფილმებში ნანახი ქარიზმატული გმირები ხშირად ხდებიან შთაგონების ობიექტები მთელი თაობებისთვის. ისინი პერსონაჟების ჩაცმულობის გამეორებით ცდილობენ, ვერცხლის ეკრანის მიღმა, რომანტიზებულ და იდეალიზებულ სამყაროსთან იდენტიფიცირებას. პირველად ტყავის ქურთუკი მაყურებელმა ჰოლივუდის ეკრანზე ნახა, 1953 წელს. The Wild One-ში ტყავის ქურთუკი მოირგო ლეგენდარულმა მარლონ ბრანდომ, რომელიც სახიფათო ბანდის წევრს განასახიერებდა.
ტყავის ქურთუკი აჯანყების სიმბოლოდ იქცა, არა მხოლოდ გამოგონილი ფილმის პერსონაჟების გამო,როგორებიც იყო ბრანდო ან სტივ მაკქუინი, არამედ 50-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ჯეიმს დინის წყალობით. სწორედ მისი ქარიზმა და თინეიჯერული შფოთვა იყო დაკავშირებული ტყავის ქურთუკის აჯანყების ცნებასთან და ეს მეამბოხე პიროვნება, უმეტესად, ახალგაზრდა აუდიტორიას ემსახურებოდა.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს.
Rock N Roll
გასული საუკუნის მეორე ნახევარი გამოირჩეოდა სუბკულტურის ესთეტიკით. 70-80-იანი წლების როკ-მუსიკა, რომელიც ეფუძნებდა თამამ, არაკონფორმისტურ იდეებს, გახდა ფენომენი, რომელსაც საუკეთესოდ ასახავდა ტყავის ქურთუკი. ეს უკანასკნელი ახალი თაობისათვის გახდა თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის სიმბოლო. ამ პერიოდში მოცემულ სამოსს ატარებდნენ გავლენიანი როკ-მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ პეტი სმიტი, ჯოან ჯეტი და ბლონდი.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს.
90-იანი წლების მოდა
მნიშვნელოვანია 90-იანი წლების ესთეტიკაზე საუბარი თანამედროვე მოდის კონტექსტში, სადაც იგრძნობა ამ ათწლეულის ნოსტალგიური დაბრუნება მოდის თანამედროვე ინდუსტრიაში. ტყავის ქურთუკები 90-იანებში ახალი ტენდენცია გახდა, განსაკუთრებით პირველი თაობის სუპერმოდელების ძლიერი გავლენის გამო. ქეით მოსიდან ნაომი კემპბელამდე და კრისტი ტურლინგტონამდე, ყველა მათგანმა გამოიყენა "არასამუშაო" ესთეტიკა, რომელიც ფოკუსირებული იყო უბრალო მაისურებზე, ჯინსებსა და, რა თქმა უნდა, ტყავის ქურთუკებზე. სწორედ ეს ათწლეული შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მომენტი, როდესაც ტყავის ქურთუკი გახდა მასობრივი წარმოების პროდუქტი და პოპ-კულტურის ძირითადი ნაწილი.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს.