ხშირად ტრენდულიდან ანტი-ტრენდულამდე ერთი ნაბიჯია. დღევანდელ ბლოგში შენ ნახავ, როგორც უახლესი ტენდენციებისგან შექმნილ სამოსს, ასევე "მოდიდან გადასულს" - თავად შეადარე ისინი ერთმანეთს.
ერთად ვისაუბროთ დეტალებზე, რომელიც 2023 წლის მოდის ესთეტიკას ქმნის.
________________________________________________________________
შარვალი
1. შარვლები ახალი ტენდენციების მიხედვით, მყარი ქსოვილით გამოირჩევა. ისინი წარმოდგენილია სწორი ან/და ფართე დგომით. ფაქტობრივად, უახლეს წარმოებაში აღარ ვხვდებით ელასტიურ ჯინსებს, რომელიც ზუსტად იმეორებს სხეულის ფორმას.
2. ე.წ. "კარგო" შარვლების პოპულარობა დღითი დღე პიკს აღწევს, ქუჩის სტილის ესთეტიკა უკვე წარმოუდგენელია მის გარეშე. რამოდენიმე წლის წინ მუქი, მაღალწელიანი, მოტკეცილი ჯინსები ყველა ჩვენგანის გარდერობში საპატიო ადგილს იკავებდა, თუმცა მოდის სამყარომ ამ სეზონისათვის სულ სხვანაირად დააფასა დიდი ჯიბეები და ფართო დგომა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მაღალი წელი სადავეებს არ თმობს, თუმცა დაბალწელიანმა შარვლებმა საკუთარი გზა ნახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანი ტრენდშია.
3. კლასიკურ მოდელებშიც, სწორი დგომა ამ სეზონისათვის უკონკურენტოა, მინიმალიზმი კი უპირატესი. ახალი წარმოების შარვლები ზედმეტი დეტალებისგან სრულიად განთავისუფლებულნი არიან. BLACK-ის ეს ტრენდული მოდელი კი, ორიენტირებულია სხეულის სწორად წარმოჩენაში დაგეხმაროს - მაღალი წელი, მჭიდრო დგომა ზედა ნაწილში და გრძელი ფართე ტოტები - სხვა რა არის საჭირო, რომ წელისა და თეძოს გარშემოწერილობას ხაზი გაესვას, ფეხები კი ტორსთან შედარებით, გრძელი გამოჩნდეს? - თავად იხილე განსხვავება ფოტოზე.
________________________________________________________________
ქვედაბოლო
4. ქვედაბოლოებში მიდი და მაქსი სიგრძე ასეთი პოპულარული ბოლოს როდის იყო, რთული გასახსენებელია, თუმცა ეს დროც დადგა. ახლა, მსოფლიოს ყველა ქალაქში აღმოაჩენ გრძელი, მყარი დგომის ქვედებს. წლების წინ პოპულარული მუხლზე სიგრძე და მომდგარი დგომა კი, თითქმის აღარ გვხვდება უახლეს წარმოებაში.
5. რა თქმა უნდა, მინი სიგრძეც არ კარგავს აქტუალობას, მათ შორის, პლისებიანი "ტრაპეცია" ქვედაბოლოები, თუმცა არ უნდა აგვერიოს ე.წ. "ზარის" ფორმაში, რომელიც დაახლოებით 7 წლის წინ სარგებლობდა ტრენდულის სტატუსით. ახლა კი, ის ნამდვილად, ვერ დაგეხმარება შთამბეჭდავი ლუქის შექმნაში. რას ვიზამთ, მოდა ცვალებადია, თუმცა ბრუნვადი.
________________________________________________________________
ზედა
6. ყველა თეთრი მაისური როდია მოდური 2023 წლის გაზაფხულზე. დაივიწყე არამყარი ქსოვილი და V-ტიპის ჭრა ამ სტილის ზედებზე! - ოვერსაიზ დგომა და მრგვალი ყელი ახლა უპირატესია. ყველაფერი ნათელია ფოტოზე:
7. მართალია, ჯინსი პოპულარობის პიკშია, თუმცა მისგან შექმნილ ყველა სამოსს ტრენდულს ვერ ვუწოდებთ. ახლა, როცა მინიმალიზმი ასეთი მნიშვნელოვანია, დამატებითი დიზაინი და დეტალები შესაძლოა, ზედმეტადაც ჩაითვალოს:
8. ტოპები ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, თუმცა სხვადასხვანაირი მასალითა და დიზაინით. რამდენიმე წლის წინ მაქმანებისგან შექმნილი ზედები დახვეწილად ითვლებოდა, მაგრამ ახლა, დროა დავემშვიდობოთ მას და მადლობა გადავუხადოთ მეგობრობისთვის, რადგან ის არამჭიდრო ნაქსოვმა ფაქტურამ ჩაანაცვლა:
________________________________________________________________
კაბა
9. ერთ დროს უპოპულარულესი ორნამენტები, ამ სეზონზე ყვავილებმა ჩაანაცვლეს, მაღალმა მოდამ მასიურად გამოიყენა ისინი სხვადასხვა სახით. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა - გაზაფხულია და ყვავილები ტრენდების სათავეშია!
10. კვლავ მინიმალიზმი და, რა თქმა უნდა, ბოლო წლების ფავორიტი ბზინვარება - ეს ატლასისა და აბრეშუმის ჰაეროვნება და სისათუთეა, ყველა სხვა ქსოვილი, რომ დაჩრდილა.
________________________________________________________________