სხეულის ფორმები და სამოსი - ინვერსიული სამკუთხედი

სხეულის ფორმები და სამოსი - ინვერსიული სამკუთხედი


ინვერსიული სამკუთხედი

  • ბლოგის ეს თემატიკა, სხეულის ფორმებზე შენთვისაა, თუ კი მოგწონს გარკვეული სამოსი, მაგრამ ვერ იხდენ და გგონია, რომ პრობლემა შენს ფიგურაშია, უბრალოდ დაივიწყე. შეიყვარე შენი სხეული, შეიმეცნე და შეისწავლე. ცოდნა ამ საკითხშიც დიდი ძალაა. 

ჩვენ ყველას გვაქვს Pinterest-ისა და Instagram-ის ინსპირაციული ფოტები ჩვენი სტილის გასაუმჯობესებლად თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება შერჩეულ და მოწონებულ სამოსს ვერ ვირგებთ. შემდეგ ვიწყებთ მიზეზების ძებნას, რომ არ ვართ გამხდარი და კონკრეტული სამოსი კომფორტის ზონის მიღმა რჩება. მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გითხრათ, ყველაფრი, რაც უკეთ და მოხდენილად ჩასაცმელად გჭირდებათ, არის ცოდნა, თუ როგორ იმუშაოთ თქვენი სხეულის ფორმასთან და არა მის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სხეულის რომელ ტიპთან როგორი სტილის სამოსი მუშაობს უკეთ, რათა გამოიყურებოდეთ საოცრად ყოველდღე. დავიწყებთ ყვლაზე გავრცელებული ფორმით - ინვერსიული სამკუთხედით.

 

როგორია ინვერსიული სამკუთხედის სხეულის ფორმა?

ქალის სხეულის ფორმა ძირითადად გნეტიკასა და ძვლოვან სტრუქტურაზეა დამოკიდბული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სხეულის მდგომარეობა შეცვალოთ ვარჯიშით,ძირითადად ეს მაინც წინასწარაა განსაზღვრული თქვენი ჩონჩხის სტრუქტურითა და მიდრეკილი ცხიმისა და კუნთების განლაგებით, ამიტომ ერთად შევისწავლოთ ჩვენი სხეულის ფორმები და ვითანამშრომლოთ მასთან თქვენი თავდაჯრებულობისთვისა და კომფორტისთვის.

 თქვენი სხეული ამობრუნებული სამკუთხედის ფორმისაა, თუ კი თქვენი მხრები უფრო ფართეა, ვიდრე თეძოები, ასევე მოცემული  სტრუქტურისთვის დამახასიათებელია მცირე განსხვავება წელისა და თეძოს გარშემოწერილობას შორის.

  • ფაქტი: ინვერსიული სამკუთხედის სხეულის ფორმით გვხვდებიან ვარსკვლავები - ანჯელინა ჯოლი, დემი მური, რენე ზელვეგერი და ა.შ.

 

რა ტიპის სამოსი უნდა მოირგოთ ამობრუნებული სამკუთხედის ფორმის შემთხვევაში?

ამ ტიპის სხეულის ფორმის შემთხევაში, მიზანია შექმნათ მეტი ბალანსი თქვენს ზედა და ქვედა ნახევარს შორის ( მხრებსა და თეძოებს). ამის მიღწევა შესაძლებელია მხრის ხაზის დაქვეითებითა და მკერდისა და წელის გამოკვეთით.

1. მოცემული სხეულის ფორმის წარმომადგენლებს გირჩევთ მოერიდოთ სწორ და ვიწრო სამოსს, აირჩიეთ შედარებით მოდუნებული ქსოვილის დგომით, მოქნილი სამოსი, როგორც ეს უკანასკნელი:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

2. სცადეთ ტანისამოსი, რომელსაც აქვს მოცულობა თეძოების გასწვრივ. ქვედა ნახევრის ფართე დგომა ხელს შეუწყობს ფორმების დაბალანსებას. მოცემულ შარვალს აქვს პლისეები წინა მხარეს, რაც საშუალებას გვაძლევს ეს უკანასკნელი მოცულობით მოვირგოთ:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

3.მოერიდეთ ვიწრო ქვედაბოლოებსა და შარვლებს, ისინი თქვენს ვიზუალს დაამძიმებს. მოცემული დგომის ქვედაბოლო თქვენს სხეულს განსაკუთრებულად დაამშვენებს:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

4.მოერიდეთ ზედმეტად განიერ, დაბალ დეკოლტეებს, რაც უბრალოდ მკერდსა და მხრებს სიგანეს შემატებს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი V-დეკოლტეა. ეს ორეული სწორედ ის მოდელია, რომელიც ფორმების სწორად წარმოჩენაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

5.ეცადეთ შეარჩიოთ სამოსის მკლავები, თხელი, რბილი ქსოვილისაგან შექმნილი. რადგანაც ჩვენი მიზანია თეძოებს მივანიჭოთ ვიზუალური აქცენტი, უარი უნდა ვთქვათ მხრის ბალიშებზე,  ორმაგი მკერდის დახურვაზე, გულის ჯიბეებსა და მხრის ნებისმიერი ტიპის დეკორაციაზე. კიმონოს მკლავები ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალია. რაც შეეხება პერანგს, არჩევანი შეაჩერეთ დავარდნილ მხრებსა და სტანდარტულ საყელოზე:

 

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

6.ასევე წახალისებულია ბარძაყის ჯიბეები ან/და დეკორაციები. ეს შარვალი იდეალური ვარიანტია:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

7.რაც შეეხება ქურთუკებს, საუკეთესო გამოსავალი ის მოდელია, რომელსაც წელის რეგულირებადი ქამარი აქვს და სტანდარული საყელო, განსაკუთრებული დიზაინის გარშე:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

 8.არსებობს რამდენიმე ტიპის კაბა, რომ შექმნათ სრულყოფილი პროპორციები. მოერიდეთ ვიწრო და მომდგარ კაბებს და მისი ზედა ნაწილის დეკორაციებს. გამოიყენეთ პლისებიანი კაბები და ქვედაბოლოები:

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

9. ნუ შეგეშინდებათ სცადოთ ფერადი, პრინტიანი ან ღია ფერის ჯინსები, ისინი თქვენი ქვედა ნახევრის გამოკვეთაშიი დაგეხმარებათ, ვინაიდან, ჩვენი მიზანი სწორედ ამ უკანასკნელის დაბალანსებაა.

ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

ამრიგად, თქვენ შეძლებთ დააბალანსოთ თქვენი პროპორციები და სხეულის ფორმები. 

 

 

     

    ბლოგზე დაბრუნება