"ბარბიქორის" შემდეგ დროა მეორე უკიდურესობა გნვიხილოთ, რომელიც მიუხედავად "Barbie-ის" არ ნახული პოპულარობისა, სადავეებს არ თმობს - ეს "ტენისქორია"!
"ტენისქორი" სპორტსმენებისა და სპორტული ესთეტიკის მოყვარული გოგონების რჩეული ტენდენციაა. თუკი შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელიც ბარბის სტილსა და ვარდისფერ ტონალობას არ და ვერ იხდენს, მაშინ ჩაუჯექი ბლოგს ჩოგბურთის ესთეტიკის შესახებ - რომელიც ძლიერ, სპორტულ და თავდაჯერებულ ქალს გამოხატავს.
"ტენისქორის" უპირატესობა
"ბარბიქორი" უმშვეიერესი ტენდენციაა, რომელიც გარშემო ულამაზესი ვარდისფრის სიმრავლეს იწვევს, თუმცა ვერ ვიტყვით ის მარადიული არისო, მაგრამ "ტენისქორი"? - ის კლასიკაა, რომელიც არასდროს იქნება "მოდიდან გადასული".
#tenniscore ჰეშთეგი სტაბილურად აღწევს 100 000 ნახვას Tik tok-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთი უკვე დიდი ხანია შთააგონებს მოდის სამყაროს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მისმა ესთეტიკამ განახლებული ინტერესი გამოიწვია. ეს ყველაფერი კი "Old Money" სტილის პოპულარობას უკავშირდება. ჩოგბურთისაგან ინსპირირებული მოდა არ არის ახალი კონცეფცია, რადგან სპორტი და მისი სტილი მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ზედა ეშელონებისთვის მე-20 საუკუნის დასასრულს.
შენ სულ უფრო ხშირად ხედავ პოლო მაისურებსა და მისგან ინსპირირებულ ტოპებს, პლისეებიან ქვედებსა და მაღალყელიან წინდებს, თეთრ სპორტულ ფეხსაცმელთან შეფერებულს - სწორედ ესაა ის სტილი, რომელსაც მოდისგან ერთი შეხედვით შორს მყოფი, ჩოგბურთი გვკარნახობს.
"Tenniscore" ქუჩის სტილის უახლესი ტენდენცაა, შექმნილი თანამედროვე მოდისა და ნოსტლგიის (Old Money) შესანიშნავი ნაზავით. ტენისქორი აერთიანებს თანამედროვე სპორტსა და ვინტაჟურ მდიდრულ ესთეტიკას. საუკუნეების განმავლობაში, სპორტი ხშირად ასოცირდებოდა ფუფუნებასა და დასვენებასთან.
რატომ სრულიად ან უმეტესად თეთრი?
სრულიად თეთრი ფორმა, რომელსაც მიზანმიმართულად ატარებენ ქვიშის ან ბალახისფერთან მოედანზე თამაშისას, არამხოლოდ ვიზუალური კონტრასტის გამო, არამედ მოთამაშის სიძლიერისა და უნარის წარმოსაჩენად, შეინარჩუნოს ჩოგბურთის თეთრი - სიმდიდრის ნიშანი სპორტის დიდი ისტორიის განმავლობაში.