ქვედაბოლო ძალიან ადვილად იკერება, მისი მორგებაც უმარტივესია და თავს კომფორტულადაც გაგრძნობინებთ, მაგრამ...
ქვედები იქმნება სხვადასხვა ფორმითა და სტილით, თუმცა ისინი არ არის ერთნაირად შესაფერისი სხეულის ყველა ტიპისთვის და სწორედ ამიტომ, შეიძლება შეცდეთ არჩევანში და ის ერთეული შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ფიგურას იდეალურად ვერ ერგება.
ჩვენი დღევანდელი ბლოგი იქმნება თქვენთვის, რათა სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ.

1. მართკუთხედი
თუ თქვენი წელის გარშემოწერილობა ოდნავ უფრო მცირეა, ვიდრე ბიუსტი და თეძოები, მაშინ მართკუთხედი ფორმის ფიგურა გაქვთ.
თქვენი სხეულის ფორმის ტიპი აქვს უმშვენიერეს ამერიკელ მსახიობსა და მოდელს კამერონ დიასს:

ახლა კი, ვისაუბროთ ქვედაბოლოს ფორმაზე (A-ფორმა, Empire, Ball Gown), რომელიც განსაკუთრებულად მოუხდება თქვენი სხეულის ტიპსა და ფორმას, შეგძენთ მეტ თავდაჯერებულობას და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.
A-ფორმის ქვედაბოლო
ე.წ. "A-line" ქვედაბოლო, რომელსაც კამერუნის ფოტოზე ხედავთ. მოცემული ფორმა გეხმარებათ თეძოების ნაწილს მოცულობა შესძინოთ და ამრიგად, დააბალანსოთ წელის ხაზი თეძოსთან მიმართებაში.
A-line ქვედაბოლო BLACK-ის კოლექციიდან:



2. ქვიშის საათი
მოცემულ სხეულის ფორმას ახასიათებს თანაბარი გარშემოწერილობის მხრები და თეძოები, ამასთან მათგან განსაკუთრებულად კონტრასტული და მცირეა წელის ხაზი.
ყველაზე ცნობილი "Hourglass Body Type"-ის მფლობელი, ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი" მერლინ მონროა, მასთან ერთად, ულამაზესი სოფი ლორენი, სკარლეტ იოჰანსონი, ბლეიკ ლაივლი, სალმა ჰაიეკი და სხვა.
თუკი მსაგვსი სხეულის ფორმა გაქვთ, ქვედაბოლოების ფართო არჩევანი თქვენს ხელთაა: A-ფორმა, Empire, მორგებული, ქალთევზა, გაბერილი. თუმცა ამ ჩამონათვლიდანაც არის ერთი კონკრეტული სილუეტი, რომელიც განსაკუთრებულად მოგიხდებათ და სხეულის ფორმების წარმოჩენაში დაგეხმარებათ.

Sheath - მორგებული ქვედაბოლო
ტანზე მჭიდროდ მორგებული ქვედაბოლო "ქვიშის საათის" ფიგურას იდეალურად ერგება, მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ თქვენი სხეულის ფორმებს.
ე.წ. Sheath ქვედაბოლო BLACK-ის კოლექციიდან:



3. სამკუთხედი
თქვენ სამკუთხედის ფორმის ფიგურა გაქვთ, თუკი მხრებისა და წელის ხაზი უფრო მცირეა ვიდრე თეძოსი. ამ შემთხვევაში თქვენი ქვედა ნაწილი ყველაზე დიდია გარშემოწერილობით.
მოცემული სილუეტი ბოლო წლების ყველაზე პოპულარული სხეულის ფორმაა კარდაშიან/ჯენერების გავლენის გამო და არა მხოლოდ. სამკუთხედის ფორმის მფლობელები არიან ბიონსე ნოულსი, რობინ რიანა ფენტი, კრისტინა მარია აგილერა, პერის უიტნი ჰილტონი და სხვა.
როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავები საკუთარი ფორმების დემონსტრირებისათვის მორგებულ ქვედაბოლოებსა თუ კაბებს ირჩევენ, მაგალითად, როგორც კიმ კარდაშიანი:
Sheath; Empire - მორგებული ან/და პლისებიანი ქვედაბოლო



:
ბიონსე და პერისი არც პლისებიან ქვედაბოლოებზე ამბობენ უარს, მეტიც, საკმაოდ ბევრი ფოტო ადასტურებს, რომ მათი საყვარელი სამოსის ერთეული სწორედ ეს უკანასკნელია. გასაკვირი არცაა, მოცემული სხეულის ტიპისთვის იდეალურია პლისებიანი ე.წ. "Empire" ქვედა.




4. ინვერსიული სამკუთხედი
თქვენ ინვერსიული სამკუთხედის ფიგურას ფლობთ, თუკი თქვენი თეძოს გარშემოწერილობა დიდად არ განსხვავდება წელისგან. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ ფორმას ახასიათებს განიერი მხრები და სპორტული აღნაგობა.
თქვენს მსგავსად, ასეთივე სხეული აქვთ შემდეგ ვარსკვლავებსა და ცნობად სახეებს: ანჯელინა ჯოლი, ნაომი ელეინ კემპბელი, ლედი დიანა და უელსის პრინცესა კათრინი
Ball Gown; Empire - გაბერილი ან/და პლისებიანი ქვედა



ოვალი
ოვალის ფორმის სხეულის ტიპის შემთხვევაში თქვენი თეძოები და შუა ნაწილი ანუ წელის ზოლი სრულია.
მოცემული სხეულის ფორმით თავს იწონებენ შემდეგი ვარსკვლავები: ლიზო, ოპრა უინფრი, რებელ უილსონი და სხვა.
Empire - პლისებიანი ქვედაბოლო

