საუკეთესო ტონალობა შენი კანის ფერისთვის

საუკეთესო ტონალობა შენი კანის ფერისთვის

ფერების თეორია ისეთივე რეალურია, როგორც ინდივიდუალი სტილისა და ვარცხნილობის შერჩევა, რათა სრულყოფილად გამოვიყურებოდეთ.

თუ გსურს უფრო თავდაჯერებულად შეარჩიო სამოსი საყიდლებზე, მაშინ უნდა გაეცნო რამდენიმე ფუნდამენტურ წესს, თუ როგორ ჩაიცვა შენი კანის ფერის მიხედვით.

კანის სამი ტიპი:

  • ცივი
  • თბილი
  • ნეიტრალური

იმისთვის, რომ შეარჩიო საუკეთესო ფერის სამოსი, აუცილებელია, დაადგინო რომელ ტიპს მიეკუთვნება შენი კანის ტონალობა.

არსებობს ერთი მარტივი ხერხი, რომელიც ორიენტაციაში დაგეხმარება. დააკვირდი შენს მაჯას, თუ შენი ვენები უფრო მეტად ლურჯი/იისფერი ტონალობისაა, მაშინ ცივი კანის ფერი გაქვს. თუ მწვანეს უფრო მიაკუთვნებდი - თბილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გიჭირს და მასში ორივე ფერს ხედავ - ნეიტრალური.

 

________________________________________________________________

 ცივი ტონი

დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვები, რათა გაარკვიო გაქვს თუ არა ცივი ტონის კანი. 

  • შენი ვენები ლურჯი/იისფერია?
  • მზეზე ხშირად იწვები?

თუ ორივე კითხვაზე შენი პასხია - კი, მაშინ ნამდვილად ამ ჯგუფს მიეკუთვნება შენი კანი.

რომელი ფერები გამოიყურება საუკეთესოდ ცივ ტონთან?

ცივი და ფერმკრთალი ტონის კანისთვის უნდა გამოიყენო ფერები, რომლებიც მას ეწინააღმდეგება, მაგალითად: ნაცრისფერი, ყავისფერი, შინდისფერი, მკვეთრი იისფერი, მწვანე, ლურჯი და, რა თქმა უნდა, შავი.

Selfridges-ის სტილისტი დენიელ რონი ამბობს: "გირჩევდი, შენი ჩაცმულობა უფრო მუქ ფერებზე დააფუძნო, ხოლო ღია, მხოლოდ კომბინაციაში გამოიყენო."

  

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს.

შენი გარდერობი დაკომპლექტებული უნდა იყოს ზემოთ ნაჩვენები ტონალობებით, ხოლო თავი უნდა აარიდო, პასტელურ და ნათელ ფერებს.

ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის გამოხატვა ტონალობებით, ეს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ უნდა აურიო ღია ტონები მუქთან. მაგალითად, თუ გიყვარს თეთრი ტონალობა, სცდე ის შავთან კომბინაციაში:

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს.

________________________________________________________________

თბილი ტონი

თუ თქვენ გაქვთ კანი, რომელიც მიდრეკილია რუჯისკენ და მზეზე მარტივად არ იწვება, მაშინ, სავარაოდუდ, თბილი კანის ტონი გაქვთ, რომელსაც ფერების უფრო ფართე პალიტრა უხდება ვიდრე ცივ ტონებს.

რომელი ფერები გამოიყურება საუკეთესოდ თბილ ტონთან?

კანის მოცემულ ტიპთან სასურველია აირჩიოთ უბრო ნათელი ან უფრო მუქი ტონალობები და არა შუა. მაგალითად, უმჯობესი იქნება არჩევანი გააკეთოთ ღია კრემისფერზე და არა ქვიშისფერზე.

თეთრი სწორედ ის ტონალობაა, რომელიც თქვენი კანის ტიპის ხაზგასასმელად იდეალურია.

 

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს.

 ამრიგად, შენი გარდერობისთვის უნდა შეარჩიო ტონალობების ორი უკიდურესობა, ღია და მუქი ფერები, თავი კი ისეთ ელფერებს უნდა აარიდოთ, როგორიცაა ყვითელი, ქვიშისფერი, მდოგვისფერი, ფისტისფერი და ყავისფერი.

________________________________________________________________

 ნეიტრალური ტონი

შენ მოიგე გენეტიკური ლტარია, თუკი შენი კანი ნეიტრალურ ჯგუფს მიეკუთვნება. შენ შეგიძლია მოირგო თითქმის ყველა ტონალობა და თითოეულ მათგანში მშვენივრად გამოიყურებოდე, რადგან შენი ტონი შეესაბამება ფერებისა და ჩრდილების აბსოლუტურ უმრავლესობას.

რომელი ფერები გამოიყურება საუკეთესოდ ნეიტრალურ ტონთან?

მოირგე მდიდრული ფერები, ნათელი მწვანე, ლურჯი. გამარჯვებული ტონალობა შენი კანის ტიპისთვის მკვეთრი წითელია. ითამაშეთ ფერებით, შეგიძლია, აირჩიო ორი ტონალობა, რომელიც ავსებს ერთმანეთს.

  

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს.

ტონალობების ჩამონათვალი, რომლებსაც თავი უნდა აარიდო, არც ისე დიდია, თუმცა მათ სიაში პირველი ყვითელია, რომლის ყველა ტონალობაც, არ მოგიხდება. ასევე, ფრთხილად იყავის პასტელურ ტონებთან და დაკვირვებით შეარჩიე ისინი.

________________________________________________________________

 

Back to blog