სამზადისი ზამთრის დღესასწაულებისათვის

სამზადისი ზამთრის დღესასწაულებისათვის

მაშინ, როდესაც 2022 მიიწურაა... და 2023 კარს მოგვადგა.

წლის მთავარი დღესასწაული ახლოვდება. ჩვენ ვტოვებთ კიდევ 1 წელს წარსულში, ზოგს ბედნიერი მოგონებებით გვახსენდება, ზოგსაც გადაღლილს, ბევრი გამოწვევისა და სირთულეების გამო. შესაძლოა, თქვენთვის განსაკუთრებული და გარდამტეხი ყოფილიყო, ანდაც ერთი ჩვეული, რუტინული წელი. ახლა კი, როგორიც არ უნდა იყოს რეალობა, ჩვენი მთავარი საზრუნავი განწყობაა ახალი წლის მოლოდინში და მისი მობრძანებისას. 

სამოსი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც განწყობის ამაღლებაში ყველაზე მეტად გვეხმარება, რადგან ვიზუალის შექმნაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ჩვენ კი, როდესაც თვალისმომჭრელად გამოვიყურებით განსაკუთრებულად თავდაჯერებულები და ბედნიერები ვართ. სწორედ ამიტომ, თქვენი კარგი განწყობის სადარაჯოზე, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სადღესასწაულო სამოსი BLACK-ის კოლექციიდან.

2022 წლის ზამთრის კოლექციაში BLACK-მა გაგვანებივრა განსაკუთრებული დიზაინის სამოსით, რომელიც უახლესი ტრენდების გათვალისწინებით, საგულდაგულოდ, ყველაზე მიშვნელოვანი დღესასწაულისთვისა და წვეულებებისთვის შეიქმნა.

თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულად წარმოგვიდგენია ახალი წლის იდეალური ზეიმი. ვიღაც ოცნებობს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, ანთებულ ბუხართან იჯდეს, ვიღაცას კი ურჩევნია მთელი ღამე იცეკვოს კლუბში ან რესტორანში. ამიტომ ჩვენ ორივე სიტუაციისათვის შესაფერის სამოსს წარმოგიდგენთ.

  • შავი: 2023 წლის მთავარი ფერი

იცოდით, რომ 2023 წელს შავი, წყლის კურდღელი იქნება მფარველი? - მშვიდი, კეთილგანწყობილი, თვინიერი არსება. თუკი ასტროლოგიას ეყრდნობით, მაშინ ეს ინფორმაცია იმიჯის არჩევაში დაგეხმარებათ, რადგანაც, როგორც ამბობენ თუ მომავალი წლის მფარველი მოიწონებს თქვენს ჩაცმულობას, მაშინ იღბალი გელით შემდეგი 12 თვის განმავლობაში.

არჩევანის შეჩერება შავ ფერზე გადაწყვიტეთ? - მაშინ, ნახეთ ეს სადღესასწაულო სამოსი ჩვენი კოლექციიდან, რომელიც რუდუნებით შეიქმნა თქვენთვის.

ბუმბული სამოსში სწორედ ის დეტალია, რომელიც მას სადღესასწაულო იერს სძენს. დახვეწილი შავი კოსტიუმი იდეალური გამოსავალია, თუკი მეტი კომფორტისთვის შარვლის მორგება გადაწყვიტეთ.

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

რას იტყვით, აბრეშუმის ჰაეროვნებამა და სისათუთემ, რომ ყველას გული მოიგოს? - წარმოიდგინეთ, რამდენად მშვენიერი იქნება წვეულების განათებებისას მისი გადაჭარბებული მბზინვარება.

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
შემდეგი შავი ფერის კაბა თქვენთვისაა, თუკი გსურთ დღესასწაულზე თქვენი სხეულის ფორმების დემონსტრაცია მოახდინოთ და სექსუალურობით თავი მოიწონოთ.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
  • წითელი: სიხარული და ამბიცია
ყველაზე მოთხოვნადი ფერი შობისა და ახალი წლის ზეიმებზე ყოველთვის წითელია. ეს იმიტომ, რომ ეს ცეცხლოვანი ტონალობა ცეცხლის სიმბოლოა და ითვლება, რომ მას წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს, ამავდროულად ამბიციური განაცხადია, რადგანაც წითელი ყველაზე მაღალი სიხშირის ფერია და სექსუალურობასთან ასოცირდება.
შიფონისა და აბრეშუმის კომბინაცია კიდევ უფრო განსაკუთრებულია, მით უმეტეს მოდელი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, კორსეტის ჩანართითა და ულამაზესი წითლის, მუქი გრადაციითაა შექმნილი.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
გამორჩეულად რომ გამოიყურებოდეთ, აუცილებელი არაა კაბა მოირგოთ, შარვლისა და ზედის კომბინაცია არანაკლებ ეფექტურია. თანაც, თუკი ზედას განსაკუთრებული დიზაინითა და დეტალით შეარჩევთ, მაგალითად, როგორიცაა ამოღებული ზურგი და ჯაჭვი, აუცილებლად, დაიმსახურებთ გარშემო მყოფთა ყურადღებას.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
შეუძლებელია ამ ულამაზეს ფერზე ვისაუბროთ და არ წარმოგიდგინოთ წითელ ტონალობაში წარდგენილი განსაკუთრებული დიზაინის კაბა, რომელიც თქვენი ფორმების ხაზგასმაზე უკონკურენტოდ კარგად იზრუნვებს.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
  •  ლურჯი: დადებითი და დამამშვიდებელი

ლურჯი სიმშვიდისა და დასვენების განცდას იწვევს, სწორედ ამიტომ ის იმედისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. თუკი ახალი წლისგან მშვიდობას მოელით, მაშინ თქვენი იმიჯი გარდამტეხ დროს ლურჯი ფერის უნდა იყოს. 

ჩვენ წარმოგიდგენთ ე.წ. სამეფო ლურჯს და მისგან შექმნილ ულამაზეს კოლექციას. უბრალოდ შეხედეთ, ამ სადა და ამავდროულად განსაკუთრებულ მიდი სიგრძის კაბას, რომელიც საუკეთესოდ წარმოჩენს თქვენს ქალურობას. მასთან ერთად, უთუოდ, გაიბრწყინებთ წვეულებაზე.

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
შემდეგი მოდელი სწორედ იმ სიტუაციისთვისაა, როდესაც კომფორტის ზონაში ხართ, საოჯახო გარემოში. სახლში სრული იდილია და ახალი წლის მობრძანების სიხარული სუფევს. ნაქსოვი მიდი სიგრძის კაბა, რომელიც ელეგანტურობასა და დახვეწილობას აფრქვევს გარშემო და ამავდროულად, თავს თბილად და კომფორტულად გაგრძნობინებთ, განსაკუთრებულია.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
მრავალფეროვნებისთვის, კვლავ კომპლექტის ერთეულს შემოგთავაზებთ, ამ შემთხვევაში ქვედაბოლოს, რომელიც არანაკლებ ეფექტურად გამოიყურება:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
  • ოქროსფერი და ბეჟი: სიმდიდრე და სოლიდურობა
ოქრო, როგორც ყველამ ვიცით, სიმდიდრის სიმბოლოა, მაგრამ აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფული. ეს შეიძლება იყოს სიმდიდრე გამცდილებისა, ცოდნისა და სიყვარულისა. ასე რომ, ამ ყველაფრის მისაღებად, ოქროსფერი სამოსი მოირგეთ.
რა უხდება ყველაზე მეტად მთავარ დღესასწაულს? - ბრჭყვიალები, რომლებიც თქვენს განსაკუთრებულ ემოციებსა და ბედნიერებას ყველაზე მეტად შეეფერება და გამოხატავს.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
კაბა-სვიტერის ეს ფუმფულა მოდელი და შეთავაზება კი მათ, ვისთვისაც ოჯახური გარემო და თბილი სახლი იდეალურია დღესასწაულის აღსანიშნავად:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
  • ვერცხლისფერი: ტრენდული და თანამედროვე
მბზინავი და ფუტურისტული ვერცხლისფერი ტონალობაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია საახალწლო ზეიმებთან უახლოეს ისტორიაში. ალბათ ეს იმიტომ, რომ მეტალის ელფერი ასოცირდება სიახლეებთან და მომავალთან. მათ კი, ვინც ხვალინდელ დღეს იმედებით ელოდებით და გჯერათ, რომ ყოველი შემდეგი უკეთესი იქნება, ვერცხლისფერი თქვენთვისაა.
ჩვენ კი, ისევ და ისევ, დაუვიწყარ მოდელს გთავაზობთ, რომელიც ისევე იბრჭყვიალებს ახალ წელს, როგორც თქვენი ბედნიერი თვალები:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
  • სასაჩუქრე ვაუჩერი
თუკი ვერ მოიფიქრე რა აჩუქო შენს შოპაჰოლიკ მეგობარს, ჩვენ ვიზრუნეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის გახარებაზეც. სასაჩუქრე ბარათი ის უნივერსალური შეთავაზებაა, რომელიც ადრესატს საშუალებას აძლევს თავად მოიწყოს საყიდლები და შეარჩიოს სასურველი პროდუქცია ჩვენი მრავალფეროვანი არჩევანიდან. წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ შოპინგი, რომელიც გართობასთან და განტვირთვასთან ასოცირდება და ამავდროულად მოაქვს სასურველი სამოსი ადრესატისთვის.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ეს არის 2023 წლის საახალწლო ფერები. ვისურვებთ მათ მოგიტანონ უამრავი სიყვარული და წარმატება მომავალ წელს. ვიმედონებთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, გარკვეულწილად, დაგეხმარებათ დაუვიწყარი დღესასწაულის შექმნაში.
ბლოგზე დაბრუნება