რომელია სეზონის ვარსკვლავური ფერი და რატომ ნაცრისფერი?

რომელია სეზონის ვარსკვლავური ფერი და რატომ ნაცრისფერი?

2024 წელს ნაცრისფერი ჩაანაცვლებს მარადიულ ფერს - შავს!

რატომ? - იმის გამო, რომ ის ისეთივე ელეგანტური და მარტივია, როგორც ძველი, ერთგული შავი ტონალობა, ის უპრეტენზიო და მრავალმხრივია, ადვილად ეხამება სხვა ტონალობებს და სოლიდურ ვიზუალს ჰმატებს თითოეულ მათგანს.

რუხი შტურმით იპყრობს ნიუ-იორკის, პარიზისა და მილანის პოდიუმებს.

  • ამ სეზონზე Bottega Veneta ინტერპრეტაციას უკეთებს ნაცრისფერს, როგორც სიმკაცრისა და სიძლიერის სინონიმს;

  • Miu Miu იყენებს ნაცრისფერს, რათა შექმნას კოსტიუმები, რომლებიც განასახიერებს მილანის ბურჟუაზიულ სტილს;
  • N21 გვთავაზობს ნაცრისფერ პალტოს, როგორც საკვანძო ელემენტს ელეგანტური, ქალური, ძლიერი ქალბატონისთვის;

  • Michael kors კი მხიარულად თამაშობს ნაცრისფერთან და აერთიანებს მას ვერცხლის ტონებთან.

  • Prada გვთავაზობს მოხდენილ და კომპოზიციურ რუხ ნაქსოვებს, რომელიც იდეალურია ინტელექტუალური ქალურობის წარმოსაჩენად.

  • Ermanno Scervino კი იყენებს მოცემულ ტონალობას დელიკატური, მაგრამ სექსუალური იერსახის შესაქმნელად.

    ნაცრისფერის პოპულარობამ მის მეგობარ ელფერზეც დადებითი გავლენა იქონია, ეს ვერცხლიფერია, რომელიც რუხის გაგლიტერებულ, მეტალურ ვარიანტს წარმოადგენს.

    რომელ ტენდენციებს ითვალისწინებს Black Fashion?

     ბეწვი + რუხი ტონალობის მდიდრული კომბინაცია Ermanno Scervino -მ იდეალურად გააერთიანა. გამოიყენე ეს დაუვიწყარი ტანდემი, როგორც შენი ზამთრის გარდერობის აუცილებელი კომპონენტი:

    დაწვრილებით სანახავად დააკლიკე ფოტოს

     

    ნაცრისფერი კონსტრუქციული პიჯაკისა და შარვლის კომბინაცია, რომელიც სოლიდურობასა და ელეგანტურობას ერთდროულად აფრქვევს:

    დაწვრილებით სანახავად დააკლიკე ფოტოს

    ნაცრისფერი ფაქტურა + ჰარმონიული ვერტიკალური ზოლები როგორც სეზონის ჰიტი და რა თქმა უნდა, ყველაზე მოთხოვნადი შარვლის კონსტრუქვია და სილუეტი:

    დაწვრილებით სანახავად დააკლიკე ფოტოს

    ბლექის განახლებული კოლექცია საშუალებას იძლევა გააერთიანო ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, როგორც ეს Michael kors -ის ჩვენებაზე ვიხილეთ:

    დაწვრილებით სანახავად დააკლიკე ფოტოს

    კვლავ ჰარმონიული ზოლები და როგორც ზემოთ მრავლად იხილე, ოვერსაიზი მორგება, განიერი მხრები და მინიმალისტური დიზაინი:

    დაწვრილებით სანახავად დააკლიკე ფოტოს

    ამ ზამთარს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ნაცრისფერი პალტოების სეზონი, რომლებიც მკაცრი და უხეში ჭრილებით გამოირჩევა, როგორც მოცემული მოდელის საყელო:

    დაწვრილებით სანახავად დააკლიკე ფოტოს
      ბლოგზე დაბრუნება