შექმენი ზღაპრული სამოგზაურო კადრი

შექმენი ზღაპრული სამოგზაურო კადრი

 ინსტაგრამზე სრულყოფილი სურათების განთავსება, ზღაპრული ფიდის შექმნის მცდელობა, შესანიშნავი შემთხვევა და კარგი საბაბია იმისთვის, რომ გარდერობს გადახედო და მისი განახლება სცადო, მით უმეტეს, თუ მოგზაურობას აპირებ.

ფაქტია: შეგიძლია გადაიღო წარმოუდგენლად მშვენიერი ფოტოები, თუკი გადაღების გამოცდილება საერთოდაც არ გაქვს. მთავარია მომზადება - წინასწარ იფიქრე შენი დანიშნულების ადგილის გარემოსა და ესთეტიკაზე.

სამოსის ტონალობა და სტილი არის ყველაფერი, ზღაპრული სამოგზაურო კადრის შესაქმნელად, თუმცა ის განსხვავდება შენი დანიშნულების ადგილის მიხედვით.

მაშ ასე, მოძებნე ქვემოთ ადგილი, სადაც მოგზაურობას აპირებ და საუკეთესო მოგონებებისა და ფოტოების შესაქმნელად, გაითვალისწინე რჩევები:

კუნძულები და ზღვისპირა ქალაქები

  • სტილი რომელიც კუნძულებზე და ზღცისპირა ქალქებში მოგზაურობისას უნდა აირჩიო, არის ყველაზე მარტივი, მსუბუქი და ჰაეროვანი. შენი მთავარი მისია ამ შემთხვევაში ისაა, რომ არ ამოვარდე საერთო სურათიდან და გახდე ოკეანისა და სანაპიროს ნაწილი. 
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
  • შეარჩიე თხელი, სუნთქვადი ქსოვილი, არა მხოლდო შენი კომფორტისთვისა და სიგრილისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ საერთო ესთეტიკის ნაწილი გახდე.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
  • ახლა კი, ვისაუბროთ სამოსის ფერებზე, რომლებიც, აუცილებლად უნდა მოირგო სანაპიროზე, ჯადოსნური კადრების მისაღებად:
  • ფორთოხლისფერი ან ნათელი წითელი 
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

  • მარჯნისფერი ან ვარდისფერი
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
  • თეთრი
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
  • ხუთივე ფერი ჰარმონიულ ვიზუალს იძლევა მზის სხივებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ფოტოგენურია მზის ჩასვლისას. ამასთან, ისინი ქმნიან სასიამოვნო კონტრასტს ზღვის ლურჯ ან ცისფერ ტონალობასთან.

ისტორიული ქალაქები

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
  • არქიტექტურას, რომელიც რამდენიმე ათწლეულს ითვლის და კიდევ უფრო მეტსაც, ისე არაფერი უხდება, როგორც დახვეწილი სამოსი.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

  • ფოტოსესიისთვის, ვიზუალის შექმნისას, უმჯობესია სრული ლუქი მაქსიმუმ სამი ფერით შემოიფარგლოს. რა თქმა უნდა, ტროპიკული პრინტები მშვენიერია და სურათებშიც კარგად გამოიყურება, თუმცა ქალაქის კადრში უპირატესობა მინიმალიზმსა და ნეიტრალურ ტონებს უნდა მიანიჭო.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

    • კაშკაშა სამოსი, ჭრელი პრინტები და სლოგანები ყოველთვის როდია სწორი გადაწყვეტილება?! თუკი მემორიალებისა და ტაძრების მონახულებას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ მათ უმეტესობას ჩაცმის კოდი აქვს. 
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    • რაც შეეხება მუზეუმებს, შესაძლოა ისინი არ გავალდებულებენ, მოირგო რაიმე კონკრეტული სამოსი, თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაფერი შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სიძველეებთან და ხელოვნების ნიმუშებთან ვიზუალურად და კონტექსტურად მართებული არ იქნება, თუ მოდერნულ სამოსს მოირგებ, შესაბამისად, ფოტოში ლამაზი კადრის ნაცვლად, შესაძლოა ერთი დიდი აურზაური მიიღო.
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

    მოდერნული ქალაქები

    •  როდესაც რომელიმე მოდერნული ქალაქის მონახულებას აპირებ, საქმე ყველაზე მარტივადაა, უბრალოდ უნდა შექმნა "ქუჩის სტილი" და უკვე ყველაფერი იდეალურადაა.
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    • შენ თვად შეგიძლია გადაწყვიტო შექმნი ფემინურ ვიზუალს კაბითა და სხეულზე მორგებულ დგომით თუ შედარებით მასკულინურს - ჯინსითა და საბაზისო მაისურით:
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    • არ დაგავიწყდეს გაითვალისწინო სსეზონის ტენდენციებიც, რომლებიც განსაკუთრებულად უხდება მოდერნულ ქალაქებსა და მათ არქიტექყურას:
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

    უდაბნოები 

    • უდაბნო ის ადგილია სადაც აუცილებლად ღია ტონალობები უნდა მოირგო, რადგანაც ისინი თავს უფრო გრილად გაგრძნობინებენ. 
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    • ქვიშისფერთან განსაკუთრებულად ჰარმონიულ ვიზუალს იძლევა თეთრი და კრემისფერი ტონალობა:
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

     აუზები და იახტები

     

    •  ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც შენი საცურაო კოსტიუმი უნდა გამოაჩინო. გამოიყენე გამჭვირვალე თხელი ქსოვილები, ისინი განსაკუთრებულად უხდება წყალთან დაკავშირებულ გარემოს:

     

    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    • ამრიგად, ერთდოულად მიიღებ ტრენდულ, მშვენიერ და გამორჩეულ ვიზუალს. სხვა რა უნდა მოირგო ბიკინსთან კომბინაციაში, თუ არა ბადე და გიპიურის გადასაცმელი სამოსი?!
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
    ბლოგზე დაბრუნება