როგორ შევქმნათ საზაფხულო კაფსულის გარდერობი?

როგორ შევქმნათ საზაფხულო კაფსულის გარდერობი?

შენი გარდერობი სავსეა ტანსაცმლით და მაინც არ იცი რა ჩაიცვა?; როგორც იქნა გადაწყვეტ რას მოირგებ და შერჩეული სამოსი არ უხდება ერთმანეთს?; ვერ აბალანსებ შენი ლუქის ფერებს და ფიქრობ, რომ პრობლემა შენს მიერ შერჩეულ  სამოსშია?

შენ მარტო არ ხარ და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად, 1970-იან წლებში ჩნდება ტერმინი, კაფსულის გარდერობი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი ბუტიკის მფლობელს, სუზი ფოს სახელს უკავშირდება. კონცეფცია 1985 წელს დიზაინერმა დონა კარანიმ გამოიყენა თავისი პირველი კაფსულის კოლექციისთვის, სახელწოდებით "შვიდი მარტივი ნაჭერი", კოლექციაში შედიოდა - შავი ბოდე, ქვედაბოლო, ქურთუკი, კაბა, ტყავის შარვალი, თეთრი პერანგი და ქაშმირის სვიტერი. კარანის კონცეფცია გათვლილი იყო ოფისში მომუშავე ქალზე, რომელიც დილიდან საღამომდე გასულია სახლიდან.

კაფსულის გარდერობი არის ტანსაცმლის კოლექცია, რომლის ყველა ერთეული ჰარმონიზებულია ფერსა და ხაზში, ის შედგება რამდენიმე უნივერსალური და აუცილებელი ელემენტისგან, რომლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს და ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში ქმნიან დახვეწილ და უპრეტენზიო ლუქს. 

 როგორ შევქმნათ საზაფხულო კაფსულის გარდერობი?

მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი არდადეგები ან ქორწილები განსაკუთრებულ ყურადღებასა და ჩაცმულობის დაგეგმვას მოითხოვს, შენი ზაფხულის გარდერობის დანარჩენი ნაწილი ისეთივე უდარდელი უნდა იყოს, როგორც თავად სეზონი. 

1. შეაფასე შენი ცხოვრების წესი

განიხილე შენი ყოველდღიური აქტივობები ( სამსახურ, დასვენება, ღონისძიებები და ა.შ.) რათა დაადგინო შენთვის საჭირო ტანსაცმლის ტიპი. გაითვალისწინე, შერჩეული სამოსი აცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ერთ კონკრეტულ სტილს.

2. აირჩიე ფერების პალიტრა

კაფსულის გარდერობისთვის, ფერების პალიტრის ფორმულა შემდეგნაირია:

  • 1-2 საბაზისო ტონი
  • 1-2 ნეიტრალური ტონი
  • 1-2 აქცენტური ტონი
  • 1 პრინტი

3. შეარჩიე ქსოვილები

რა თქმა უნდა, უმჯობესია ზაფხულისათვისა, უპირატესობა მიანიჭო ტილოს სამოსსა და ბამბის შემადგენლობისაგან შექმნილ ქსოვილებს.

ათი ნივთი საზაფხულო კაფსულის გარდერობის შესაქმნელად: (ვოგის მიხედვით)

1. სარაფანი

ზოგიერთისთვის საზაფხულო კაფსულის გარდერობი იწყება და მთავრდება  დღის მარტივი კაბით - სარაფნით. ძნელია უარი თქვა სამოსზე, რომელიც ცხელ დღეებში სხეულს არ ეკიდება და უფრო მეტიც, სრულად შემოსისთვის მხოლოდ მისი საჭიროებაა. წარმოიდგინე, სარაფანი, შესაბამისი აქსესუარები და სრული ლუქი მზადაა.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

2. პერანგი

პერანგი საზაფხულო კაფსულის გარდერობში არა მხოლოდ მოსასხამის/მოსაცმელის, არამედ სტილის შემქმნელის ადგილს იკავებს. მოდერნული სილუეტისთვის, მრავალფეროვნებისთვისა და მიმზიდველი ვიზუალის გამო, კლასიკური, ღილებიანი მაისური სამართლიანად იმკვიდრებს თავის ადგილს ჩამონათვალში.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

3. ზომიერი სიგრძის შორტები

შესაძლებელია შორტები იყოს ელეგანტური? 

არც ისე მოკლე შორტები, საშუალებას იძლევა მისგან საკმაოდ სოლიდური და საოფისე ვიზუალი შექმნა, ის კაბების იდეალური ალტერნატივაა თბილ და ნოტიო დღეებში.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

4. ცხელი ამინდისთვის ტოპები

ჰაეროვანი ბლუზები თუ ჟილეტები უმკლავო ტოპების როტაციაა, რომელიც იდეალურად ერწყმის სხვა საზაფხულო სამოსს. მოცემული სეზონისათვის, კაფსულის გარდერობის შექმნისას, გადამწყვეტი წილი გრილ სამოსს ენიჭება.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

5. მსუბუქი შარვლები

მათთვის, ვინც ეძებს საზაფხულო ფუფუნებას ან მინიმალისტურ ესთეტიკას, ჰაეროვანი შარვლები, მსუბუქი ფერებითა და ქსოვილებით საუკეთესო გამოსავალია. მოირგე ის ოფისში სოლიდურ ზედასთან, უქმეებზე ტოპებთან, ხოლო არდადეგებზე ბიკინისთან კომბინაციაში.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

6. მარტივი კროპ-ტოპები

საზაფხულო კაფსულის გარდერობის სიის სათავეში სწორედ ეს მაისურიებია, ერთი შეხედვით მარტივ და თავმდაბალ ნაჭრებს, შეუძლიათ შეავსონ შენი ლუქი და აამაღლონ საზაფხულო იერსახე:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
7. თეთრი ქვედები
ვოგი მხარს უჭერს თეთრ ჯინსებს ზაფხულის თვეებში. მართლაც, ის ყველაზე გრილი ვარიაცია შეიძლება გახდეს ჯინსის ქსოვილის, როდესაც მას უბრალოდ ვერ ელევი.

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

8. სნაპიროს ჩანთები

ეს სწორედ ის დროა, როდესაც ჩალის მოწნული ჩანთები, არა მხოლოდ კუნძულებზე ან სანაპიროზე შეგიძლია დაიჭირო, არამედ ქალაქის გულშიც. ზაფხულის სპონტანური დღეები მოითხოვს ჩანთას, რომელისაც შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სახის გეგმა - ატარო ის სამსახურიდან სახლამდე ან თვითმფრინავიდან აუზის პირას. 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

9. საზაფხულო ქუდები

ეს ზაფხული ასევე შესანიშნავი პერიოდია, ატარო ჩალის საზაფხულო ქუდები, არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ პარკში სეირნობისას. ის გახდება მზისგან დამცავი დამატებითი საშუალება შენთვის და აგიმაღლებს კომფორტის განცდას.

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

10. სანდლები

ყველა სეზონს აქვს თავისი საზაფხულო ფეხსაცმლის ტიპი. ზაფხულის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, სანდლებია. ამიტომ მოძებნეთ მრავალმხრივი, კომფორტული, ნეიტრალური ღია ტიპის გრილი ფეხსაცმელი.

ბლოგზე დაბრუნება