როგორ მოვუაროთ ნაქსოვ სამოსს?

როგორ მოვუაროთ ნაქსოვ სამოსს?

თბილი თვეების მოახლოებასთან ერთად, დგება დრო, როდესაც ჩვენი გარდერობი თავსუფლდება ზამთრის ქურთუკებისგან და მის  ძირითად ნაწილს იკავებს ნაქსოვი მოსასხამები, კარდიგანები და მშვენიერი სვიტერები, რომლებსაც დამალვა აღარ მოუწევთ პლაშების, მანტოებისა და ქურთუკების ქვემოთ.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ზამთრის გასვლისთანავე სქელ ნაქსოვებს, როგორც წესი, ვემშვიდობებით ხოლმე და თხელ სვიტერებს ვიტოვებთ გაზაფხულის მზიანი დღეებისათვის. 
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ამიტომ დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ შევინახოთ სქელი ნაქსოვები შემდეგ ზამთრამდე, როგორ განვათავსოთ საგაზაფხლუოდ დატოვებული ერთეულები გარდერობში და სხვა მრავალ რჩევაზე, რომლებიც გამოგადგებათ თქვენი ნაქსოვი სამოსის მოსავლელად.

საგაზაფხულო თხელი ნაქსოვების მოვლის ინსტრუქცია

    • თუკი თქვენი ნაქსოვი სვიტერი ან კაბა გრძელია და მძიმე, უმჯობესია თაროზე, დაკეცილ მდგომარეობაში განათავსოთ,
      რადგან დიდი ხნით ჩამოკიდების შემთხვევაში ზედა ნაწილი, შესაძლოა, მეტისმეტად გაიჭიმოს და დაკარგოს პირვანდელი ორიგინალური ფორმა. დაიცავით სამოსი, რომ ნაქსოვის წონამ არ დაძაბოს ნაკერები, თავად ქსოვილი და ამან არ გამოიწვიოს საკიდის გარშემო ქსოვილის მოდუნებული მდგომარეობა.
    • იმ შემთხვევაში, თუ თაროზე თქვენი სვიტერებისთვის ადგილი ვერ მოძებნეთ, საკიდზე დასაკიდად ქაშმირისა ან/და ბამბის ნაქსოვები გაიმეტეთ, რადგან ისინი შედარებით მსუბუქია და ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.
    • საუკეთესო საკიდი მძიმე სამოსისთვის უნდა იყოს: ხის, სქელი და მოხრილი. ეს ფორმა დაეხმარება ტანსაცმელს პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებაში.
ბამბის ნაქსოვები BLACK-ის კოლექციიდან:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ზამთრის სქელი ნაქსოვი ტანსაცმლის შენახვის ინსტრუქცია

ეს წესები გაითვალისწინეთ, თუკი თქვენი სქელი ნაქსოვების კოლექცია შემდეგ ზამთარსაც გეიმედებათ და დიდი სიამოვნებით მოირგებთ მათ. ჩვენ შევადგინეთ რამდენიმე მთავარი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რათა ისინი არ დაზიანდეს ამ პერიოდის განმავლობაში.

    • თქვენ შეცდომას უშვებთ, თუკი ახალ გარეცხილ ნაქსოვს კეცავთ და შესანახად ანთავსებთ სათავსოში. აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ ის იდეალურად მშრალია და ნესტიანიც კი არ არის. არ დაგავიწყდეთ, ტენიანობა იმოქმედებს შენახული სამოსის შემდგომ მდგომარეობასა და ხარისხზე.
    • გახსოვდეთ, რომ მზის პირდაპირი სხივების ხშირი ზემოქმედება ნაქსოვს ახუნებს და ფერს არასახარბიელოდ უცვლის. ეცადეთ, შენახული ნივთი, ამ შემთხვევისგანაც დავიცვათ და ოთახის სწორ კუთხეში განათავსოთ.
    • დამატებით, უმჯობესი იქნება თუ დაკეცილ ტანსაცმელებს შორის გამოიყენებთ ქაღალდს, რათა ისინი განაცალკევოთ ერთმანეთისგან და დაიცვათ სხვადასხვა ქსოვილები ერთამნეთზე შეხებისგან და პოტენციურად ზემოქმედებისაგან.
ზემოაღნიშნული რჩევებით, თქვენ გახდებით ტანსაცმლის სეზნური შენახვის ექსპერტი. თქვენ ასევე აღმოაჩენთ რომ, როდესაც ნაქსოვ ტანსაცმელს საცავიდან ამოიღებთ, ის მზად იქნებიან ტარებისთვის, დამატებითი ზრუნვის გარეშე.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

 

 როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი საყვარელი სვიტერი არ აიკვირწლოს?

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საყვარელი სამოსის დაკრგვა, რადგან ნაქსოვებს ხშირად ახასიათებთ დეფორმაცია, ერთგვაროვანი ბუსუსების წარმოქმნა და კვირწლი. 

მაშინ, როდესაც ტექსტილის ბოჭკოები იშლება, იქმნება ქსოვილის პატრა ბუსუსები, რომელიც სრულად უკარგავს შესახედაობას ჩვენს სამოსს. ეს მისი ყოველდღიური ტარებისა და მოხმარების შედეგია. ბუსუსები, ძრითადად, იმ ადგილებში უჩნდება ნაქსოვს, სადაც ტანსაცმელი ყველაზე ხშირად ეხახუნება თქვენს კანს (მაქალითად, მკლავის ან იდაყვის ქვეშ) ან ეხება ქსოვილის სხვა ფენას( მაგალითად, ქურთუკს ან პალტოს).

როგორც წესი, ეს პროცესი მწვავდება და კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება გარეცხვის შემდეგ, რადგან სარეცხი მაქანის რეცხვის ნებიემიერი რეჟიმი გატეხილ ბოჭკოებს კიდევ უფრო დააზიანებს. როგორც ნატურალური, ასევე სინთეზური ნაქსოვი მიდრეკილია ამ პროცესისაკენ, ამიტომ მათ დასაცავად საუკეთესო გამოსავალია:

    • ტანსაცმლის შიდა მხრდან ხელით რეცხვა
    • მხოლოდ დელიკატური, თხევადი სარეცხი საშუალებით რეცხვა
    • გარეცხვა დაშვებულია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და არა ყოველი მოხმარების შემდეგ.
    • ყურადღება მიაქციეთ, რასთან ერთად ატარებთ ნაქსოვს, მაგალითად თუ თქვენ სვიტერს უხეში ჯინსის ქურთუკთან ერთად მოირგებთ, ის აუცილებლად, უარყოფთად იმოქმედებს მასზე.
    • არ ეცადოთ ბუსუსების ხელით მოცილებას, რადგან ეს პროცესი კიდევ უფრო დააზიანებს ქსოვილის ბოჭკოებს.

სარეცხ მანქანაში გარეცხვას სხვა ნაქსოვებისგან განსხვავებით, კარად იტანს აკრილი, თუმცა მაინც გაითვალისწინეთ ეს დამატებითი რჩევები:

    • ნაქოვი ტანსაცმელი გადააბრუნეთ  და შიდა მხრით გარეცხეთ.
    • არ გამოიყენოთ ქსოვილის დამარბილებელი, რადგან ის კიდევ უფრო მგრძნობიარეს გახდის ნაქსოვის ბოჭკოებს.
    • აუცილებლად, გამოიყენეთ რეცხვის ნაზი/დელიკატური ციკლი

სწორედ ამიტომ, თქვენი მეტი კომფორტისათვის BLACK-ი ხშირად გვანებრივებს ნაქსოვი ქსოვილის აკრილის შემადგენლობით:

 

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

    როგორ გავაშროთ ნაქსოვი სწორად?

      • არ გამოიყენოთ არანაირი საშრობი და ხელოვნური საშუალება, რომ არ დააჩქაროთ ნაქსოვი ბოჭკოების დატკეპნა და ბუსუსების გამოყოფა
      • მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა დაიცვათ ნაქსოვის ფერი გახუნებისგან.
      •  ნაქსოვის გასაშრობად საუკეთესო გზა ბუნებრივი ტემპერატურაა

    როგორ გავაუთოვოთ ნაქსოვი?

      • დააუთოვეთ მხოლოდ აუცილებლობლობის შემთხვევაში
      • გამოიყენეთ მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურა
      • იქონიეთ სუფთა ქსოვილი, რომელსაც მოაქცევთ ნაქსოვსა და უთოს შორის

     

    პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

    ვიმედოვნებთ, მოცემული ბლოგი საინტერესო, გამოსადეგი და ინფორმაციული იქნება თქვენთვის. BLACK-ის ნაქსოვი კოლექცია

     

     

       

      Back to blog