2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი შესანიშნავი მომეტი აღმოჩნდა ლეოპარდის პრინტისთვის, სამოსით დაწყებული, აქსესუარებით დამთავრებული. ლეოპარდის ნიმუშით მოხიბვლა, შეიძლება აიხსნას მასთან დაკავშირებული მახასიათებლებით - ველურობითა და დამოუკიდებლობით. ამჟამინდელ მოდის სამყაროს კონტექსტში, სადაც აქცენტი კეთდება ინდვიდუალურობასა და თვითრეალიზაციაზე, მოცემული ცხოველური პრინტი გვთავაზობს პლატფორმას, რომ ეს ფასეულობები ხილული გახდეს.
და მაინც, შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ ლეოპარდის პრინტი ვერ ითანამშრომლებს მინიმალისტურ ესთეტიკასთან, რომელიც ახლა ასეთი პოპულარულია.
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
ლაქებინი პრინტი გამსჭვალული იყო უამრავი მნიშვნელობით, ის ასოცირდებოდა გლამურთან, ძალასთან, ელეგანტურობასთან და როკ-ენ-როლთან. ახლა კი ის კვლავ დაბრუნდა გარდერობებში სრულიად ახალი სიცოცხლით, თუმცა ზუსტად იმავე ვიზუალით, Jacquemus, Zimmermann, Celine, Rabanne და სხვათა სარტორული მხარდაჭერის შემდეგ.
როგორ მოვირგოთ ლეოპარდის პრინტი?
BAZAAR Australia - ის რედაქტორი ევან ბელი განმარტავს: "ვფიქრობ ჩვენ ვართ "ირონიული მოდის" დიდ პერიოდში, რომელიც საშუალებას გაძლევთ ატაროთ ნივთები ორაზროვანი გზით. ყველას აინტერესებს, სერიოზული ხართ თუ ირონიული. და როგორი მშვენიერია, როდესაც იცით, რომ თქვენი ჩაცმულობა ხალხს აფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ ლეოპარდის პრინტი ხელახლა გამოჩნდა, როგორც მინიმალისტური გარეგნობის ასამაღლებელი დეტალი. მას ვერ ვუწოდებთ ნეიტრალურს. ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის იქნება "გმირის" ტექსტურა, როგორც არ უნდა ააწყოთ ლუქი."
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
1. მკვეთრი ტონები - ლეოპარდს განსაკუთრებულად უხდება ნათელი წითელი
ბელი დასძენს, რომ ლეოპარდის მრავალტონიანი პრინტი სულაც არ გვაიძულებს, ნეიტრალურ ტონალობებთან კომბინაციაში მოვირგოთ: " ლეოპარდი მშვენივრად გამოიყურება სხვა ნათელ ფერებთან და ტექსტურებთან ერთად. მაგალითად, წითელი საკმაოდ კლასიკურია, ან ცაცხვისფერი მწვანე და ლიმონისფერი ყვითელი. ეს იქნება გაბედული და ძალიან თანამედროვე ვიზუალი".
2. ნეიტრალური ტონები - ჰარმონიული ვიზუალი
ლეოპარდის ვიზუალი ჩაცმულობაში საშუალებას იძლევა გამოხატო შენი დამოკიდებულება: თუკი მას ნაიტრალურ ტონებთან ან იმ ელფერებთან ატარებ, რომლებიც თავად პრინტს ურევია, ესეიგი ელეგანტურობას ანიჭებ უპირატესობას. ასე შენ ჰარმონიულ და დახვეწილ ვიზუალს მიღებ:
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
ხოლო მკვეთრ ტონებთან კომბინაციაშე შენ ფერებით იწყებ თამაშს და შენს ხასიათსა და შემოქმედებით ხედვას გამოხატავ.
3. მეტალის დეკორაციები
ბელი ასევე გვირჩევს, რომ საღამოს ჩაცმულობისთვის, ლეოპარდთან გამოვიყენოთ მეტალის დეკორაციები:
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
4. ჯინსი - უკვდავი ქუჩის სტილისთვის
ასევე გავახალისოთ მასიური ნაჭრები, როგორიცაა ჯინსის ან სრულიად შავი ფერის ქვედაბოლოები ან შარვლები:
პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს
5. ტყავი - ორი ბუნებრივი ტექსტურის კომბინაცია
კიდევ ერთი იდეალური ტექსტურა, მცემულ ვარსკვლავურ პრინტთან, არის ტყავი! - თავად შეაფასე!
ზაფხულის ცხელ დღეებში კი ლეოპარს შეგიძლია ტყავის ჩანთა ან და ფეხსაცმელი შეუფერო.