როგორ გავხადოთ ვალენტინობის დღე ჯადოსნური?

როგორ გავხადოთ ვალენტინობის დღე ჯადოსნური?

სადღესასწაულო ზეიმების შემდეგ, ახალი წლის დასაწყისში, ყველს გვაქვს რამდენიმე საზარელი თვე, რომელიც გვიჩენს სტილში ჩარჩენის შეგრძნებას. ასე რომ, თუ თქვენ მოწყურებული ხართ ახალ სამოსს და გიჟურად ეძებთ სიახლეს თქვენს სტილსა თუ გარდერობში, 14 თებერვალი შესანიშნავი დროა, მისცეთ თავს უფლება ატაროთ განსაკუთრებული სამოსი, გამოხატოთ და საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. 

შესაძლოა, ვალენტინობის დღე გახდეს კიდევ ერთი დღესასწაული და სამუდამოდ აღიბეჭდოს თქვენს მეხსიერებაში. თანაც, სიყვარული ყველაზე დიდი მიზეზია, რომელიც უნდა აღინიშნოს.

ჩვენ, როგორც მოდის პლატფორმა, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ამ დღისთვის შესაბამის სამოსზე და ვეცდებით დაგეხმაროთ რთული საკითხის გადაწყვეტაში, თუ რა იქნება ის განსაკუთრებული, რითიც შეიმოსებით ვალენტინობას.

მაშინ, როდესაც თებერვლის სუსხიანი დღეები მზიანი და ნათელი ამინდებით არ გამოირჩევა, განწყობის ამაღლებაში სწორად შერჩეული სამოსი უნდა დაგეხმაროთ. ჩვენ კი წარმოგიდგენთ ყველაზე შესაფერის ერთეულებს, ყველა დეტალის გათვალისწინებით.

ვალენტინობის დღის ფერები

დარწმუნებული ვარ, შეგინიშნავთ, რომ სიყვარულის დღისათვის მიძღვნილი ყველა ბრენდული კოლექცია, ბანერები და სასაჩუქრე შეფუთვები ძირიადად სამი ტონალობით იფერება:

 

ვალენტინობის დღის აღნიშვნის ტრადიციას მრავალი ლეგენდა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ამბავი მღვდლის, წმინდა ვალენტინის შესახებ, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა III საუკუნეში იმპერატორის ბრძანების წინააღმდეგ, ახალგაზრდა წყვილების დაქორწინების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციები და ისტრიები წლების განმავლობაში იცვლებოდა, ყვავილების ან სასაჩუქრე შეფუთვებისა და ბარათების ძირითადი ფერები იგივე დარჩა.

მოდი ვისაუბროთ ამ სამი ფერის - წითელის, ვარდისფერისა და თეთრის მნიშვნელობაზე.

წითელი

 წმინდა ვალენტინის სიკვდილით დასჯის გამო, (ლეგენდის თანახმად თავი მოჰკვეთეს) წითელი, როგორც სისხლისა და გულის ფერი, თავგანწირვასთან ასოცირდება. ამავდროულად ეს ტონლობა დაკავშირებულია მრავალ ემოციასთან და მდგომარეობასთან: ბრაზი, ვნება, სიყვარული, აგრესია.

იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში წითელი სიყვარულის, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის ფერად არის აღიარებული, როგორც ჩინეთსა ან/და ინდოეთში, პატარძლები ამ ტონალობის კაბებით იმოსებიან.

ყველაზე მაღალი სიხშირის ფერთა რიგებში წითელი მოწინავე ადგილს იკავებს, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ მისგან შექმნილ სამოსს სექსუალურად და მიმზიდველად.

ის, რაც თქვენი სიყვარულის დღეს ჯადოსნურობას შესძენს კაბაა, ზუსტად ისე, როგორც კონკიას ზღაპარში. თუკი თქვენთვის პრიორიტეტი დახვეწილი მიმზიდველობა და სექსუალური ლუქია, მაშინ არჩევანი წითელ ფერზე უნდა შეაჩეროთ, თანაც შეხედეთ, რამდენად საუცხოო მოდელებს გთავაზობთ BLACK-ის კოლექციიდან.

კაბა რომელიც შექმნის თქვენს ყველაზე მცხუნვარე საღამოს:

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
მინი სიგრძის კაბა, რომელშიც შერწყმულია წითელი ფერის ცეცხლოვანება და აბრეშუმის ჰაეროვნება:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ლაკის წითელი ქვედაბოლო და ქურთუკი კომბინაციაში ძალიან მიმზიდველი გამოვიდა:
ქვედაბოლო: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ქურთუკი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ვარდისფერი

 ვარდისფერი ნაზავია წითელისა და თეთრის, ანუ სიყვარულისა და სიწმინდის. სწორედ იმიტომ, რომ ეს ტონლობა შექმნილია თეთრისა და წითლის შერევით, ის ესთეტიკურად კარგად გამოიყურება ამ ორი ფერის გვერდით. მისი მნიშვნელობა კი სიყვარულის დღისთვის გამოხატულია, როგორც "წმინდა სიყვარული".

თუ გსურთ იყოთ რომანტიკული, მაგრამ არა მეტისმეტად, ეს კლასიკური მიდგომა საღამოს პაემანზე გამარჯვებული იქნება. თუკი ვარდისფერზე გადაწყვიტეთ არჩევანის შეჩერება, შეხედეთ BLACK-ის აბრეშუმის თვალისმომჭრელ ორეულს, უახლესი კოლექციიდან, რომელიც მომდგარი კაბითა და დახვეწილი დეკოლტის ჭრით, უზრუნველყოფს თქვენს სიკაშკაშეს მთელი საღამოს განმავლობაში:

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
მეგობრებთან ერთად ბრანჩისთვის ემზადებით? - მაშინ სწორედ ისეთი ნეიტრალური სამოსი დაგჭირდებათ, როგორიც თავად ვარდისფერია, არც მეტისმეტად სექსუალური და არც ზედმეტად კლასიკური. შეუძლებელია ვარდისფერზე ვისაუბრუთ და არ ვახსენოთ ყველაზე დახვეწილი, სოლიდური და ამავდროულად, ჰაეროვანი ტვიდის ორეული:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
საღამოს რომანტიკული ვახშამი წარმოუდგენელია აბრეშუმის დახვეწილი  კაბის გარეშე, რომელიც შექმნის თქვენს დაუვიწყარ საღამოს და შეჰმატებს მას ესთეტიკურად გამორჩეულ ვიზუალს.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

თეთრი

თავისთავად, თეთრი ასოცირდება სიწმინდესთან, ამ ტონალობის ვარდები კი თავმდაბლობისა და ერთგულების სიმბოლოა და გამოხატავს ღირებულ კომპონენტს ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობისათვის.

რატომ იმოსებიან თეთრი კაბებით პატარძლები? - ეს პრაქტიკა, დაახლოებით, 2000 წელზე მეტს ითვლის, სწორედ იმიტომ, რომ თეთრი წმინდაა, სუფთაა და ამავდროულად ასოცირდება ვესტასთან, კერის, სახლისა და ოჯახის ქალღმერთთან , რომელსაც ემსახურებოდნენ ტაძრის მღვდლები, გამორჩეული თეთრი სამოსით გამოწყობილნი.

თუკი 14 თებერვალს სოლიდურ ვახშამს განიხილავთ და გსურთ საოცრად დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, შეგიძლიათ სიწმინდისა და ერთგულების ფერი მოირგოთ. მოცემული კაბა-პიჯაკი BLACK-ის უახლესი კოლექციიდანაა წარმოდგენილი და თავს იწონებს მორგებული ე.წ. ჭკვიანი დგომითა და ულამაზესი ზომიერი დეკოლტის ჭრით.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ასევე უახლესი კოლექციიდან, წარმოგიდგენთ მიდი სიგრძის საოცარ ნაქსოვ კაბას, რომელიც წელვადი ქსოვილის დახმარებით იდეალურად ერგება ნებისმიერ სხეულის ფორმას და ხაზს უსვამს მას: 
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ახლა კი, მინი კაბების მოყვარულებისათვის, წარმოგიდგენთ განსაკუთრებული დიზაინის თხელ ნაქსოვ კაბას, რომელიც ვერცხლისფერ აქსესუარებთან ერთად თვალისმომჭრელ ლუქს ქმნის:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ბლოგზე დაბრუნება