რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე: სრული გზამკვლევი

რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე: სრული გზამკვლევი

ერთად მოვემზადოთ...

ვერ გავექცევით სიმართლეს, იმის შესახებ, რომ პირველ შთაბეჭდილებას
ვიზუალი ახდენს. დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ პოტენციური დამსაქმებლის სიმპათია პირველი შეხვედრისას. რადგანაც ვიზუალური ენა ბევრის მთქმელია და თქვენს პიროვნებასა და გემოვნებას უსვამს ხაზს. 

ინტერვიუსთვის შესაფერისი სამოსის შერჩევა, ზოგჯერ, ისეთივე სტრესულია, როგორც თავად ეს სიტუაცია. ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს, როგორ უნდა შეიმოსოთ პირველი და შემდგომი გასაუბრებებისთვის, რათა გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ.

სტატისტიკის მიხედვით, პირველი შთაბეჭდილებების 55% განისაზღვრება იმით, თუ როგორი ჩაცმულობით წარსდგებით დამსაქმებლის წინაშე. მენეჯერთა 65% კი ამბობს, რომ სამოსი შეიძლება იყოს გადამწყვეტი ორ მსგავს კანდიდატს შორის.

კომპანიის კულტურის კვლევა და ინფორმაცის ცოდნა თქვენი ძალა იქნება, ამიტომ მათი სოციალური პლატფორმებიდან შეეცადეთ გაარკვიოთ ყველაფერი მათ შესახებ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ის, თუ როგორი სტილით იმოსებიან თანამშრომლები ან აქვთ თუ არა დრესკოდი. ჩვენი სახელმძღვანელოს ეს ნაწილი მოიცავს ტანისამოსის შესაბამის სტილებს ორი სხვადასხვა ტიპის ინტერვუსთვის.

  • ფორმალური ბიზნეს გარემო

ფორმალური ბიზნეს გარემოს შემთხვევაში, თქვენი ჩაცმულობა სწორედ ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ეს გარემოა, ანუ ფორმალური და ოფიციალური. ეს გაიდლაინები კი სწორად ჩაცმაში დაგეხმარებათ:

1. დარწმუნდით, რომ კოლგოტი იყოს განსაკუთრებული დიზაინის გარეშე. თუ ქვედებს უპირატესობას ანიჭებთ, მოირგეთ მუქი ფერის ქვედაბოლო. გაითვალისწინეთ, რომ ის არ იყოს მუხლს ზემოთ სიგრძის. რაც შეეხება შარვალს, თქვენი გარდერობიდან ყველაზე დახვეწილი, კლასიკური, მუქი ფერის ერთეული აარჩიეთ, როგორიც ეს უკანასკნელია:

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

 

2. გაითვალისწინეთ, მჭიდრო, მორგებული პიჟაკი ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე ე.წ. ოვერსაიზ სამოსი.

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

 

3. დახურული ფეხსაცმელი, 2-6 სმ-მდე ქუსლის სიმაღლით საუკეთესო არჩევანია, ასევე ეცადეთ ბლუზა ან პერანგი, რომლის ჩაცმასაც გადაწყვეტთ, იყოს მყარი და მჭიდრო დგომის სხეულზე:

  • აუცილებლად დააბალანსეთ დეკოლტის შეხსნა.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

4. შეგიძლიათ დაამატოთ აქსესუარები მცირე რაოდენობით, საუკეთესო არჩევანი, ამ შემთხვევაში ქამარი იქნება, რომელიც მეტ სოლიდურობასა და სწორ შტრიხს შესძენს თქვენს ლუქს:

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

5.მოერიდეთ დიდ ჩანთებს, უპირატესობა მიანიჭეთ მცირე ზომის ხელ ან მხარჩანთას.

  • შემთხვევითი გარემო

როდესაც თქვენს კანდიდატურას დამსაქმებელს კაფეში ან ტანსაცმლის ბუტიკში, რომელიმე პოზიციაზე სამუშაოდ სთავაზობთ, ეცადეთ შემთხვევით შერჩეული ლუქით არ წახვიდეთ და გააზრებულად აირჩიოთ ნეიტრალური, თუმცა არც ისე ოფიციალური სტილი, როგორიც წინა შემთხვევაში განვიხილეთ.

1. ჩაიცვით მომდგარი დგომის შარვალი ან მუქი ფერის, მორგებული ჯინსი:

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

2.მოირგეთ მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლო, დასაშვებია უფრო მოკლეც - მინი სიგრძის.

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

3.ჩაიცვით დახურული ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე. აირჩიეთ კარგად მორგებული ბლუზა ან პერანგი. ბლუზის შერჩევის შემთხვევაში განიხილეთ სადა, დახვეწილი ერთეული:

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

4. ასევე, ამ შემთხვევაში, საშუალება გაქვთ არჩევანი კარდიგანზე-ჟაკეტზე შეაჩეროთ, რომელიც შექმნილი იქნება ერთ, მაქსიმუმ ორ ფერში და შეერწყმება თქვენს საერთო ლუქს:

ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.

5. შემთხევითი გარემოების სიტუაციაში, თქვენ აღარ ხართ შეზღუდული აქსესუარების მორგების მხრივ, საშუალება გეძლევათ გაზარდოთ მათი რაოდენობა და მაინც შესაბამისად გამოიყურებოდეთ.

  • ჩაცმა წარმატებისთვის - მოემზადეთ შემდეგი ინტერვიუსთვის

ზემოაღნიშნული ინსტრუქციები დაგეხმარებათ აირჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც შესაფერისია კონკრეტული ინტერვიუს სიტუაციისათვის. თუ თქვენ ყიდულობთ სამოსს გასაუბრებისათვის, უკეთესი იქნება შეიძინოთ ერთზე მეტი ნაკრები. დაიცავით იგივე პრინციპები, მაგრამ შეცვალეთ თქვენი კოსტუმები სხვა პერანგით, ქვედაბოლოთი ან შარვლით. მეტი ნაკრები დაგჭირდებათ, თუ კი ერთ პოზიციის ინტერვიუზე რამდენჯერმე მოგიწევთ მისვლა.

გახსოვდეთ, პირველი შთაბეჭდილება მუდმივი შთაბეჭდილებაა.

  • ზოგადი რჩევები გასაუბრებისათვის:
  1. ოთახში შესვლისას ნუ დაიწყებთ მის დათვალიერებასა და ფანჯრისკენ ან კარისაკენ მზერის მიპყრობას, თვალებით მხოლოდ უფლებამოსილ პირებს ეკონტაქტეთ.
  2. თუ კი, კომპანიის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობთ და მოგწონთ, გამოხატეთ სიმპათია და აგრძნობინეთ მათ თქვენი კეთილგანწყობა.
  3. ნერვიულობამ ხელი არ შეგიშალოთ, რომ გასაუბრება იდეალურად დაასრულოთ. ბოლო ეტაპზე დაელოდეთ უფლებამოსილ პირს, რომ წამოდგეს და გაგაცილოთ.
  4. როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, წამოსვლისას, აუცილებლად, გადაუხადეთ მადლობა დათმობილი დროისთვის იქ მყოფ თანამშრომლებს.

 

 

 

 

 

ბლოგზე დაბრუნება