Y2K (ასევე ცნობილია, როგორც Kaybug ან Cybercore) არის ესთეტიკა, რომელიც გავრცელებული იყო პოპკულტურაში, დაახლოებით 1997 წლიდან 2004 წლამდე. ეს არის 21-ე საუკუნის დასასრულამდე ადამიანთა სტილი, ჩაცმულობა და ჩვევები. 2020-იან წლებში, ანუ აწმყოში, Gen Z პოპულაციის რჩეული.
Gen Z მოდის ტენდენციები მოიცავს სტილს, როგორც პიროვნული გაძლიერებისა და გამოხატვის საშუალებას. იყენებს ტანსაცმელსა და აქსესურაებს, როგორც საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატულებას.
ეს ტენდენცია პუპულარული ხდება მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის, ნოსტალგიის მიმზიდველობისა, ხელმისაწვდომობისა და მიმდინარე კულტურულ კლიმტთან შესაბამისობის გამო.
ნათელია, რომ Y2K მოდა დაბრუნდა და ის აქ დარჩება კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში. ფუტურიზმის, ახალგაზრდული ენერგიისაა და თამამი არჩევანის მძლავრმა ნაზავმა მყისიერად აქცია 2000 წლის მოდა მასიურ ჰიტად.
1. ორნამენტები
ეს სწორედ ის მშვენიერი დეტლია, რომელიც მოდისა და ტანსაცმლის სამყარომ მემკვიდრეობით წარსულიდან მიიღო. ორნამენტები საშუალებას იძლევა ლუქში დამატებით რამდენიმე ტონალობა შემოიტანო და თანაც, ეს ისე გააკეთო, რომ დახვეწილობის ელფერი არ დაკარგო:
დააკლიკე ფოტოს
2. პულოვერი
მოემზადე, ნაქსოვები ამ შემოდგომის ტრენდების სათავეში მოექცევიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, პულოვერი. ასევე არანაკლებ პოპულარული იქნება სამოსი, რომელიც პულოვერის ინსპირაციითაა შექმნილი, მით უმეტეს, თუ ის ოვერსაიზ მორგებითაა წარმოდგენილი:
დააკლიკე ფოტოს
3. დაბალი წელი
Y2K ტენდენცია წარმოუდგენელია დაბალწელიანი, კარგო ჯინსების გარეშე და არა მხოლოდ ჯინსების, ნებისმიერი ქსოვილისაგან შექმნილი ამ ტიპის ქვედები აქტუალობას არც ამ სეზონზე დაკარგავს:
დააკლიკე ფოტოს
4. პლისები
სეზონი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია პლისებიანი ქვედების გარეშე. რომლებიც 90 და 2000-იანი წლების ნამდვილი აღმოჩენაა, მისით ყველაზე ტრენდული ქუჩის სტილის შექმნა შეგიძლია:
დააკლიკე ფოტოს
5. ოვერსაიზ სვიტერი
ოვერსაიზ მორგებამ არა მხოლოდ კომფორტი შექმნა, არამედ დამახასიათებელი ესთეტიკური ვიზუალიც, სწორედ ამიტომ, ის საკმაოდ დიდი ხანია ტრენდების სათავეშია და მოცემულ სეზონზეც ამას უნდა ველოდეთ:
დააკლიკე ფოტოს
6. ჟილეტი
შესაძლოა არც კი იცოდე, რომ ჟილეტები სწორედ იმ მონაკვეთში იპყრობს პოპულარობის მწვერვალებს, რომელსაც Y2K მოიცავს. ისინი ისე მყარად შემოვიდნენ მოდის სამყაროში, რომ არა მხოლოდ ამ შემოდგომით, არამედ კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში, მოთხოვნადები იქნებიან.
დააკლიკე ფოტოს
7. რეტრო სნიკერსები
რეტრო სნიკერსი იმ კედს ეწოდება, რომელიც განსაკუთრებული და თანამედროვე დიზაინი გარეშე იქმნება. მისი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ უხდება ყველადერს, რასაც ქუჩის სტილისთვის მოირგებ:
დააკლიკე ფოტოს