რატომ აგები?

რატომ აგები?

რატომ აგები?

  • როგორც კი ხელში დაიჭერ ან და მორგებ აგებს ყველაფერი შეიცვლება, ის მძიმე ჩექმა, როგორც მანამდე გეგონა, მაშინვე გახდება  მსუბუქი ფეხსაცმელი.
  • შესანიშნავია, როდესაც სახლის გარეთაც ისეთი კომფორტული, ფეხსაცმელები გაცვია, როგორიც "ჩუსტებია".

  • აგები, როგორც წესი, ცხვრის ტყავისგან მზადდება. ეს არის იდეალური მასალა ჩექმის დასამზადებლად. რატომ ცხვრის ტყავი? - ეს არის ბუნებრივი იზოლატორი, რომელიც ფეხებს თბილ დღეებში სიგრილეს უნარჩუნებს, ცივ დღეებში კი სითბოს. ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე შთანთქავს ზედმეტ ტენიანობას, ამიტომ აგების ტარება, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ნამდვილი ფუფუნებაა.

    • ყველაფერთან ერთად, ისინი სასიამოვნო  და ზამთართან ასოცირებულ მყუდრო ვიზუალს ქმნიან, განსაკუთრებულად წინდებთან და მაქმანებთან კომბინაციაში.

      საინტერესოა, რატომ ჰქვია აგებს "UGG"?

      • ფრენკ მორტალი ამტკიცებს, რომ მან, მის მიერ შექმნილ ცხვრის ტყავისგან შექმნილ ჩექმებს 1958 წელს "UGG BOOTS" დაარქვა, მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ კომენტარი გააკეთა, რომ ფრენკის მიერ შექმნილი ჩექმები ძალიან "UGLY" იყო.

      პ.ს. აგის თანამედროვე ვერსიები, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებულია.

      რასთან ერთად შეიძლება მოვირგოთ აგები? - სტილის ინსპირაცია:

      1. ყველაზე პოპულარული ტანდემი, ერთი და იმავე ტონალობაში გადაწეყვტილი ქურთუკი და აგები:

      სანტერესო ფაქტი: აგებს ყველანაირი ტიპის ჯინსის შარვალი უხდება, გამოსცადე თავად: 

       

      2. ყველაზე სოლიდური და თბილი კომბინაცია: იმავე ტონლობის პალტოსთან დუეტი და უამრავი აქსესუარი გრადაციულ ელფერებში:

      3. ტყავთან ტანდემი:

      4. განსაკუთრებულია მინი სიგრძის, წინდებისა და აგების მიერ შექმნილი ვიზუალი:

      როგორ ფიქრობ, არსებობს, რამე ქუჩის და ქეჟუალ სტილიდან, რაც აგებს არ უხდება? 

       

      ბლოგზე დაბრუნება