რას გატყობინებს შენი სამოსის ეტიკეტი? წესები, რომლის ცოდნით ტანსაცმელს უკეთ დაიცავ და შეინარჩუნებ

რას გატყობინებს შენი სამოსის ეტიკეტი? წესები, რომლის ცოდნით ტანსაცმელს უკეთ დაიცავ და შეინარჩუნებ

მშრალი წმენდა ე.წ. "ქიმწმენდა"

  • თუ მოვლის ეტიკეტზე აღმოაჩენ პატარა წრეს (იხ.ფოტოზე პირველი სიმბოლო) ესეიგი მწარმოებელი ამბობს, რომ ამ სამოსის ქიმიით გაწმენდა სრულიად შესაძლებელია.
  • თუ წრეში არის პატარა ლათინური ასო, ეს მიუთითებს იმ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელიც უნდა გამოიყენო კონკრეტული ქსოვილის გასაწმენდად. (იხ. ფოტოზე მეორე სიმბოლო)
  • წრის ქვემოთ ზოლი და მისი რაოდენობა მიუთითებს სიფრთხილის ზომებზე, რომელიც უნდა მიიღოს ქიმწმენდამ მოცემულ სამოსთან მიმართებაში. ( იხ. ფოტოზე მესამე და მეოთხე სიმბოლო)
  • თუ წრე გადახაზულია, ესეიგი მწარმოებელი იტყობინება, რომ  მოცემულ პროდუქტთან მიმართებაში ქიმწმენდა დაუშვებელია. ( იხ. მეხუთე სიმბოლო)

დაუთოება

  • თუკი ეტიკეტზე უთოს სიმბოლოს არ აქვს წერტილები, მაშინ მოცემული სამოსის დაუთოვება შეგიძლია ნებისმიერ ტემპერატურაზე. (იხ. ფოტოზე პირველი სიმბოლო)
  • უთოს სიმბოლოზე მეტი წერტილი მიუთითებს სითბოს ტემპერატურაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას:
  1. 1 წერტილი: დელიკატური: აბრეშუმი და მატყლი (დაბალი ტემპერატურა)
  2. 2 წერტილი: სინთეტიკა ( ხელოვნური ქსოვილი) (საშუალო ტემპერატურა)
  3. 3 წერტილი: ბამბა (მაღალი ტემპერატურა)

(იხ ფოტოზე მეორე სიმბოლო)

    • თუკი უთოს სიმბოლოს ქვემოთ აქვს რამდენიმე ხაზი, ნიშნავს რომ დაუთვებისას უნდა გამოიყენოთ ორთქლი. ( იხ. ფოტოზე მესამე სიმბოლო)
    • თუ უთოს სიმბოლო არის გადახაზული, მწარმოებელი გატყობინებთ, რომ ნივთი დაუთოვების შემთხვევაში დაზიანდება. დაუთოვება აკრძალულია. (იხ. ფოტოზე მეოთხე სიმბოლო)
    • ორთქლის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამოსზე აღნიშნულია მეხუთე სიმბოლო.

    გაშრობა

    • თუ მოვლის ეტიკეტზე აღნიშნულია წრე კვადრატში, ნივთის გაშრობა შესაძლებელია მაღალ ნებისმიერ ტემპერატურაზე. (იხ. ფოტოზე პირველი სიმბოლო)
    •  სიმბოლოზე მეტი წერტილი მიუთითებს ტემპერატურაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას:
    1. 1 წერტილი: დაბალი ტემპერატურა
    2. 2 წერტილი: საშუალო ტემპერატურა
    3. 3 წერტილი: მაღალი ტემპერატურა

          (იხ. ფოტოზე მეორე და მესამე სიმბოლო)

          • თუკი გაშრობის სიმბოლო გადახაზულია, ნივთთან მიმართებაში ხელოვნური გაშრობის ხერხების გამოყენება დაუშვებელია. ( იხ. მეოთხე ფოტო)

          ხელით რეცხვა

          • თუ შენს სამოსზე აღნიშნულია პირველი სიმბოლო, მაშინ მწარმოებელი გატყობინებს, რომ მოცემლი ნივთი უნდა გაირეცხოს ხელით ან სარეცხი მანქანით დელიკატურ რეჟიმზე, არაუმეტეს 40°C.
          • გრეხილი სიმბოლო მიუთითებს, ხელით გაწურვის ნებართვაზე. ( იხ. ფოტოზე მეორე სიმბოლო)
          • თუკი გრეხილი სიმბოლო გადახაზულია - გაწურვა დაუშვებელია. ( იხ. ფოტოზე ემსამე სიმბოლო)

          მანქანით რეცხვა (სინთეტიკური რეცხვა)

          • პირველი სიმბოლო გატყობინებთ, რომ თქვენი ნივთი სრულიად უპრეტენზიოა მანქანით რეცხვაზე.
          •  სიმბოლოზე მეტი წერტილი მიუთითებს ტემპერატურაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას:
          1. 1 წერტილი: დაბალი ტემპერატურა
          2. 2 წერტილი: საშუალო ტემპერატურა
          3. 3 წერტილი: მაღალი ტემპერატურა
          •  სიმბოლოზე მეტი ზოლები მიუთითებს დატრიალების რაოდენობაზე, რაც უფრო მეტია ხაზი, მით უფრო ნაკლები დატრიალების რაოდენობა და სიჩქარე უნდა შეარჩიო.
          • თუკი სიმბოლო გადახაზულია, სინთეტიკური რეცხვა დაუშვებელია.
          კიდევ უფრო მეტი სიმბოლოსთვის, გამოიყენე ცხრილი:


                    ბლოგზე დაბრუნება