ნახე, რამდენად ერკვევი ტრენდებში - დააგროვე 10 ქულა

ნახე, რამდენად ერკვევი ტრენდებში - დააგროვე 10 ქულა

1. რომელი ფერი იპყრობს მაღალ და კომერციულ მოდას 2023-2024 წელს?

  1. ხაკისფერი
  2. ნარინჯისფერი
  3. ბორდოსფერი
  4. იისფერი

2. როგორი პერანგებია ტრენდში ამა წლის გაზაფხულიდან მოყოლებული?

  1. ჭრელი პრინტიანი
  2. ცისფერი თეთრი ზოლებით
  3. ძალიან გრძელი
  4. ნახევარმკლავიანი

3. ბოლო პერიოდის რომელი გახმაურებული ტენდენციაა კვლავ პოპულარობის მწვერვალზე?

  1. კორსეტი
  2. შარვლის ექსტრა-მაღალიწელი 
  3. მხრის დიდი ბალიშები
  4. ძალიან დახეული ჯინსები

4. მასიურად რა სიახლეა სხვადასხვა კომერციული ბრენდების უახლეს კოლექციებში, (რომელიც დისკოსთან ასოცირდება)?

  1. ჭარბობს ტვიდის კაბები
  2. ჭარბობს მეტალიკი ქსოვილები
  3. ჭარბობს "პრინცესული სტილი"
  4. ჭარბობს ყვითელი ფერი

5. რომელი ტენდენცია იყო გახმაურებული ამ წელს?

  1. Barbiecore
  2. Tenniscore
  3. old money
  4. ყველა პასუხი სწორია

6. რომელი ტონალობაა სულ მოდაში, რომელიც 2024-შიც დიდი მოთხოვნით მოგვევლინება?

  1. ფუქსია
  2. მუქი მწვანე
  3. შავი
  4. ცისფერი

7. რომელია ის ნოსტალგია, რომელიც მოდის სამყაროს სულ თან დაჰყვება და 2024-შიც მრავლად ვიხილავთ?

  1. 50-იანების ნოსტალგია
  2. 70-იანების ნოსტალგია
  3. 90-იანების ნოსტალგია
  4. 2010-იანის ნოსტალგია

8. გამოიცანი ქსოვილი, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და ყველა სეზონის კოლეციის ნაწილია.

  1. ტილო
  2. ხელოვნური ტყავი
  3. ბადე
  4. ჯინსი

9. ტრენდი, რომელიც კაბებს განსაკუთრებულად ალამაზებდა 2023-ში.

  1. დახეული დეტალები
  2. ყვავილები
  3. ღრმა დეკოლტე
  4. მოცულობითი მკლავები

10. ჩამოთვლილთაგან რომელი 90-იანების ტრენდი იყო და კვლავ იქნება შემდეგ წელს აქტუალური?

  1. უზარმაზარი მხრის ბალიშები
  2. ვილვეტის კოსტიუმები
  3. დაბალწელიანი ქვედები
  4. დიდი ყვავილების პრინტები

_________________________________________________________________

ნახე ფოტო პასუხები:

1.

ჟაკეტი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ქვედაბოლო: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

 

ტონალობა, რომელიც პოპულარობის სტარსტს 2023 წლის ბოლოს აიღებს და 2024-შიც შეინარჩუნებს მას, უდავოდ ბორდოსფერია, მისი "ამოტივტივება" მოდის სამყაროში "Quiet Luxury" ტენდენცის გამოღვიძებამ განაპირობა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წითლის ყველაზე ღრმა და ძლიერი ტონალობით დავტკბეთ.

2.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

ამ სეზონზე თეთრი პერანგებმი ცისფერმა ჩაანაცვლა, მასშტაბური პოპულარობა კი ამ ორი ტონალობის ნაზავმა მოიპოვა, რომელიც ვერტიკალური ზოლების სახითაა წარმოდგენილი.

     3.

    პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

     

    კორსეტთან შეგუება მანამ მოგვიწევს, სანამ წელისა და თეძოს გამოკვეთა აქტუალური იქნება. რატომაც არა? - ქალური ფორმების ხაზგასმა ხომ ასეთი მშვენიერია.

    4.

    პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

     

    2024 წლეს დომინირებს მეტალის ფერები, მოციმციმე ვერცხლიდან დაწყებული, მბზინავი ოქროთი დამთავრებული. მეტალიკები სამოსს გლამურულ ელფერს და ფუტურისტულ მიმზიდველობას ჰმატებს. ეს ტენდენცია შესანიშნავია მათთვის, ვინც ცდილობს თამამი და თვალწარმტაცი მოდური განცხადების გაკეთებას.

    5.

    მაისური: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
    ქვედაბოლო: პრდუქტის დაწვრილებით ნახვა

     

    ყველა პასუხი სწორია! ზაფხულში როდესაც გრეტა გერვიგის ფილმის "Barbie-ის" პრემიერა შედგა ჩვენს გარშემო ყველაფერი ვარდსიფერმა მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთი უკვე დიდი ხანია შთააგონებს მოდის სამყაროს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მისმა ესთეტიკამ განახლებული ინტერესი გამოიწვია პრეპი სტილი გავლენის გამო. ხოლო Old Money ეს ის კლასიკაა, რომელიც ყოველთვს ჩვენ გვერდითაა.

     6.

    პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

     

    რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ სხვა ტონალობების უპირატესობებზე, შავი ის ერთადერთია, რომელსაც ყოველთვის ირჩევს უმრავლესობა. ის პრაქტიკული, ელეგანტური და იდუმალია. მოკლედ, შავი იმდენად აღმატებულია, რომ მას არ სჭირდება მოდა, მოდას სჭირდება ის!

    7.

    პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

    როგორც წელს, ასევე 2024-შიც უნდა ელოდო 90-იანების მოდის ტენდენციებისაგან შთაგონებულ სამოსს, სხვადასხვა დეტალებს, რომლებიც ნოსტალგიური აღმოჩნდება ჩვენთვის.

    8.

    ქურთუკი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
    შარვალი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

     

    ერთხელ თვით ლეგენდარულმა ივ სენ ლორანმა თქვა: " ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ - იმას, რომ ჯინსი მე არ გამოვიგონე." - ეს სიტყვები სწორედ იმას მიანიშნებს, რომ გავლენიანი ჯინსი მანამ იარსებებს, სანამ მოდის სამყარო იქნება.

    9.

    პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

    სწორი პასუხია: ყვავილები! სამყაროს ის მშვენიერი ქმნილება, რომელიც ოდითგანვე შთააგონებდა მოდის სამყაროს.

    10.

     

    ქურთუკი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
    ტოპი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
    შარვალი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

     

    დაბალი წელი, ქვედაბოლოებზე, შარვლებსა და შორტებზე, ეს ის დეტალია, რომელსაც 2024-ში უფრო გამძაფრებულად უნდა ველოდოთ.

          Back to blog