შემოდგომის ფერები
- ნარინჯისფერისა და ყავისფერის სიყვარულის შესახებ
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ზოგიერთი ფერი იმდენად უპრეტენზიოდ ერწყმის ერთმანეთს და სასიამოვნოა თვალისთვის აღსაქმელად, რომ შესაძლოა, სულაც არ შეგინიშნავთ, თუ როგორ უხდებიან ისინი ერთმანეთს.
დღეს ვისაუბრებთ იმ ფერებზე, რომლებიც მალულად და შეუმჩნევლად ერწყმიან ერთმანეთს და თვალისთვის სასიამოვნო ვიზუალს ქმნიან.
სწორედ ასეთი ფერებია ნარინჯისფერი და ყავისფერი. რატომ ერწყმიან ისინი შეუმჩნევლად? - იმიტომ, რომ ორივე თბილ ფერთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამასთან ერთად, ნარინჯისფერი ყავისფერის ღია ტონალობაა.
ნარინჯისფერი ნეიტრალურ ფერთა რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ის არ არის ისეთივე უპრეტენზიო, როგორც თეთრი ან/და შავი. თუ ფიქრობთ რომელ ფერს შეუხამოთ ამ ფერის სამოსი, მაშინ ერთ-ერთი ყავისფერია.
ასევე, ულამაზესია ამ ორი ფერისგან შექმნილი პრინტის სამოსი:
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
რთული მისახედრი არაა, რატომ შევარჩიეთ სასაუბროდ ეს ტონალობები. გარშემო შემოდგომაა და გარემო მოფენილია თბილი ფერებით. თუ კი გსურთ, ვიზუალურად ერწყმოდეთ ამ ულამაზეს სეზონს, არჩევანი აუცილებლად უნდა შეაჩეროთ თბილ ფერებზე, რომლებიც ასე უხდება ერთმანეთს.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
- შავის,თეთრის და ყავისფერის გარდა, რომელ ტონალობებს უხდება ნარინჯისფერი?
ვისაუბროთ სხვა ფერებზეც, რომლებიც კარგად გამოიყურება ნარინჯისფერთან. ესენია წითელი და ყვითელი იმიტომ, რომ სწორედ ამ ორი ძირითადი ფერის შერევით მიიღება ის ულამაზესი მეორეულ ფერი, რომელიც ჩვენი საუბრის თემა გახდა.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
მოირგეთ ფორთოხლისფერი ჯინსთან კომბინაციაშიც, რადგან საოცრად ანათებს და აფერადებს ჯინსის ქსოვილს ეს უკანასკნელი, რომელიც 2022 წლის ზაფხლისა და შემოდგომის ტრენდულ ფერთა რიგში მოწინავე ადგილს იკავებს.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ხრიკი მათთვის, ვისთვისაც სამოსის შეფერება ყოველთვის პრობლემაა, მიმოიხედეთ გარშემო, ბუნებაზე კარგი ხელოვანი არავინ და არაფერია - იმ ტონალობებს, რომლებიც ერთად, კომბინაციაში შეუქმნია სამყაროს, შენც იდეალურად შეუფერებ (სწორედ ამ ხრიკს იყენებენ მაღალი მოდის დიზაინერები და კრეატიული ხელმძვანელები, უმეტესად მათი ინსპირაცია სწორედ ფლორა ან ფაუნაა). რას იტყვით ხეზე რომელიც ერთდროულად ნარინჯისფერი და მწვანე ფოთლებით შეფერილა? - ულამაზესი სანახავია ამ ორი ფერის კომბინაცია.
რჩევა: ეცადეთ, ნარინჯისფერი მოირგოთ თბილი ტონალობის მწვანესთან ერთად.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
ეს ფერთა კომბინაცია კი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, მათთვისაა, ვისთვისაც ფერადი სამოსის ტარება მნიშვნელოვანია. თუკი თქვენს ლუქში კონტრასტს ეძებთ, მაშინ გამოიყენეთ ნარინჯისფერთან ერთად ცისფერი/ლურჯი. რატომ? - იმიტომ, რომ ფერთა ბორბალზე ეს ორი ტონალობა ზუსტად ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული, რაც იმას ნიშავს, რომ ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო ფერებია.
ფოტო წარმოდგენილია Blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
- რამდენიმე ფაქტი ფორთოხლისფერზე
- ევროპასა და ამერიკაში გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ნარინჯისფერი ასოცირდება გართობასთან და ენერგასთან, სწორედ იმიტომ რომ ეს ტონალობა მაღალი ენერგიის ფერია, ხშირად გვხვდება სპორტული გუნდების ფორმებში.
- რატომ იყენებენ ნარინჯისფერს ხშირად რეკლამებში? - იმიტომ რომ ეს ტონალობა ყველაზე მეტად იქცევს ადამიანთა ყურადღებას, ეს ხრიკი შეგიძლია შენც გამოიყენო, თუ კი გსურს, ყურადრების ცენტრში ყოფნა.
- კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე გრძელი ტალღის ფერები იწვევს აღგზნების მაღალ დონეს, ეს ფერები კი წითელი და ნარინჯისფერია.