მოდა ბრუნავს: 90-იანი წლები

მოდა ბრუნავს: 90-იანი წლები

დღეს მოდაზე ფაქტია, რომ რაც ძველი იყო, ისევ ახალი გახდა...

ნოსტალგიამ ჰპოვა გზა და დაბრუნდა დღევანდელ მოდის ტენდენციებში. ტოპ დიზაინერებს ყოველთვის სურთ ყურადღების ცენტრში მოაქციონ, ამ მხრივ განსაკუთრებული, 90-იანი წლების სტილის ტრენდები. უდავოა, ამგვარი კრეატულობა, ძველი აქციო ახლად და 21-ე საუკუნის ღირსი გახადო ის, რაც 90-იანი წლების მოდის ეკლექტიკურ ატმოსფეროს გვახსენებს, დასაფასებელია.

ასე რომ, რადგან " 90-იანი წლების დაბრუნება", როგორც ტენდენცია ძლიერდება, მზად იყავით,  უფრო მეტი სიხშირით შეხვდეთ ყველაზე ნოსტალგიური პერიოდის გადმონაშთებს, თანამედროვე, დახვეწილი შტრიხების შერევით. ამ ხრიკის ხიბლი მდგომარეობს ორი სამყაროს სრულყოფილად შერწყმაში.

თუ გსურთ 2023-ში 90-იანი წლების სტილის ტენდენციები სრულად გაიმეოროთ, მაშინ იხილეთ საუკეთესო ნიმუშები ყველაზე მრავალფეროვანი ბრენდის, BLACK-ის კოლექციიდან:

1. დაბალწელიანი დგომა

Destiny's child's Best Fashion Moments

დაბალწელიანი ჯინსები 90-იანი წლებიდან არის IT girl-ის კლასიკა და მათი დაბრუნება სულაც არ არის გასაკვირი. ზემოაღნიშნული ფოტოდან მხოლოდ დაბალწელიანი ჯინსები არ დაბრუნებულა მოდაში. შეხედეთ ტოპებს, ბრჭყვიალა ქამრებს, წელის აქსესუარებსა და ფეხსაცმელებს, თქვენ ახლაც სიამოვნებით მოირგებდით თითოეულ მათგანს.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

BLACK-ის ეს დაბალწელიანი ჯინსი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციის შთაგონებითაა შექმნილი, დიდი ზომის ჯიბეები 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდური დეტალია სამოსში.

2. ზოლიანი ზედა

Fashion Highlight from Glamour. January, 1991
ჰორიზონტალური ზოლებისა და რამდენიმე ფერის კომბინაციისაგან შექმნილი მაისურები 90-იანებში პოპულარული ქუჩის სტილისთვის იყო. ზოლები ახლაც სახალისო საშუალებაა თქვენს გარდერობსა და ლუქში გარკვეული ფერის დასამატებლად.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
ასევე 90-იანებს უნდა ვუმადლოდეთ ნაქსოვ ზედებში სიახლეს, საყელოსთან ელვა შესაკრავის სახით. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია.

3. თავისუფალი სტილის კოსტიუმი

Christy Turlington; Photo by Rose Hartman
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოვერსაიზ კოსტიუმები 90-იანებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ეს ლამაზმანები იყო და ყოველთვის იქნება ტრენდების სათავეში. წავიდა ის დრო, როდესაც პიჯაკისა და შარვლის ორეულს "ძველ სკოლას" უწოდებდნენ, ახლა ის კვლავ სასურელია.
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

4. Varsity ქურთუკები

Cindy Crawford in Varsity jacket

მოდა დაბრუნდა ისევ დიდი ზომის სამოსის სიყვარულით. ბომბერის მოსასხამები კვლავ დღის წესრიგშია - ისევე, როგორც 90-იან წლებში. ე.წ. კოლეჯის ქურთუკები ახლა ყველაზე პოპულარული სპორტულ სამყაროშია, თუმცა მის გარეთაც არანაკლები სიყვარულით სარგებლობს.

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

5. JUICY სპორტული ორეული

Paris Hilton; Britney Spears;
ახლა კი, დროა ვისაუბროთ იმ საკულტო სპორტულ ორეულებზე, რომლებიც პოპ-კულტურის ლეგენდების საყვარელი სამოსი გახდა. ამ უკანასკნელის მორგების ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება და გვხვდება ყველგან, დაწყებული ქუჩის პაპარაცული ფოტოებიდან, დამთავრებული ვერცხლისფერ ეკრანებამდე. 
Juicy სპორტულების უნივერსალურობა ხავერდის ქსოვილში მდგომარეობს, რომელიც მას განსაკუთრებულობასა და 90-იანების ელფერს სძენს. ის, რასაც სხვაგან ვერ იშოვნით, BLACK-მა საკულტო ორეულის იდენტური წარადგინა, როგორც კლასიკური დიზაინით, ასევე თანამედროვე ვარიაციითაც.
ჩვენ ორივე მათგანს წარმოგიდგენთ:
 
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა

6. ტყავის ქურთუკი

Diana, Princess of Wales
90-იანების სახასიათო ტყავის ქურთუკები არამყარი დგომისაა. ის, როგორც მკლავის, ასევე ტორსის ცენტრალურ ადგილებში ფართე, გაბერილი მდგომარეობითაა წარმოდგენილი და ბოლოში მანჟეტით ბოლოვდება. ზუსტად ეს დეტალები სძენს მას განსაკუთრებულობასა და ნოსტალგიურ იერს. 
სწორედ 90-იანების ინსპირაციით შექმნილ, ასეთი დეტალების სამოსს წარმოგიდგენთ ჩვენი მრავალფეროვანი კოლექციიდან. გეგონებათ, თითქოს BLACK-ის ეს ქურთუკი პირდაპირ 90-იანებიდან გადმოგვაწოდეს:
პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
Back to blog