მოდა ბრუნავს: 2000-იანი წლები

მოდა ბრუნავს: 2000-იანი წლები

მოდის ინდუსტრიის მშვენიერება ის არის, რომ ტენდენციები ყოველთვის მეორდება. ის, რაც ოცი წლის წინ მოდური იყო, ხოლო მას შემდეგ, შენი გარდერობის უკანა მხარეს მოექცა, ახლა ისევ შეგიძლია საპატიო ადგილას დააბრუნო და მოირგო, რადგან კვლავ ტრენდულია. 

მაგრამ არ მოელოდო იმას რომ, რაც გეცვა 2000-იან წლებში ზუსტად ემთხეოდეს იმ სტილს, რომელსაც დღეს ვხედავთ ქუჩის თანამედროვე ტანსაცმელში. როდესაც "ძველი" ტენდენცები სცენაზე ახლის სახით ბრუნდება, ისინი არ არის დაკოპირებული, არამედ მოდერნიზებულია და მასში შერწყმულია ძველი და ახალი იდეა ერთად.

ის, რაც ფაქტია - მოდის დიზაინერები შთაგონებას ძველ ტენდენციებში პოულობენ და შემდეგ ახლებურად გვთავაზობენ მას.

ხუთი დღევანდელი ტრენდი 2000-იანი წლებიდან

________________________________________________________________

1. ჟილეტი

2000-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებით პოპულარული იყო ბრჭყვიალა ან მკვეთრი ფერის ჯილეტები, რომლებსაც მაისურთან ერთადაც ირგებდნენ და მის გარეშეც.
ჩვენ წარმოგიდგენთ ჟილეტს BLACK-ის კოლექციიდან, რომელიც ეხმიანება 2000 წლების ტენდენციას - მისი მორგება შესაძლებელია როგორც მაისურზე ან პერანგზე, ასევე მის გარეშც. თუმცა ძველისგან განსხვავებით, ის ბევრად სტრუქტურული და მორგებულია, მან ჩაანაცვლა პიჯაკები შესაბამის ქვედებთან კომბინაციით: 
ჟილეტი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
შორტი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
________________________________________________________________
2. ჯინსი ჯინსთან
2000-იანების ეს შესანიშნავი ესთეტიკა განსაკუთრებულად მოუხდა თანამედროვე ჯინსის შარვლებსა და ქურთუკებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ახლა ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე თავდაპირველად:
ქურთუკი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
შაევალი: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
________________________________________________________________
3. შეხსნილი ზედა
თამამი ჭრილები 2000 წლებიდან მოდის და მას შემდეგ, ახლა კვლავ ბრუნდება ბაზარზე, რადგან  სოციალური ქსელების ერაში, განსაკუთრებულად პოპულარულია ესთეტიკური და ამავდროულად, სექსუალური სამოსი.
ზედა: პროდუქტის დაწვრილებით ნახვა
________________________________________________________________
4. კროპ ტოპი დაბალწელიანი ჯინსთან
ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კროპ ტოპები V-ტიპის საყელოს ჭრით, რომლებიც განსაკუთრებულად უხდებოდა დაბალწელიან ჯინსებს და ახლაც ასეა, ამიტომ მსგავს კომბინაციას BLACK ხშირად გვთავაზობს ხოლმე.
________________________________________________________________
5. მხრის ჩანდა მოკლე ყურით
სწორედ 2000-იანების ნოსტალგიური განწყობის წყალობითაა დღეს მოკლე მხრის ჩანთები ასეთი პოპულარული:
________________________________________________________________
ბლოგზე დაბრუნება