თათია თექთურმანიძე ბლექმა საკუთარ სახედ 8 თვის წინ აირჩია.
თათია იხსენებს, თუ როგორ დაიწყო მისი და ბრენდის მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორია: "ჩემი არჩევა აბსლუტურად შემთხვევით მოხდა, ჩემი ინიციატივით მივედი მაღაზიაში, ვათვალიერებდი ბლექის კოლექციას და კონკრეტული მოდელის შერჩევის დროს მე თავად შემარჩიეს ბლექის სახედ. ასე დაიწყო ჩემი და ბლექის ისტორია."
როგორც მომხმარებელი, რატომ შეიძენდი ბლექის სამოსს?
- პრაქტიკული, კომფორტული, ლამაზი და ხელმისაწვდომია.
შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კოლექციის დიდი ნაწილი საკუთარ ტანზე აქვს მორგებული. როგორ შეაფასებდი სამოსის დგომასა და კონსტრუქციას?
- მართლაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მეცვა ბლექის კოლექციიდან. უმეტესწილად, ყველაფერი კარგად დგას ტანზე, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სიმაღლიდან გამომდინარე, კაბები იმაზე მოკლედ მაჯდება ტანზე, ვიდრე საჭიროა.
თვლი, რომ ბლექს დამახასიათებელი ხელწერა აქვს? და თუ ასეა, რა არის ეს ნიშა?
-ვფიქრობ, რომ ბლექი ქმნის თანამედროვე და ტრენდულ სამოსს, რომელიც არის საკმაოდ ლამაზი და ამავდროულად, ბიუჯეტური, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქალბატონებს, მოზარდებსა და სტუდენტებს შევთავაზოთ მათთვის სასურველი ტანსაცმელი განსხვავებულ ფასად.
გაქვს თუ არა ფავორიტი მოდელი და თუ ასეა, რომელია შენი საყვარელი პროდუქტი ბლექის კოლექციიდან?
- ბევრი გამორჩეული ლუქი მახსენდება, ერთ-ერთი ფავორიტი ეს არის:
ბლექს რამდენიმე მუდმივი ტონალობა აქვს, რომელსაც თითქმის ყველა კოლექციაში იყენებს, რომელია შენი რჩეული?
- ბეჟი და მწვანე.
როგორ შეაფასებდი ერთი სიტყვით გაზაფხულის უახლეს კოლექციას?
- ერთი სიტყვით ვერ შევაფასებ, რადგან პოზიტიური, ფერადი, თამამი, ფრიალა, მსუბუქი და ლამაზი კოლექციაა.