მითია თუ რეალობა, რომ ღია ფერის სამოსი უფრო გრილია?
პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს
ის, რომ ღია ფერის სამოსი ნაკლებ სითბოს შთანთქავს მართალია. მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი უდაბნოში, ბედუინების სამოსზე, რომლის მიხედვითაც სამ ფერს დააკვირდნენ: კრემისფერს, შავსა და თეთრს.
აღმოჩნდა, რომ შავმა შთანთქა 2,5-ჯერ მეტი რადიაცია, ვიდრე თეთრმა და 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე კრემისფერმა. თუმცა სხეულზე მიღებული სითბოს რაოდენობა იგივე იყო სამივე ფერის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შთანთქმული ტემპერატურა და რადიაცია მანამდე დაიკარგა, სანამ ის სხეულამდე მიაღწევდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბედუინთა სამოსი საკმაოდ ფართოა.
შესაბამისად, კვლევამ აჩვენა, რომ ფერის მიუხედავად სითბოს მომატება ერთნაირი იყო თავისუფალი ტანსაცმლისათვის, რასაც ვერ ვიტყვით ტანზე მჭიდროდ მორგებულ სამოსზე.
________________________________________________________________
მითია თუ რეალობა, რომ მუქი ფერის სამოსი ვიზუალურად აგამხდრებს?
პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს
კიდევ ერთი მოდური მითი შავთან ასოცირდება, თითქოს მასში გამოწყობილები ვიზუალურად უფრო გამხდრები ვართ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ტონალობაში.
ზოგადად ითვლება, რომ ის მალავს ჭარბ წონას. სინამდვილეში, ჩვენს ფიგურაზე გავლენას ტანსაცმლის სტილი, დგომა და მორგება ახდენს, მისი ელფერი კი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ შავი ნაკლებად იქცევს ყურადღებას, ვიდრე სხვა მკვეთრი ან მკრთალი ტონალობები.
________________________________________________________________
მითია თუ რეალობა, რომ პატარა პრინტი ვიზუალურად გვაგამხდრებს?
პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს
თქვენს მიერ არჩეული პრინტის ტიპს შეუძლია მოცულობის აღქმაზე გავლენის მოხდენა. რელობაა, რომ დიდი პრინტები და ჰორიზონტალური ზოლები ზრდის მოცულობას. ხოლო პატარა ანაბეჭდები და ვერტიკალური ზოლები ვიზუალურად ამცირებს სხეულის ვიზუალს.
________________________________________________________________
მითია თუ რეალობა, რომ ვერტიკალური ზოლები ვიზუალურად გვამაღლებს?
პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს
ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს კიდევ ერთ თვალით ილუზიასთან. ნამდვილად რეალურია, რომ გრძელი ვერტიკალური ზოლები, მომენტალურად გამაღლებთ ვიზუალურად. ასე რომ, შეარჩიე პრინტი შენი სურვილების მიხედვით - მას დიდი ძალა აქვს.
________________________________________________________________
მითია თუ რეალობა, რომ ტრდიციული (წვრილი) თმის რეზინები აზიანებს თმას?
პროდუქტის სანახავად დააკლიკე შესაბამის ფოტოს
თმის მტვრევადობის შესაჩერებლად აბრეშუმი საუკთესო ქსოვილია. რადგან ის ნაკლებად ეხახუნება და აზიანებს მას. ტრადიციული თმის რეზინებისგან განსხვავებით, აბრეშუმი დაგიცავთ დამატებით გაყოფილი ბოლოების გამრავლებისგან და თმის გამოშრობისგან.
აბრეშუმი და ატლასი ჯანსაღი თმის საწინდარია - თმის სამაგრთან ერთად, გამოიყენეთ ამ მასალისაგან შექმნილი საძილე ქუდი და ბალიშის პირი. თმის გაჯანსაღების ვრცელ რუტინაში, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
________________________________________________________________