კაფსულის გარდერობი
- ეს ბლოგი შენთვისაა, თუ კი მინიმალიზმზე შეყვარებული ხარ..
- ასევე შენთვის, თუ კი სამოსის შეფერება გიჭირს.
- და ასევე შენთვის, თუ ლუქის შექმნას დიდ დროს უთმობ და ყველგან გაგვიანდება.
- რა არის კაფსულის გარდერობი?
ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
შენი გარდერობი სავსეა ტანსაცმლით და მაინც არ იცი რა ჩაიცვა?; როგორც იქნა გადაწყვეტ რას მოირგებ და შერჩეული სამოსი არ უხდება ერთმანეთს?; ვერ აბალანსებ შენი ლუქის ფერებს და ფიქრობ, რომ პრობლემა შენს მიერ შერჩეულ სამოსშია?
შენ მარტო არ ხარ და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად, 1970-იან წლებში ჩნდება ტერმინი, კაფსულის გარდერობი, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი ბუტიკის მფლობელს, სუზი ფოს სახელს უკავშირდება. კონცეფცია 1985 წელს დიზაინერმა დონა კარანიმ გამოიყენა თავისი პირველი კაფსულის კოლექციისთვის, სახელწოდებით "შვიდი მარტივი ნაჭერი", კოლექციაში შედიოდა - შავი ბოდე, ქვედაბოლო, ქურთუკი, კაბა, ტყავის შარვალი, თეთრი პერანგი და ქაშმირის სვიტერი. კარანის კონცეფცია გათვლილი იყო ოფისში მომუშავე ქალზე, რომელიც დილიდან საღამომდე გასულია სახლიდან.
კაფსულის გარდერობი არის ტანსაცმლის კოლექცია, რომლის ყველა ერთეული ჰარმონიზებულია ფერსა და ხაზში, ის შედგება რამდენიმე უნივერსალური და აუცილებელი ელემენტისგან, რომლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს და ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში ქმნიან დახვეწილ და უპრეტენზიო ლუქს. ეს კონცეფცია გთავაზობთ შეიძინოთ სამოსი, რომელსაც გამოიყენებთ ნებისმიერ სიტუაციაში.
ჩვენ დაგეხმრებით დაზოგო დრო და ხარჯები. ერთად შევქმნათ შენი კომფორტისა და ჰარმონიის საწყისი - მინიმალისტური გარდერობი.
- როგორ შევქმნათ კაფსულის გარდერობი?
კაფსულის გარდერობის შესაქმნელად დაგჭირდება რამდენიმე აუცილებელი და მუდმივი ნივთი, ნეიტრალური ფერის (თეთრი, შავი, კრემისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი), ქსოვილისა (პრინტის გარეშე) და სტილის (განსაკუთრებული დიზაინის გარეშე) სამოსი.
დავიწყოთ:
1. პირველ რიგში, გარდერობი დავაკომპლექტოთ კლასიკური, ნეიტრალური ფერის შარვლებით:
ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
2. უნივერსალური შარვლებისთვის დაგვჭირდება ასეთივე ზედები - პერანგები, ბლუზები, ტოპები და ნაქსოვები, ასევე უპრეტენზიო ფერის ქსოვილისაგან შექმნილი
ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
3. შეარჩიეთ ნეიტრალური ფერისა და დიზაინის პიჯაკი, ლაბადა, ჟილეტი ან/და ქურთუკი:
ფოტო წარმოდგენლია blackfashion.ge-ს კოლექციიდან.
- რას უკავშირდება ბოლო წლებში კაფსულის გარდერობის აღორძინება?