გამოსაშვების ციებ-ცხელება

გამოსაშვების ციებ-ცხელება

ყველას სურს განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს იმ ერთადერთ და განუმეორებელ დღეს, რომელსაც "სკოლის გამოსაშვები" (ბანკეტი) ჰქვია - გარდამტეხ მომენტს, რომელიც ბავშობიდან ზრდასრულობაში გადაგისვრის უმალ.

და უნდა წარსდგე ოჯახის წევრების, თანაკლასელებისა და მასწავლებლების წინაშე პირველად, როგორც დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული და მშვენიერი ქალი.

ემოციურ, ამაღელვებელ და ამავდროულად, ბედნიერ მომენტს უნდა გამშვენებდეს კაბა, თანაც ისეთი 5-10 წლის მერე რომ არ იტყვი - "ეს რამ ჩამაცვაო". ამისთვის რამდენიმე პუნქტის გათვალისწინება დაგჭირდება:

  1. შარჩიე კაბა, რომელიც იდეალურად ერგება შენს სხეულს. ტომი ჰილფიგერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზაა: "არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ტანსაცმლის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იდეალურად იყოს ტანზე მომჯდარი, თუ თქვენ მასში თავს მოუხერხებლად გრძნობთ, ამას ყველა შეამჩნევს."
  2. გახსოვდეს, კაბამ არ უნდა წარმოგაჩინოს შენ, არამედ პირიქით. იყავი თავდაჯერებული პერსონა, რომელიც იბრწყინებს მთელი ენერგიითა და სიხალისით. ივ სენ ლორანს ტყუილად არ უთქვამს: "ბევრი წლის შემდეგ გავიგე, რა არის მთავარი კაბაში - ეს არის ქალი, რომელიც მას ატარებს."
  3. ყველაზე მნიშვნელოვანია, თავი აარიდო სეზონისა და წლის ტენდენციურ დეტალებს, რადგან ისინი 2 წლის შემდეგ, დიდი ალბათობით, აღარც კი მოგეწონება: მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებიანად ჩაცმა კი რთული." - კოკო შანელი
  4. ის, რომ კაბა მოგწონს ერთი შეხედვით, ან იმიტომ, რომ ტრენდულია, არაფერს ნიშნავს ! ლეგენდარული კოკო შანელის სიტყვებს დავიმოწმებ ამის დასამტკიცებლად: "კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის, აუცილებლად, უნდა დაინახო მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობისას."

თეორიული მასალა მშვენიერია, თუმცა ახლა, დროა პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ და ვიზუალურად წარმოგიდგინოთ კაბები, რომლებიც თქვენი მნიშვნელოვანი დღის მომენტებს ისტორიულად ასახავენ ყველას მეხსიერებასა და ფოტოებში.

_____________________________________________________________

1. აბრეშუმის დავარდნილი, მაქსიმალური სიგრძის კაბა ნამდვილი კლასიკაა, რომელიც ფორმების სწორად წარმოჩენაში დაგეხმარება, თუკი ქსოვილის დამატებით ნაწილს ქამრად გამოიყენებ. ყოველთვის გახსოვდეს, კლასიკური დეტალები და სამოსი უპირატესია: ინოვაცია ვერ იქნება მუდამ ინოვაციური, მე მსურს შევქმნა კლასიკა" - კოკო შანელი.

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

________________________________________________________________

2. მინი კაბებისა და ფერთა კომბინაციების მოყვარულებს ყვავილების პრინტს გირჩევდით, რადგან ახლა გაზაფხული-ზაფხულის სეზონია, როდესაც ბუნება ცოცხლდება და ყველაფერი ყვავის გარშემო, ამიტომ, საკმაოდ თემატურიცაა, თანაც ძალიან ესთეტიკურიც:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტოს

________________________________________________________________

3. თუკი შენი მიზანი სხეულის ფორმების ხაზგასმაა, მაშინ ამ საქმეში უკონკურენტო კაბას შემოგთავაზებ, რომელსაც, სურვილისამებრ, ორნაირად მოირგებ:

 

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტო

________________________________________________________________

4. ყველა დროის კლასიკას, კაბა-პიჯაკებსაც წარმოგიდგენთ, რომელსაც. ზურგზე ჭრილის გამო, საკმაოდ გრილადაც მოირგებ. ამასთან, არ დაგავიწყდეს, გამორჩეული ფეხსაცმლის არჩევა Gstyle.ge-ის უახლეს კოლექციაში, რადგან ის, არანაკლებ მნიშვნელოვანია: "თუ ქალს კარგი ფეხსაცმელი აცვია, ესეიგი კარგად აცვია." ;(კოკო შანელი) ვივიენ ვესტვუდის კი უთქვმას: "მაღალი ქუსლი ან პლატფორმა იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის სილამაზე კვარცხლბეკზე შემოდგეს".

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტო

________________________________________________________________

 5. ახლა კი განვიხილოთ ბარხატის ესთეტიკური ვიზუალი და ფოტოგენური ფაქტურა:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტო

 ____________________________________________________________

6. სამუდამოდ გახსოვდეს, აბრეშუმისა და ატლასისი ბზინვარება და მდიდრული ვიზუალი ყოველთვის საკუთარ ადგილს დაიკევს ყველა სიტუაციაში:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტო

_____________________________________________________________

ეს კი ბონუსად, იმ შემთხვევისათვის, თუკი კაბით წრადგენა არ გინდა. მეტად დახვეწილ და ელეგანტურ ორეულს შემოგთავაზებთ, რომელის მორგებასაც ტრანსფორმერი წელის გამო, ორნაირად შეძლებ:

პროდუქტის სანახავად დააკლიკე ფოტო

________________________________________________________________

 ვიმედოვნებთ, რომ დაუვიწყარი დღე გექნება! სიყვარულით BLACK FASHION GEORGIA.

ბლოგზე დაბრუნება