რა არის Fit-and-Flare და რატომ უნდა იყოს ის ყველა ქალის გარდერობში?

რა არის Fit-and-Flare და რატომ უნდა იყოს ის ყველა ქალის გარდერობში?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალის სხეული უნიკალურია და თავის მხრივ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სამოსს იხდენს, არსებობს "ოქროს თარგი", რომელიც თითოეულ სილუეტს იმას აძლევს, რაც მას სჭირდება. 

ეს კონსტრუქცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბოლო რამდენიმე სეზონია და სწორედ იმიტომ, რომ ის სხეულის საუკეთესო ვარიანტს ქმნის.

Fit-and-Flare არის ტანსაცმლის თარგი, რომელიც მოიცავს სხეულის ზედა ნაწილში მჭიდროდ მორგებულ, ხოლო ქვედა ნაწილში თავისუფლად გარდამავალ სილუეტს. ეს დიზაინი შესანიშნავია თითქმის ყველა სხეულის ფორმის მქონე ადამიანისთვის, რადგან მას შეუძლია დააბალანსოს პროპორციები და შექმნას სასიამოვნო ვიზუალური ეფექტი. 

ძირითადი მახასიათებლები:

 1. მჭიდროდ მორგებული ზედა ნაწილი: - ზედა ნაწილში ტანსაცმელი მჭიდროდ ეკვრის სხეულს, განსაკუთრებით მკერდისა და წელის მიდამოს.

2. თავისუფლად გაფართოებული ქვედა ნაწილი: - წელისგან ქვედა ნაწილი ფართოვდება, რაც ქმნის „A“ ფორმას, რომელიც ხელს უწყობს სიმეტრიისა და ბალანსის შექმნას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. - ეს დიზაინი განსაკუთრებით პოპულარულია კაბებსა და პიჯაკებში

განვიხილოთ ქალის სხეულის ძირითადი ფორმები; აღმოაჩინე, რომელ მათგანს მიეკუთვნები შენ; რა უნდა გაითვალისწინო ჰარმონიული სილუეტის მისაღებად და რაში გვეხმარება ზემოთ ხსენებული "ოქროს თარგი":

 1. ოვალი 

 ამ ფორმის მქონე ქალებს ფართო მხრები და მუცელი აქვთ, ხოლო ფეხები- თხელი. თუკი შენც მათ რიგებში ხარ, მაშინ უკვე აღმოაჩენდი, რომ განსაკუთრებულად იხდენ ისეთ სამოსს, რომელიც სილუეტს აბალანსებს.

როგორ მოქმედებს Fit-and-Flare თარგის სამოსი ოვალის ფორმაზე:

  • ანიჭებს თეძოებს სწორ მოცულობას
  • თეძოს ხარჯზე გამოჰკვეთს წელის ზოლს

 2. სამკუთხედი

თეძოები და ბარძაყები ფართო, ხოლო წელისა და ხელების ნაწილი უფრო თხელია. ამ ფორმის მქონე ქალებისთვის სასურველია ტანსაცმელი, რომელიც ზედა ნაწილის სილამაზეს ხაზს უსვამს და ქვედა ნაწილს ათანაბრებს მასთან. 

როგორ მოქმედებს Fit-and-Flare თარგის სამოსი სამკუთხედ ფორმაზე:

  • იმეორეობს თეძოების მოცულობას
  • ხაზს უსვამს გამოკვეთილ წელის ზოლს

3. ქვიშის საათი 

 ამ ტიპის სხეულის ფორმას აქვს მკვეთრი წელის ნაწილი, ამ ფორმის ადამიანებს ხშირად ხიბლავთ სამოსი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს ზელის ზოლს.

როგორ მოქმედებს Fit-and-Flare თარგის სამოსი ქვიშის საათის ფორმაზე:

  • იმეორეობს თეძოების მოცულობას
  • ხაზს უსვამს გამოკვეთილ წელის ზოლს

4. მართკუთხედი 

 სხეული თითქმის ერთნაირ ფართობს ჰგავს, ამ ფორმის მქონე ადამიანებისთვის ხშირია "მასკულინური" და სპორტული აღნაგობა. ისინი უპირატესობას ისეთ სამოსს ანიჭებენ, რომელიც თეძოსა და მკერდის ხაზს ააძლიერებს.

როგორ მოქმედებს Fit-and-Flare თარგის სამოსი მართკუთხედ ფორმაზე:

  • ანიჭებს თეძოების მოცულობას
  • გამოკვეთს წელის ზოლს

 5. ამობრუნებული სამკუთხედი

ფართო მხრები და ვიწრო ფეხები. ასეთი სხეულის ფორმის მქონე ადამიანებისთვის სასურველია ტანსაცმელი, რომელიც სხეულის ქვედა ნაწილს მოცულობას შესძენს, რათა გამორჩეულად გამოიყურებოდეს. 

როგორ მოქმედებს Fit-and-Flare თარგის სამოსი ამობრუნებული სამკუთხედის ფორმაზე:

  • ანიჭებს თეძოების მოცულობას
  • ხაზს უსვამს წელის ზოლს

ეს ძირითადი ფორმებია, მაგრამ თითოეული ადამიანი შეიძლება ჰქონდეს სხეულის ფორმის შერეული ვარიანტი. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს "ოვალის" ტიპის სხეული, მაგრამ მინიმალური მუცლის ხაზით.

Back to blog