როგორც წესი, ონლაინ შოპინგისას ყველაზე დიდ პრობლემასა და საფიქრალს სწორი ზომის შერჩევის საკითხი წარმოადგენს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე რჩევა და ხრიკი, რომელიც დაგეხმარება სასურველი მორგების პოვნაში.
1. დაადგინე შენი ზოგადი ზომა
იმისთვის, რომ ნივთის ზომა სასურველი აღმოჩნდეს, პირველ რიგში, საჭიროა შენს უკვე არსებულ გარდერობს გადახედო და გამოავლინო უმეტესად რომელი ზომითაა დაკომპლექტებული ის. მისი გამოვლენის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივდება, რადგან უკვე ნაპოვნი გაქვს შენი ზოგადი ზომა, რომელიც იდეალურად მოგერგება თუკი გამოწერისას გამონაკლისთან არა გვაქვს საქმე.
2. გამოიყენე ლაივ ჩეთი
ვინაიდან და რადგანაც, შენ ონლაინ გაგიჭირდება შეაფასო გამონაკლისია თუ არა შერჩეული ტანსაცმელი, ჩვენ შევქმენით ლაივ ჩეთი, რომლის მეშვეობითაც შეძლებ კონსულტანთტან გასაუბრებას, ის დაგეხმარება შენთვის სწორი ზომის შერჩევაში.
3.გაზომე საკუთარი თავი
ექსპერტები გვირჩევენ საკუთარი თავი რბილი ლენტით გავზომოთ, სწორედ ისეთით, როგორიც სამკერვალოებში შეგხვედრია და გამოვიყენოთ ზომის ტრადიციული ცხრილები:
ზოგადი ცხრილი
ზომა | სიმაღლე (სმ) | წონა (კგ) |
S / 36 | 1.50-1.60 | 43-52 |
M / 38 | 1.55-1.70 | 52-61 |
L / 40 | 1.60-1.75 | 61-70 |
XL / 42 | 1.65-1.80 | 68-77 |
მკერდის გარშემოწერილობის მიხედვით
ზომა | ბიუსტის გარშეოწერილობა (სმ) |
S | 77-83 |
M | 80-90 |
L | 90-95 |
XL | 95-100 |
ზომა
|
წელის გარშემოწერილობა (სმ) |
S | 60-66 |
M | 65-72 |
L | 70-77 |
XL | 75-82 |
თეძოს გარშემოწერილობის მიხედვით
ზომა
|
თეძოს გარშემოწერილობა (სმ)
|
S
|
85-91 |
M
|
88-94 |
L
|
94-100 |
XL
|
100-106 |
4. გაითვალისწინე მოდელის მორგება
საიტზე მითითებულია ფოტოები, რომელზეც ასახულია მოდელზე მორგებული სამოსი. აღწერაში კი ვხვდებით მითითებას, თუ რომელი ზომა აქვს მორგებული მას. ეს შესანიშნავი ხერხია ორიენტაციისთვს.