დღეს ყველას ორი სამყარო გვაქვს - რეალური და ვირტუალური. ამიტომ განსაკუთრებულად ორიენტირებულები ვართ ორივე განზომილებაზე პასუხისმგებლები ვიყოთ. ჩვენი სოციალური ქსელები ბევრ რამეს ამბობენ ჩვენზე, მათი დახმარებით უამრავი დეტალი ხდება საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდობი, მათ შორის ჩვენი სტილის შეგრძნება და ესთეტიკური მხარე.
უაღრესად ვიზუალურ პლატფორმაზე, როგორიცაა ინსტაგრამი, ესთეტიკა ყველაფერია. როდესაც ადამიანები თქვენს გვერდზე ხვდებიან და ხედავენ სასიამოვნო ვიზუალსა და გემოვნებიან ფიდს, ექმნებათ პირველი შთაბეჭდილება თქვენზე. ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ისინი თქვენი მიმდევრები გახდნენ.
სასიამოვნო ფიდის შესაქმნელად პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც დაგჭირდებათ სამოსია.
დღეს ჩვენ ვისუბრებთ BLACK-ის ესთეტიკურ მხარეზე, ბრენდზე რომელიც ქმნის Instagram-ისთვისა და Pinterest-ისთვის ყველაზე სასურველ ფერთა კომბინაციებსა და ვიზუალს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ სამოსს, რომლებმაც განსაკუთრებულად ესთეტიკური ვიზუალის ფოტოები შექმნა:
1. ზამთრის გამორჩეულად ფოტოგენური პალტო
თავად შეაფასეთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიზუალურად სასიამოვნო ფოტოს შექმნაში მოცემული მანტო, რომელიც განსაკუთრებული დიზაინითა და ავანგარდული სტილით გამოირჩევა.
ის, რაც გამოგარჩევთ, სწორედ ეს პროდუქტია. იგი დაგეხმარებათ სიცივის მიუხედავად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ. ამავდროულად, ასეთ ფოტოგენურ პალტოს იშვიათად შეხვდებით.
2. Pinterest-ის ფავორიტი ბოდე
მკლავები, რომლებიც სანახევროდ ხელთათმანის ფუნქციას ასრულებს, განსაკუთრებულად ტრენდულია მიმდინარე სეზონზე. ეს სწორედ ის ბოდეა, რომელიც გამოირჩევა დიზაინისთვის განკუთვნილი საუცხოო დეტალებით და ამავდროულად, არ კარგავს დახვეწილობასა და კლასიკურ იერს.
BLACK-მა ეს მოდელი თქვენთვისაც ხელმისაწვდომი გახადა და შემოგვთავაზა ულამაზესი ფერებითა და სასიამოვნო ქსოვილის ფაქტურით, ის ერთი შეხებით შეგაყვარებთ თავს.
3. 90-იანების საკულტო სპორტული ორეული
შესაძლოა არც კი ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲘᲐᲗ, როგორ შეიძლება სპორტული ორეული ესთეტიკური ფოტოს გადაღებაში დაგეხმაროთ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარადაა, როდესაც საქმე საკულტო სამოსს ეხება, რომელსაც აქვს ისტორია და ამავდროულად ქსოვილის ფაქტურითა და ფერების კომბინაციით გამოირჩევა.
ეს ორეული არა მხოლოდ Instagram-ისა და Pinterest-ის ფავორიტია, არამედ სრულიად ათწლეულის, რომელიც კვლავ დაბრუნდა. ის ხატებაა 90-იანი წლებიდან.
4.ნაქსოვი მოსასხამი ბეწვის დეტალით
სუსხიან დღეებში ყველას ნაქსოვი სამოსი აცვია, თუმცა ასეთი განსაკუთრებული იშვიათად. ის არა მარტო ვიზუალურად გამოგარჩევთ, არამედ შექმნის თქვენს ესთეტიკურ ᲡᲢᲘᲚᲡ, როგორც ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲐᲓ, ასევე თქვენი სოციალური პლატფორმებისთის.
თუკი Pinterest-ის ხშირი სტუმარი ხართ და სტილის ინსპირაციის პოვნაში სწორედ მას იყენებთ, მაშინ შესაძლოა, თვალიერებისას ეს უკანასკნელიც შეგხვეᲓრიათ. ახლა უკვე ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ის თქვენი გარდერობის ნაწილი გახდეს, რადგან BLACK-მა ეს მოდელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
5. ტვიდის სამოსი
ზამთარში არაფერია ტვიდზე უფრო შესაფერისი, მშვენიერი და ფოტოგენური, ის ხომ სიმდიდრესთან და სოლიდურობასთან ასოცირდება და ყველა სიტუაციაში ქმნის არაჩვეულებრივ ფოტოს.
BLACK-მა ტვიდის უამრავი სამოსით გაგვანებივრა. გასაკვირი ᲐᲠᲪᲐᲐ, ის ხომ ასეთ განსაკუთრებულ ლუქსა და ვიზუალს ქმნის.
გაგრძელება იქნება... რადგან Black Fashion სწორედ იმ სამოსს ქმნის, რომელიც სქროლვისას შესაძლოა შეგხვდეთ სხვადასხვა მოდურ ან სოციალურ პლატფორმაზე და თქვენი მოწონება დაიმსახუროს, თუმცა არც კი იცოდეთ, რომ ის ისეთი ხელმისაწვდომია თქვენთვის, როგორც არასდროს.