აღმოაჩინე, რომელი სხეულის ფორმას ფლობ და როგორი ტიპის კაბა მოგერგება იდეალურად

აღმოაჩინე, რომელი სხეულის ფორმას ფლობ და როგორი ტიპის კაბა მოგერგება იდეალურად

ონლაინ შოპინგისას ხშირია იმედგაცრუება, რადგან ნივთი რომელიც ფოტოზე ნახე და აღფრთოვანდი, თავად სულაც არ გერგება იდეალურად, ან შენს სხეულზე ნაკლებად მოგწონს.

ეს ფენომენი შეგვიძლია სხეულის ფორმებს "დავაბრალოთ". მაშ ასე, სულ 5 ძირითადი ტიპის სხეულის ფორმა არსებობს და თუკი შენ ზუსტად იცი, თავად რომელს ფლობ, მაშინ უფრო მარტივადაც მიხვდები, სამოსის მოსინჯვის გარეშე, რა შეიძლება მოგერგოს იდეალურად.

________________________________

 1. მსხლის / სამკუთხედის სხეულის ფორმა

 

იმ შემთხვევაში, თუ:

  • შენი წელი უფრო ფართოა ან ტოლია ბიუსტისა
  • თვლი, რომ სავსე თეძოები გაქვს
  • თეძოებთან შედარებით, უფრო ვიწრო მხრები გაქვს

კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:

გამოიყენე კაბის ქვედა ნაწილის ტრაპეცია დაშვება, რათა თეძოები, მხრებთან მიმართებაში, დააბალანსო:

 
კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს

________________________________

2. ქვიშის საათის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვს კარგად გამოკვეთილი წელი
  • შენი მკერდისა და თეძოს, ბარძაყის ზომები დაახლოებით თანაბარია
  • მხრები პროპორციულია თეძოებთან მიმართებაში

კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:

გამოიყენე სწორი და სხეილზე მორგებული კაბები ფორმების წარმოსაჩენად და არა მარტო, მოცემული სხეულის ფორმას კაბების უმეტესი ნაწილი იდეალურად ერგება:   

 

კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს

________________________________

3. ვაშლის ფორმის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვს უფრო ფართო მხრები, ვიდრე თეძოები
  • ფლობ ფართო წელის ზოლს. (ის არ არის კარგად განსაზღვრული)
  • გაქვს თეძოზე და მკერდზე ფართო წელის ზოლი

კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:

გამოიყენე კაბის ტრაპეცია დაშვება მკერდიდან ან პირდაპი მხრებიდან, რათა აქცენტი ფეხებზე გააკეთო, ხოლო წელის ზოლი დაბააბალანსო თეძოებთან მიმართებაში:

 

კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს

 ________________________________

4. მართკუთხედის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:

  • თანაბარი გარშემოწერილობის მხრები და თეძოები გაქვს
  • ფლობ წელის ზოლს, რომელიც კარგად არაა გამოკვეთლი
  • წონა საკმაოდ თანაბრად ნაწილდება მთელს სხეულზე 

კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:

თუკი მოცემულ მშვენიერ ფორმას ფლობ, ისღა დაგრჩენია, წელის ზოლის მეტად გამოკვეთას ეცადო და იდეალურ ვიზუალს მიიღებ.

გამოიყენე წელის ქამარი, კაბის ტრაპეცია დაშვება ან თეძოს დამატებითი დიზაინი  წელის ზოლის დასაბალანსებლად:

 

კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს

________________________________

5. ამობრუნებული სამკუთხედის სხეულის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვს ფართო მხრები ბიუსტთან და თეძოსთან მიმართებაში
  • გაქვს თხელი თეძოები, რომლებიც ტოლია ან ნაკლებია წელის გარშემოწერილობისა
  • ფლოფ სპორტული აღნაგობას

კაბები, რომლებიც შენს ფორმებს საუკეთესოდ წარმოაჩენს:

გამოიყენე თეძოების დასაბალანსებლად ტრაპეცია დგომა და ქვედა ნაწილის დამატებითი დიზაინი. შენი მშვენიერი ფეხების წარმოსაჩენად კი მოირგე მინი სიგრძე:

   

კაბის სანახავად დააკლიკე ფოტოს

________________________________